1 და იყო შემდგომად აღსრულებისა მის ისოსისა და იკითხვიდეს ძენი ისრაჱლისანი უფლისა მიერ და იტყოდეს: ვინ აღვიდეს წინამძღურად ჩუენდა ქანანელისა მის და ბრძოლა-სცეს მას?
2 და ჰრქუა უფალმან იუდა აღვიდეს. აჰა ესერა, მივეც ქუეყანაჲ იგი ჴელთა მისთა.
3 და ჰრქუა იუდა სჳმეონს, ძმასა თჳსსა: აღმოვედ ჩემ თანა ნაწილსა მას ჩემსა და ვჰბრძოდით ქანანელსა მას და მოვიდე მეცა შენ თანა ნაწილსა შენსა, და წარვიდა მის თანა სჳმეონ.
4 და წარვიდა იუდაცა. და მოსცა უფალმან ქანანელი იგი და ფერეზელი ჴელთა მისთა და მოსრნა იგინი ბეზეკს შინა, ათი ათასი კაცი.
5 და პოვეს ოდონიბეზეკ ბეზეკს შინა და ჰბრძოდეს მას და მოსრნეს ქანანელნი იგი და ფერეზელნი.
6 და ივლტოდა იდონიბეზეკ და დევნა-უყვეს შემდგომად მისსა, ეწინეს და შეიპყრეს იგი და მოჰკუეთნეს ჴელნი და ფერჴნი მისნი.
7 და თქუა ოდონიბეზეკ: სამეოცდაათორმეტნი მეფენი, რომელთანი ჴელნი მათნი და ფერჴნი მათნი მოკუეთილ იყუნეს, და კრებდეს ნაბიჭევსა ტაბლასა ჩემსა ქუეშე, რამეთუ ვითარცა-იგი უყავ მათ, ეგრეცა მომაგო მე ღმერთმან, და მოიყუანეს იგი იერუსალჱმდ, და მოკუდა მუნ.
8 და ჰბრძოდეს ძენი იუდასნი იერუსალჱმსა. და დაიპყრეს იგი და მოსრეს იგი პირითა მახჳლისათა და ქალაქი იგი მოწუეს ცეცხლითა.
9 და მისა შემდგომად შთავიდეს ძენი იუდასნი ბრძოლად ქანანელისა მის, რომელი დამკჳდრებულ იყო მთათა შინა და სამხრით და ველით.
10 და წარვიდა იუდა ქანანელისა მის, რომელი დამკჳდრვბულ იყო ქებრონს შინა; და გამოჴდა ქებრონი წინაშე პირისპირ ბრძოლად მათა, ხოლო სახელი ქებრონისა იყო პირველ კარიათარბოკსეფერ; და მოსრეს ესესი და აქიმან, და თოლმი, ნაშობნი ენაკისნი.
11 და აღმოვიდეს დამკჳდრებულთა მათ ზედა დაბირისთა და სახელი დაბირისაჲ იყო პირველად ქალაქი მწიგნობართაჲ.
12 და თქუა ქალებ: რომელმან მოსრას ქალაქი ესე მწიგნობართა და პირველად დაიპყრას იგი, მივსცე მას ასული ჩემი ცოლად.
13 და დაიპყრა იგი გოთონიელ, ძემან კვნეზისმან, ძმისწულმან ქალებისმან უმრწემესმან და მისცა მას ქალებ ასქან, ასული თჳსი, ცოლად.
14 და იყო, რაჟამს შევიდოდა იგი, აბირა იგი გოთონიელ, ცოლი თჳსი, რათა სთხოოს მამასა თჳსსა აგარაკი. და დრტჳნვიდა იგი და ჴმობდა კარაულსა მას ზედა, ვითარმედ: ქუეყანად სამხრით კერძო მიმეც მე. და ჰრქუა მას ქალებ: რასა მთხოვ მე?
15 და ჰრქუა მას ასქან, ასულმან თჳსმან: მეც ნურაჲ კურთხეულად, რამეთუ ქუეყანად სამხრით კერძო მიმეც მე და მეც მე საჴმარი წყალთა. და მისცა მას ქალებ მსგავსად გულისა მისისა საჴსარი მაღალთა და საჴსარი მდაბალთაჲ
16 და ძენი იობაბისნი კენეელისანი, სიმამრისა მოსესნი, აღმოვიდეს ქალაქთა მათთაგან ზღჳისკიდისათა ძეთა იუდაჲსთა უდაბნოდ, რომელ არს სამხრით იუდაჲსა შთასავალსა მას არადისასა. და მოვიდეს და დაემკჳდრნეს იგინი ერისა მის თანა.
17 და წარვიდა იუდა სჳმეონის თანა, ძმისა თჳსისა, და მოსრა ქანანელი იგი, რომელი დამკჳდრებულ იყო სეფეთს, და შეჩუენებულ-ყვეს იგი და მიწყჳდეს იგი. და უწოდეს სახელი ქალაქისა მის მოსრვაჲ.
18 და დაიმკჳდრა იუდა აზეროჲ და საზღვარნი მისნი, და აკარონი და საზღვარნი მისნი, და აზოტე და გარვმო ნათესავი მისი.
19 და იყო უფალი იუდას თანა. და დაიმკჳდრა მთაჲ იგი, რამეთუ ვერ შეუძლეს დამკჳდრებად მკჳდრთა მათ ბარისათა, რამეთუ, რექაბ შორის ბანუწვალა მათ და ეტლები რკინისა იყო მათი.
20 და მისცეს ქალებს ქებრონი, ვითარცა ეტყოდა მოსე და დაიმკჳდრნეს მუნ სამნი იგი ქალაქნი ძეთა ენაკისთანი და აღჴოცნეს მიერ სამნი იგი ძენი ენაკისნი.
21 და იებოსელი იგი, რომელი დამკჳდრებულ იყო იჱრუსალამს, არა დაიმკჳდრეს ძეთა ბენიამენისთა, და მკჳდრ იყო იებოსელი იგი ძეთა თანა ბენიამენისთა იჱრუსალიმს, ვიდრე აქა დღედმდე.
22 და აღმოვიდვს ძენიცა იოსებისნი ბეთლემდ და უფალი იყო მათ თანა
23 და დაიბანაკა სახლმან ისრაჱლისამან გარემო ბეთელსა, ხოლო სახელი ქალაქისა მის იყო პირველად ლუზა.
24 და იხილეს ებგურთა მათ კაცი გამომავალი ქალაქით. და შეიპყრვს იგი და ჰრქუეს მას: გჳჩუენე ჩუენ შესავალი ქალაქისა ამის და ვყოთ შენ თანა წყალობაჲ.
25 და უჩუენა მათ შესავალი ქალაქისა მის, და მოსრეს ქალაქი იგი პირითა მახჳლისათა, ხოლო კაცი იგი და ნათესავი მისი გამოიყუანეს და განუტევეს.
26 და წარვიდა კაცი იგი ქუეყანასა მას ქეთემისასა და აღაშენა მუნ ქალაქი. და უწოდა სახელი მისი ლუზა. ესე არს სახელი მისი დღენდელად დღედმდე.
27 და არა დაიმკჳდრა მანასე ბეთშანი, რომელ არს სკჳთელთა ქალაქი, არცა ასულები მისი და არცა გარემო სათესავი მისი, არცა თანიქი და ასულები მისი, არცა დამკჳდრებულნი დორისანი, არცა გარემო მკჳდრნი მისნი და ასულები მისი, და არცა დამკჳდრებელნი ბალაკისანი და გარემო მკჳდრნი მისნი, და ასულები მისი, და არცა დამკჳდრებულნი მაგედოსანი, არცა გარემო მყოფნი მისნი, არცა ასულები მისი, არცა დამკჳდრებულნი იებელამისანი, არცა გარემო მყოფნი მისნი, არცა ასულები მისი; და იწყო ქანანელმან დამკჳდრებად ქუეყანისა მის.
28 და იყო, რაჟამს განძლიერდა ისრაჱლი და ყო ქანანელი იგი მოხარკე, ხოლო მოსრვით არა მოსრა იგი
29 და ეფრემ არა აღჴოცა ქანანელი იგი, რომელი დამკჳდრებულ იყო გაზერს შინა. და დაემკჳდრა ქანანელი იგი შორის მისსა გაზერს შინა და იყო იგი მისი მოხარკე.
30 და ზაბულონ არა აღჴოცნა დამკჳდრებულნი კედარისანი და დამკჳდრებულნი იგი ამონისანი: და დაემკჳდრა ქანანელი იგი შორის მისსა. და იყო იგი მისსა მოხარკე.
31 და ასერ არა აღჴოცნა დამკჳდრებელნი იგი აკქორისანი. და იყო იგი მისა მოხარკე და დამკჳდრებულნი დორისანი და მკჳდრნი იგი სიდონისანი, და დამკჳდრებულნი იგი დალაფისანი და აქაზიფისანი და ელბოჲსანი და აფეკისანი და რთობისანი.
32 და დავმკჳდრა ასერ შორის ქანანელისა მის, რომელი მკჳდრ იყო ქუეყანასა მას, რამეთუ ვერ ეძლო წარწყმედად მისა.
33 და ლეფთალიმ არა აღჴოცნა მკჳდრნი იგი ბეთსამისანი, არცა მკჳდრნი იგი ბენეთისანი, დაემკჳდრა ლეფთალიმს შორის ქანანელისა მის, რომელი-იგი მკჳდრ იყო ქუეყანასა მას. ხოლო მკჳდრნი იგი ბეთსამისანი და ბეთანათისანი იყვნეს მისა მოხარკე.
34 და აჭირებდა ამორეველი იგი ძეთა დანისთა მთასა მას შინა, რამეთუ არა უტევებდა მათ შთასლვად ღელესა მას.
35 და იწყო ამორეველმან მან დამკჳდრებად მთასა მას მურტოვანსა, სადა-იგი დათუნი და მელნი იყვნეს, მურტოვანსა მას და სალაბინს და დამძიმდა ჴელი სახლისა იოსებისი ამორეველისა მის ზედა და იყო იგი მათა მოხარკე
36 და საზღვარნი ამორეველთანი ზემო კერძო აღსავალსა მას აკრიბინისასა კლდითგან უზეშთაეს იყო. |