1 და მოვიდეს ტომთმთავარნი ძეთა ლევისთანი ელიაზარ მღდელისა და ისო ნავესა და ნათესავთმთავართა ტომთა და ნათესავთაგანთა ძეთა ისრაჱლისათა.
2 და მიუგეს მათ სილომს შინა ქალაქსა ქანაანისასა და ჰრქუეს: გამცნო უფალმან ჴელითა მოსესითა ცემად ჩუენდა ქალაქებ საყოფლად და გარემო მთესველნი მათნი საცხოვართა ჩუენთა.
3 და მისცეს ძეთა ისრაჱლისათა ლევიტელთა, რაჟამს დაგიმკჳდრებდენ იგინი ბრძანებითა უფლისათა, ქალაქები და გარემო სათესველი მათი.
4 და აღმოუჴდა წილი ტომსა კაათისსა. და იყო ძეთა აჰრონისთა მღდელთა ლევიტელთა ნათესავისაგან იუდასისა და ნათესავისაგან სჳმეონისა და ნათესავისაგან ბენიამენისი, წილით ქალაქები ათცამეტი.
5 და ძეთა კაათისთა ნეშტთა ნათესავისაგან ეფრემისისა და ნათესავისაგან დაანისი და ზოგისაგან ნათესავისა მანასესისა წილით ქალაქები ათი.
6 და ძეთა გესონისთა ნათესავისაგან იზაქარისთა და ნათესავისაგან ასერისთა და ნათესავისაგან ნეფთალემისთა და ზოგისაგან ნათესავისა მანასესთა ბასანს შინა წილით ქალაქები ათცამეტი.
7 და ძეთა მერარისთა ტომად-ტომად მათა ნათესავისაგან რუბენისთა და ნათესავისაგან გადისთა და ნათესავისაგან ზაბულონისთა წილით ქალაქები ათორმეტი.
8 და მისცეს ძეთა ისრაჱლისათა ლევიტელთა ქალაქები მათი და გარემო სათესველი მათი, ვითარცა ამცნო უფალმან წილით.
9 და მისცა ნათესავმან ძეთა იუდაჲსთამან და ნათესავმან ძეთა სჳმეონისთამან და ნათესავისაგან ძეთა ბენიამენისთა ქალაქები დაეჩემნეს:
10 ძეთა აჰრონისთა ტომისაგან კაათისთა, ძეთა ლევისთა, რამეთუ ამათ ხუდა ნაწილი.
11 და მისცეს მათ კარიათაბოკი დედაქალაქი ენაკიმისი (ესე არს ქებრონი), მთა ადასი და საყანურნი გარემოს მისა
12 და აგარაკები ქალაქებისა და დაბნები მისი მისცა ისო ქალებს; ძესა იაფონესსა, სამკჳდრებელად.
13 და ძეთა აჰრონისთა მღდელთასა ქალაქები შესავედრებელთა, რომელმან კაც კლას, ქებრონი და განკუთნებულნი გარემოჲს მისსა,
14 და ბელნაჲ და განკუთნებულნი გარემოჲსს მისსა, და ესთემონი და განკუთნებული გარემოჲს მისსა,
15 და ოლონი და განკუთნებული მისი, და დიბირი და განკუთნებული მისი,
16 და იანი, და განკუთნებული გარემოჲს მისა, და იეხტოჲ და განკუთნებული გარემოჲს მისა, ქალაქები ცხრა ორთა ამათ ნათესავთაჲ.
17 და ნათესავისაგან ბენიამენისა გაბაონი და განკუთნებული გარემოჲს მისსა, და გაბჱ და განკუთნებული გარემოჲს მისსა.
18 და ანათოთი და განკუთნებული გარემოჲს მისსა, და სალმონ და განკუთნებული გარემოჲს მისსა.
19 ყოველი ქალაქი ძეთა აჰრონისთა მღდელთა ქალაქები ათცამეტ და გარემო სათესველი მათი.
20 და ტომთა ძეთა კაათისთა ლევიტელთა, რომელ დაშთომილ იყვნეს ძეთაგანნი კაათისნი. და იყვნეს საზღვარნი ქალაქთა მათთანი ნათესავისაგან ეფრემისთა.
21 და მისცეს მათ ქალაქი შესავედრებელთა კაცისმკლველისაჲ: სჳქემი და განკუთნებული გარემოჲს მისსა, და გაზერი და განკუთნებული გარემოჲს მისსა,
22 და ბაკსემი ღა განკუთნებული გარემოჲს მისსა, და ზენა ბეთმონი და განკუთნებული გარემოჲს მისსა, ქალაქები ოთხი.
23 და ნათესავისაგან დანისისა ელთეკოჲ და განკუთნებული გარემოჲს მისსა, გებეთონი და განკუთნებული გარემოჲს მისსა, იალონ და განკუთნებული გარემოჲს მისსა,
24 და გეთრემონი და განკუთნებული გარემოჲს მისსა, ქალაქები ოთხი.
25 მანასჱსისა - თანაქი და განკუთნებული გარემოჲს მისსა, ბეთაანი და განკუთნებული მისი, ქალაქნი ორნი.
26 ყოველი ქალაქები ათი და განკუთნებული გარემოჲს მისსა ტომთა ძეთა კაათისთა დაშთომილთა.
27 და ძეთა გესონისთა ლევიტელთა ზოგისაგან ნათესავისა მანასესისა ქალაქნი განკუთნებულნი კაცისმკლველთა, გოლანი ბასანიტიდს და განკუთნებული გარემოჲს მისსა, და ბეესთენაჲ და განკუთნებული გარემოჲს მისსა, ქალაქნი ორნი.
28 და ნათესავისაგან იზაქარისთა კესიონი და განკუთნებული გარემოჲს მისსა,
29 და იერმოთი და განკუთნებული გარემო მისსა, და წყაროჲ მწიგნობართა და განკუთნებული მისა, ქალაქი ოთხი.
30 და ნათესავისაგან ასერისა მასაალი და განკუთნებული მისა და აბდონ და განკუთნებული მათი,
31 ქელკათ და განკუთნებული მათი, რაუბ და განკუთნებული მისა მიმართ, ქალაქი ოთხი.
32 და ნათესავისაგან ნეფთალემისი ქალაქი განკუთნებული კაცისმკლველისათჳს კედესი გალილეას შინა და განკუთნებული გარემოჲს მისა, და აენმათდორი და განკუთნებული მათდა მიმართ, და ნოთმონი და განკუთნებული გარემო მისა, ქალაქები სამი.
33 ყოველი ქალაქები გესონისი ტომად-ტომად მათა ქალაქები ათცამეტი.
34 და ტომთა ძეთა მერარისთა ლევიტელთა სხუათა ნათესავისაგან ძეთა ზაბულონისთა იეკნამი და გარემო სათესავი მისი, და დემნაჲ.
35 და გარემო სათესავი მისი, და კაროაჲ გარემო სათესავი მისი, და ნაალრონი და გარემო სათესველი მისი, ქალაქები ოთხი.
36 და წიაღ იორდანესა იერიქოჲთ კერძო ნათესავისაგან რუბენისი ქალაქი შესავედრებელი კაცისმკლველთაჲ. ბოსორი უდაბნოსა ზედა მისურურისასა და გარემო სათესველნი მისნი,
37 კედსონ და გარემოჲს სათესველი მისი, მასფე და გარემოჲს სათესველი მისი, ქალაქი ოთხი.
38 ნათესავთა გაადისთა ქალაქი კაცისმკლველთათჳს რამოთ, გალდ და, გარემოჲს სათესველი მათი, მანაიმ და გარემოჲს სათესველი მისი,
39 ესებონი და გარემოჲს სათესველი მისი, ოზერ და გარემოჲს სათესველი მისი, და იაზეირი და გარემოჲს სათესველნი მისნი. ყოველი ქალაქები ოთხი.
40 ყოველი ქალაქები ძეთა მერარისთა ტომად-ტომად მათა, რომელ დაშთომილ იყვნეს ნათესავისაგან ლევისნი. და იყვნეს საზღვრად ქალაქნი ათორმეტნი.
41 ყოველი ქალაქები ლევიტელთა შორის სამკჳდრებელსა ძეთა ისრაჱლისათა იყო ორმეოცდარვა ქალაქი და გარემო სათესველი მისი გარემო ქალაქებსა ამას,
42 ქალაქი და სათესველი გარემოჲს ქალაქსა ყოველსა ქალაქსა ამას, და დაასრულა ისო და ქუეყანა იგი განუყო საზღვრებსა შინა მისსა და სცეს ნაწილი ძეთა ისრაჱლისათა ისოს ბრძანებითა უფლისათა, სცეს მას ქალაქი, რომელცა ითხოვა, თამნასაქარი მისცეს მას მთასა ეფრემისასა. და აღაშენა ისო ქალაქი იგი და დაეშენა მას შინა და მოიხუნა ისო დანაკნი იგი ქვისანი, რომლითა წინადასცჳთა ძეთა ისრაჱლისათა, რომელნი-იგი იშვნეს გზასა უდაბნოსა ზედა, და დასხნა იგინი თამნასაქარს შინა.
43 და მისცა უფალმან ისრაჱლსა ყოველი ქუეყანა იგი, რომლისათჳს ეფუცა მიცემად მამათა მათთა და დაიმკჳდრეს იგი და დაეშენნეს მას შინა.
44 და განუსუენა მათ უფალმან გარემო, რამეთუ ეფუცა მამათა მათთა. არა ვინ წინა დაუდგა მათ ყოველთაგანი მტერთა მათთა. ყოველნი მტერნი მათნი მისცნა უფალმან ჴელთა მათთა, არა დააკლდა ყოველთაგან სიტყუათა კეთილთა, რომელ თქუა უფალმან ძეთა ზედა ისრაჱლისათა, ყოველი მოჴდა. |