1 და ეტყოდა უფალი ისოს და ჰრქუა:
2 ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: მისცენით ქალაქნი შესავედრებელთანი, რომელ გარქუ თქუენ ჴელითა მოსესითა,
3 შესავედრებელად კაცისმკლველისა, რომელმან მოკლას სული არა ნეფსით და იყვნენ თქუენდა ქალაქნი იგი შესავედრებელ. და არა მოკუდეს კაცსმკლველი იგი მეძიებელისაგან სისხლისასა, ვიდრე წარდგომადმდე წინაშე კრებულისა განკითხვად.
4 მიივლტოდეს ერთსა მას ქალაქთაგანსა და დადგეს შესავალთა მათ ბჭეთა ქალაქისათა და ეტყოდეს ყოველთა მოხუცებულთა მის ქალაქისათა სიტყუათა თჳსთა და შეწყნარებულ იყოს იგი ერისა მის თანა. და სცენ მას ადგილ და დაემკჳდროს მათ თანა.
5 და თუ სდევდეს მას მახლობელი სისხლისაჲ მის, ნუ მისცემედ ჴელთა მისთა მომკლველსა მას, რამეთუ არა ნებსით სცა მოყუასსა მას თჳსსა და არა მტერად იყო მისა გუშინ და ძუღუან.
6 და დაემკჳდრენ ქალაქსა მას ვიდრე წარდგომადმდე წინაშე ერსა მის საშჯელად ვიდრე სიკუდიდმდე მღდელისა მის დიდისა, რომელი იყოს დღეთა მათ და მაშინღა მოიქცეს მკლველი იგი ადგილად თჳსა და ქალაქად, რომლისაგან ივლტოდა.
7 და დადვეს კედელი გალილეას საზღვარსა ნეფთალემისასა და სჳქემი მთასა ეფრემისასა და ქალაქი არბოკი (ესე არს ქებრონი), საზღვარსა იუდაჲსსა,
8 და წიაღ იორდანესა იერიქოჲსა აღმოსავალით მისცეს ბოსორი და უდაბნოჲსა ველსა შინა ნათესავისაგან რუბენისისა და ჰრამოთი გალაადს შინა და გავლანი ბასანიტიდს შინა ნათესავისაგან მანასესისა.
9 ესე ქალაქნი განჩინებულნი ყოველთა ძეთა ისრაჱლისათანი და მწირისა, რომელ შევედრებულ იყოს მათ შორის შევედრებად მუნ. ყოველმან, რომელმან სცეს კაცსა, არა ნებსით, რათა არა მოკუდეს ჴელისაგან სისხლისმეძიებელისაჲსა, ვიდრემდე არ დადგეს წინაშე კრებულსა განკითხვად. |