ბიბლია, მსაჯულნი, თავი 8. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10219&pid=9&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მსაჯულნი

ბიბლია - ძველი ქართულით

იესო ნავეს ძე მსაჯულნი რუთი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21

1 ჰრქუეს გედეონს მთავართა ეფრემისთა: რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რომელი მიყავ ჩუენ, რამეთუ არა მხადენ ჩუენ, რაჟამს განხჳდოდე შენ წყობად მადიამისა? და ესჯოდეს მას ფრიად.

2 და ჰრქუა მათ გედეონ: რაჲ ვქმენ მე აწ, ვითარ-ეგე თქუენ? ანუ არა უმჯობეს არს საკუფხლებელი ეგე ეფრემისი ვიდრეღა სასთულებელი აბიეზერისი?

3 რამეთუ ჴელსა ოქუენსა მოსცნა უფალმან მთავარნი იგი მადიამისანი: ორვბ და ზებ. და რაჲ შევსძინე მე ყოფად, ვითარ-ესე თქუენ? მაშინ დააცხრვნა გულნი მათნი სიტყჳთა ამით მისითა.

4 და მოვიდა გედეონ იორდანედ და წიაღჴდა იგი და სამასნი იგი კაცნი მის თანა სულშემოკლებულნი და მშიერნი.

5 და ჰრქუა გედეონ კაცთა მათ სოქოთისათა: ეცით პური საზრდელად ერსა ამას ჩემსა, რომელ არს ჩემ თანა, რამეთუ ჰშის. და მე ვსდევნი ზეებს და სალმანას, მეფეთა მადიამისათა.

6 და ჰრქუეს მას მთავართა მათ სოქოთისათა: აწ ნუ თავი ზებესი და სალმანასი ჴელსა შენსა არს? და ვსცეთ ერსა შენსა პური.

7 და ჰრქუა გედეონ: არა ეგრე, არამედ რაჟამს მომცნეს უფალმან ზებეე და სალმა ჴელთა ჩემთა, მე დავწერტნე ჴორცნი თქუენნი ეკლითა უდაბნოჲსაჲთა და კუროჲსთავითა.

8 და წარმოვიდა მიერ და მოვიდა ფანუელდ და ეტყოდა მათ ეგრევე. და მიუგეს მას კაცთა მათ ფანუელისათა, ვითარცა-იგი ეტყოდეს კაცნი იგი სოქოთისანი.

9 და ჰრქუა გედეონ კაცთა მათ ფანუელისთა: რაჟამს მოვიქცე მე მშჳდობით ბრძოლისა ამისგან, დავარღჳო გოდოლი ესე.

10 და ზებეე და სალმანა იყვნეს კარკარას შინა და ბანაკი მათი მათ თანა, ვითარ ათხუთმეტ ათას ოდენ, რომელნი განრინებულ იყუნეს ყოვლისა მისგან ბანაკისა, ძეთა მზისაღმოსავლისათა, და რომელნი დაცემულ იყვნეს მახჳლითა. იყვნეს ას და ოც ათას კაცნი მახჳლოსანნი.

11 და აღვიდა გედეონ გზასა მას დამკჳდრებულთა კარვებისათა მზისაღმოსავალით ნაბაისა და წინაშე ნაბესა და დაესხა ბანაკსა მას და მოსრა იგი, ხოლო ბანაკი იგი მათი უზრუნველ იყო მიერითგან, და მეყსეულად დაესხნეს იგინი

12 და ევლტოდეს ზებეე და სალმანა, და დევნა-უყო გედეონ, და შეიპყრნა ორნი იგი მეფენი მადიამისანი, ზვბეე და სალმანა და ყოველი ბანაკი მათი განიბნია.

13 და მოიქცა გედეონ. ძე იოასისი, ბრძოლისა მისგან [აღ]მართსა მას თანა არერისასა.

14 და შეიპყრა ყრმაჲ ერთი კაცთაგან სოქოთისათა და ჰკითხა მას სახელები კაცთა სოქოთისათა და აღწერნა გედეონ მიავარნი და მოხუცებულნი იგი სოქოთისანი სამეოცდათჩჳდმეტნი კაცნი.

15 და მოვიდა გედეონ მთავართა მათ ზედა სოქოთისათა და ჰრქუა მათ: აჰა, ზებეე და სალმანა ჴელთა ჩემთა არიან, რომელთათჳს მაყუედრეთ მე და სთქუთ: ნუ თავი ზებეესი და სალმანასი ჴელთა შენთა არიან? და ვსცეთ ერსა შენსა პური მაშინ.

16 შეიპყრნა გედეონ მთავარნი იგი და მოხუცებულნი ქალაქისანი, და მოიღო ეკალი და კუროჲსთავი და ტანჯნა იგინი მით, კაცნი იგი სოქოთისანი.

17 და გოდოლი იგი ფანოველისაჲ დაარღჳა და კაცნი იგი მის ქალაქისანი მოწყჳდნა.

18 და ჰრქუა ზებეეს და სალმანას: ვირე. ადგენით კაცნი იგი, რომელ მოსწყჳდენით ბათორს შინა? და ჰრქუეს მას: ვითარცა-ეგე შენ, ეგრეცა იგინი იყვნეს მსგავს და შენ მსგავს მათა ხარ, ხატნი მათნი ეგრე იყვნეს, ვითარცა ძენი მეფეთანი.

19 და ჰრქუა მათ გედეონ: ძმანი ჩემნი იყვნეს და ძენი დედისა ჩემისანი. ცხოველ არს უფალი, უკუეთუმცა არა მოგეწყჳდნეს იგინი, არამცა მოგწყჳდენ თქუენ.

20 და ჰრქუა გედეონ იეთერს, ძესა თჳსსა: აღდეგ და მოწყჳდენ ეგენი! და ვერ იჴადა ყრმამან მახჳლი შიშითა, რამეთუ ყრმაღა იყო.

21 და ჰრქუა მას ზებეე და სალმანა: აღდეგ შენ და მომწყჳდენ ჩუენ! რამეთუ ვითარცა კაცი, ეგრეცა ძალი მისი არს და აღდგა გედეონ და მოწყჳდნა ზებეე და სალმანა. და მოიღო მანიაკები იგი, რომელ იყო ყელსა აქლემებსა მათსა.

22 ჰრქუეს კაცთა ისრაჱლისათა გედეონს: მთავრობდ შენ ჩუენ ზედა და ძენი შენნი, და ძენი ძეთა შენთანი, რამეთუ შენ განმარინენ ჩუენ ჴელთაგან მადიამისათა.

23 და ჰრქუა მათ გედეონ: არა გმთავრობდე მე თქუენ ზედა, არცა გმთავრობდეს თქუენ ძე ჩემი, არამედ უფალი გმთავრობდეს თქუენ.

24 და ჰრქუა მათ გედეონ: ვითხოვ მე თქუენგან თხოვასა ერთსა: მომეცინ კაცად-კაცადმან თქუენმან საყური ერთი ნატყუენავისაგანი! რამეთუ საყური ოქროსაჲ ესხა მათ, რამეთუ ისმაიტელ იყვნეს.

25 და ჰრქუეს მათ: მიცემით მიგცეთ და განიპყრნა გედეონ სამოსელნი თჳსნი და შთაუგდებდა კაცად-კაცადი მუნ საყურსა ოქროჲსასა ნატყუენავისა მისგან.

26 და იყო სასწორი საყურებისაჲ მის ოქროჲსა, რომელ ითხოვა მათგან ათას და შჳდას სასწორ, თჳნიერ მანიაკებისა მის და მძივისა და სამოსლისა ძოწეულისა. და რაჲ-იგი იყო მეფეთა მათ მადიამისათაჲ, გარნა ფარიელებისა მის, რომელ-იგი იყო ყელსა აქლემებსა მათსა.

27 და შექმნა იგი გედეონ ევფუთად და დადგა იგი ქალაქსა თჳსსა ეფრაას, და მიიქცა ყოველი ისრაჱლი მსახურებად მუნ და ექმნა იგი გედეონს სახლსა მისსა საცთურ დიდ.

28 და დამდაბლდა მადიამი წინაშე ძეთა ისრაჱლისათა. და ვერღარა შესძინეს აღებად თავისა მათისა. და დამშჳდნა ქუეყანაჲ ორმეოც წელ დღეთა გედეონისთა.

29 და წარვიდა იერობოალ, ძე იოასისი, ესე თავადი არს გედეონ, და დაემკჳდრა სახლსა თჳსსა.

30 და გედეონისნი იყუნეს ძენი სამეოცდაათ, რომელნი გამოსრულ იყუნეს წყჳლთაგან მისთა, რამეთუ ცოლნი მრავალნი ესხნეს მას.

31 და ხარჭმან მისმან, რომელი იყო საკიმას, უშვა მას მანცა ძე და უწოდა სახელი მისი აბიმელექ.

32 და მოკუდა გედეონ, ძე იოასისი, სიბერითა კეთილითა და დაეფლა საფლავსა იოასისსა მამისა თჳსისასა ეფრაას, მამისა ეზრისსა.

33 და იყო, ვითარცა მოკუდა გედეონ, გარდაიქცეს ძენი ისრაჱლისანი, და ისიძვიდეს კუალსა ბაალიმისსა და დაიდვეს თავისა თჳსისა ბალბერეთის თანა აღთქმაჲ, რათა იყოს იგი მათდა ღმერთად.

34 და არა მოიჴსენეს ძეთა ისრაჱლისათა უფალი ღმერთი მათი, რომელმან იჴსნნა იგინი ჴელთაგან მტერთა მათთასა გარემოჲს.

35 და არა ყვეს წყალობაჲ სახლსა იერობოალისსა, ესე იგი არს გედეონ ყოვლისა მისებრ, რომელ ყო კეთილი ისრაჱლსა თანა.

<< ← Prev Top Next → >>