1 მაშინ შეკრიბნა ისო რუბენეანნი და ძენი გადისნი და ზოგისა ნათესავისა მანასესნი.
2 და ჰრქუა მათ: თქუენ გესმა ყოველი, რავდენი გუამცნო ჩუენ მოსე, მონამან უფლისამან, და ისმინეთ ჴმისა ჩემისა ყოვლადვე, რავდენიცა გამცენ თქუენ.
3 არა დაუტევენით ძმანი თქუენნი ამათ დღეთა და უფროჲს მოდღენდელად დღედმდე ღაიმარხენით მცნებანი უფლისა ღმრთისა თქუენისანი.
4 ხოლო აწ განუსუენა უფალმან ღმერთმან ჩუენმან ძმათა თქუენთა, ვითარცა ჰრქუა მათ: აწ მიიქეცით და მივედით სახიდ თქუენდა. და ქუეყანად სამკჳდრებელისა თქუენისად, რომელ მიგცა თქუენ მოსე წიაღ იორდანესა.
5 და ეკრძალენით ფრიად ყოფად მცნებათა შჯულისათა, რომელ გუამცნო ჩუენ მოსე, მონამან უფლისამან. და გიყუარდინ უფალი ღმერთი თქუენი ყოველთა გზათა მისთა, ეკრძალენით მცნებათა მისთა და შეუდეგით მას მსახურებად მისა ყოვლითა გულითა თქუენითა და ყოვლითა სულითა თქუენითა.
6 აკურთხნა იგინი ისო და წარავლინნა იგინი და წარვიდეს სახიდ თჳსა.
7 და ზოგთა ნათესავთა მანასესთა მისცა მოსე ბასანი და ზოგთა მისცა ისო მამათა მათთა წიაღმო იორდანესა ზღჳსკიდესა. და რაჟამს წარავლინნა იგინი ისო სახიდ მათა, აკურთხნა იგინი.
8 და თქუა: ფასითა მრავლითა წარვიდენ სახიდ მათა. და საცხოვარი მრავალი ფრიად, და ვეცხლი, და ოქროჲ, და რვალი, და რკინა და სამოსელი ჯეკმა ფრიად განიყვეს ნატყუენავი მტერთა მათთა ძმათა მათ თანა.
9 და წარვიდეს ძენი რუბენისნი და ძენი გადისნი და ზოგი ნათესავისა მანასესნი ძეთა ისრაჱლისათაგან სელოჲთ ქუეყანით ქანაანისათ მისლვად ქუეყანად გალადისად სამკჳდრებელად მათა, რომელ-იგი დაემკჳდრა ბრძანებითა უფლისათა ჴელითა მოსესითა.
10 და მოვიდეს გალილოთდ იორდანისად, რომელ არს ქუეყანასა ქანაანისასა, და ქმნეს ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა და ზოგმან ნათესავმან მანასესმან მუნ ბომონი იორდანესა ზედა, ბომონი დიდი ხილვით.
11 და ესმა ძეთა ისრაჱლისათა, რომელ იტყოდეს: აჰა, ესერა, ქმნეს ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა და ზოგმან ნათესავმან მანასესმან ბომონი საზღვარსა ზედა ქუეყანასა ქანაანისასა ზედა გალილოთს იორდანისასა ძეთა ისრაჱლისათა.
12 და შეკრბეს ყოველნი ძენი ისრაჱლისანი სელომდ, რათამცა აღვიდეს და ჰბრძოდეს მათ.
13 და მიუვლინეს ძეთა ისრაჱლისათა ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა და ზოგსა ნათესავსა მანასესა: ქუეყანად გალაადისად ფინეზ, ძე ელიეზერისი, ძისა აჰრონისი მღდელთმოძღურისა.
14 და ათნი მთავართაგანნი მის თანა, მთავარი ერთი სახლისაგან ტომისასა ყოველთაგან ნათესავთა ისრაჱლისათა, მთავარნი რვანი ტომთანი არიან ათასისთავნი ისრაჱლისანი.
15 და მივიდეს ძეთა მიმართ რუბენისთა და ძეთა გადისთა და ზოგსა ნათესავსა მანასესა ქუეყანად გალაადისად და ეტყოდეს მათ და ჰრქუეს:
16 ესრე იტყჳს ყოველი კრებული უფლისა: რაჲ არს ცოდვაჲ ესე, რომელ სცოდეთ წინაშე ღმრთისა ისრაჱლისა უკუნქცევად დღეთა უფლისაგან, რამეთუ ჰქმნენით თქუენდად ბომონნი და განსდეგით უფლისაგან?
17 მცირედ ნურაჲ არს თქუენდა ცოდვაჲ იგი ფოგორისი, რამეთუ არა განწმენდილ ვართ მისგან მოაქადღედმდე? და იყო წყლულებაჲ კრებულსა ზედა უფლისასა.
18 და თქუა: უკუნიქეცით დღეს უფლისაგან. და იყოს, უკუეთუ განსდგეთ თქუენ უფლისაგან ხვალე, ყოველსა ზედა ისრაჱლსა იყოს რისხვაჲ.
19 და აწ მცირე თუ რაჲ არს თქუენდა ქუეყანაჲ ეგე სამკჳდრებელისა თქუენისაჲ, წიაღმოვედით ქუეყანასა ამას სამკჳდრებელსა უფლისასა. სადა დამკჳდრებულ არს კარავი უფლისაჲ, დაემკჳდრენით ჩუენ თანა და ნუ განსდგებით უფლისაგან და ჩუენგან ნუ განსდგებით საქმითა მით ბომონისათა გარეშე საკურთხეველსა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა.
20 არა ხედავთა, აქა არს, ზარასა ცთომით სცა შესაჩუენებელისა მისგან და ყოველთა ზედა კრებულსა ისრაჱლისასა, და იყოს რისხვაჲ? და ესე ერთი მარტოჲ იყო, მარტო ხოლო ნუ ესე მოკუდა ცოდვასა მას შინა თჳსსა?
21 და მიუგეს ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა და ზოგმან ნათესავმან მანასესმან და ეტყოდეს ათასისთავთა ისრაჱლისათა და ჰრქუეს:
22 ღმერთი, ღმერთი უფალი არს და ღმერთმან, ღმერთმან უფალმან მან უწყის და ისრაჱლმან თავადმან ცნას, უკუეთუ განდგომით ვცოდეთ წინაშე უფლისა, ნუ გჳჴსნინ ჩუენ დღესა ამას შინა.
23 და თუ ვქმენით თავისა ჩუენისა ბომონი განსადგომელად უფლისა ღმრთისა ჩუენისა, რათამცა შევწირეთ მას ზედა მსხუერპლი მრგულიადდასაწველთაჲ.
24 ანუმცა ვყავთ მას ზედა მსხუერპლი ცხორებისა, უფალმან თავადმან იძიენ, არამედ კრძალულებისათჳს სიტყჳსა ვყავთ ესე. და ვთქუთ: რათა არა ჰრქუან ხვალე შჳლთა თქუენთა შჳლთა ჩუენთა: რაჲ ძეს თქუენი და უფლისა ღმრთისა ისრაჱლისაჲ?
25 რამეთუ საზღვარნი დასხნა უფალმან საშუალ ჩუენსა და თქუენსა იორდანე და არა არს თქუენდა ნაწილ უფლისა? და უცხო ქმნენ შჳლთა თქუენთა შჳლნი ჩუენნი, რათა არა ჰმსახურებდენ უფალსა.
26 და ვთქუათ ყოფად ესრე აღშენებად მის ბომონისა არა შესაწირავთათჳს, არცა მსხუერპლთათჳს,
27 არამედ რათა იყოს საწამებელად საშუვალ თქუენსა და საშუვალ ჩუენსა და საშუვალ შჳლთა ჩუენთა შემდგომად ჩუენსა, რათა ჰმსახურებდენ მსახურებასა უფლისასა წინაშე მისსა შესაწირავითა ჩუენითა და საკუერთხთა ჩუენთასა და მსხუერპლითა ცხორებისა ჩუენისათა. და არა ჰრქუან შჳლთა თქუენთა შჳლთა ჩუენთა ხვალე, ვითარმედ არა არს თქუენდა ნაწილი უფლისა.
28 და ვთქუ: იყოს თუ სადამე და გვეტყოდიან ჩუენ და ნათესავთა ჩუენთა ხვალე და ჰრქუან: იხილეთ მსგავსი ესე საკურთხეველი უფლისა, რომელ ქმნეს მამათა ჩუენთა არა შესაწირავთათჳს და არცა მსხუერპლთათჳს, არამედ შუვა ჩუენსა და შუვა ნათესავისა ჩუენისა.
29 ნუ იყოფინ ჩუენდა განდგომად უფლისაგან დღენდელსა ამას დღეს შინა, რათამცა ვქმნენით საკურთხეველი შესაწირავთათჳს და მსხუერპლთა სალამისთა და საკუერთხთა ცხორებისათჳს გარეშე საკურთხეველისა უფლის ღმრთისა ჩუენისასა, რომელ არს წინაშე კარავსა მისსა.
30 და ესმა ფინეეზ მღდელსა და ყოველთა მათ მთავართა ერისათა ათასისთავთა ისრაჱლისათა, რომელ იყვნეს მის თანა სიტყუანი ესე, რომელ თქუნეს ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა და ზოგთა ნათესავთა მანასესთა, და სთნდა მათ.
31 და ჰრქუა ფინეეზ მღდელმან, ძემან ელიაზარისმან, ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა და ზოგსა ნათესავსა მანასესა: დღეს გულისხმა-ყავთ, რამეთუ ჩუენ თანა არს უფალი, რამეთუ არა სცოდეთ წინაშე უფლისა ცოდვა ეგე, რამეთუ იჴსნენით ძენი ისრაჱლისანი ჴელთაგან უფლისათა.
32 და მიიქცა ფინეეზ მღდელი და მთავარნი იგი ტომთანი ძეთაგან რუბენისთა და ძეთაგან გადისთა და ზოგისგან ნათესავისა მანასესისა ქუეყანით გალაადით ქუეყანად ქანაანისად ძეთა მათ ისრაჱლისათა.
33 და მიუთხრნეს მათ სიტყუანი ესე და სთნდა ძეთა ისრაჱლისათა. და ეტყოდეს ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუეს: ნუღარა მიხუალთ ბრძოლად მათა მოსრვად ქუეყანისა ძეთა რუბენისთასა, ძეთა გადისთასა და ზოგსა ნათესავსა მანასესა და დაეშენნეს მას ზედა.
34 და უწოდა ისო სახელი ბომონსა მას ბომონი რუბენისი და გადისი დ ზოგისა ნათესავისა მანასესი. და თქუა: ვითარმედ საწამებელ არს საშუვალ მათსა, რამეთუ უფალი ღმერთი მათი არს. |