1 და ვითარ ესმა ადონიბეზეკს, მეფესა იერუსალჱმისასა, ვითარმედ: ისო დაიპყრო გაჲ და მოსრნა იგინი, ვითარცა ყო იერიქოჲ და მეფე მისი, ეგრე უყო გაის მეფესა მისსა. და რამეთუ მიადგეს მკჳდრნი გაბაონისნი ისოს და ძეთა ისრაჱლისათა.
2 და შეიშინეს მათგან ფრიად, რამეთუ უწყოდეს, ვითარმედ ქალაქი დიდი იყო გაბაონი, ვითარცა ერთი დედაქალაქთაგანი, და ყოველნი კაცნი მისნი ძლიერნი.
3 და მიუვლინა, ადონიბეზეკ, მეფემან ისრაჱლისამან, ელამს, მეფესა ქებრონისასა, და აფიდომს, მეფესა ლაქისასა, და დაბირს, მეფესა ადოლანისასა
4 და ჰრქუა: აღდეგით და აღმოვედით ჩემდა და შემეწიენით მე და ვჰბრძოდით გაბაონსა, რამეთუ მიადგეს იგინი ისოს და ძეთა ისრაჱლისათა.
5 და აღვიდეს ხუთნი ესე მეფენი იებოსელთანი: მეფე იერუსალჱმისა, და მეფე ქებრონისაჲ, და მეფე იერემოთისაჲ, და მეფე ლაქისაჲ და მეფე ოდოლამისაჲ, იგინი და ყოველი ერი მათი, და გარე მოადგეს გაბაონსა და ჰბრძოდეს მათ.
6 და მიავლინეს მკჳდრთა გაბაონისათა ისოჲსა ბანაკსა ისრაჱლისასა გალგალად და ჰრქუეს: ნუ დაალტობ ჴელთა შენთა მონათა შენთათჳს. აღმოვედით ჩუენდა მსთუად და განგუარინენ ჩუენ და შეგუეწიე ჩუენ, შეკრებულ არიან ჩუენ ზედა ყოველნი მეფენი ამორეველთანი და მკჳდრნი მთისანი.
7 და აღვიდა ისო გალგალით, იგი და ყოველი ერი მბრძოლი მის თანა ყოველი ძლიერი ძალითა.
8 და ჰრქუა უფალმან ისოს: ნუ გეშინინ მათგან, რამეთუ ჴელთა შენთა მიმიცემიან იგინი, არა დაგიდგეს მათგანი არა ვინ წინაშე თქუენსა.
9 და რამეთუ მიიწია მათა ისო მეყსეულად, ღამე ყოელ მიიწია გალგალით
10 და შესულიბნა იგინი პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა და შემუსრნა იგინი უფალმან შემუსრვითა დიდითა გაბაონს შინა და დევნა-უყვეს მათ გზასა აღსავალსა ბეთორონისასა და მუსრვიდეს მათ მიაზეკადმდე და მაკედადმდე.
11 და რაჟამს ივლტოდეს იგინი პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა შთამართსა მას ბეთორონისასა, და უფალმან დასდვა მათ ზედა ქვაჲ სეტყჳსაჲ ზეცით გარდამო ვიდრე აზეკადმდე. და იყვნეს უმრავლეს მომკუდარნი იგი ქვითა სეტყჳსათა, ვიდრე რომელნი-იგი მოწყჳდნეს ძეთა ისრაჱლისათა მახჳლითა ბრძოლასა შინა.
12 მაშინ იტყოდა ისო უფლისა მიმართ დღესა მას, რომელსა მოსცა უფალმან ღმერთმან ამორეველი ჴელთა ისრაჱლისათა, რაჟამს შემუსრნა იგინი გაბაონს შინა და შეიმუსრნეს პირისაგან ისრაჱლისა, და თქუა ისო: დადეგინ მზე გაბაონსა ზედა და მთოვარე ჴევსა ზედა იალონისასა, ვიდრემდის უბრძანო ერსა ამას.
13 და დადგა მზე და მთოვარე დადგომით, ვიდრემდის სძლო უფალმან მტერთა მათთა. არა, აჰა, ესერა, ესე ყოველი წერილ არს წიგნსა სიმართლისასა? და დადგა მზე საშუვალ ცასა, არა ვიდოდა დასლვად სრულიად დღის ერთის.
Joshua Defeats Gilgal 14 და არა იყო ესე მლევანი დღე პირველი, არცა დასასრული, ვითარმცა ისმინა ღმერთმან კაცისაჲ, რამეთუ უფალი ჰბრძოდა ისრაჱლისა თანა.
15 და მოიქცა ისო და ყოველი იგი ისრაჱლი და დაიბანაკეს გალგალსა.
16 და ივლტოდეს ხუთნი ესე მეფენი. და დაემალნეს ქუაბსა შინა მაკედონიასასა.
17 და უთხრეს ისოს და ჰრქუეს: იპოვნეს ხუთნი იგი მეფენი დამალულნი ქუაბსა შინა მაკედონიასასა.
18 და ჰრქუა ისო: მიაგორვეთ ქვები პირსა ზედა ქუაბისასა და დაადგინენით მას ზედა კაცნი მცველად მათ.
19 ხოლო თქუენ ნუ დასცხრებით უკუანა მტერთა თქუენთათა და ეწიენით ბუნაურსა მათსა. და ნუ აუფლებთ შესლვად ქალაქად მათა. რამეთუ მოგუცნა იგინი უფალმან ღმერთმან ჩუენმან ჴელთა ჩუენთა.
20 და იყო, რაჟამს დააცადა ისო და ძეთა ისრაჱლისათა მოსრვაჲ მათი ფრიად სრულიად და განრინებულნი განერნეს ქალაქებსა.
21 და მოიქცა ყოველი ერი ისოჲსა მაკედად ცოცხალნი. და არავინ აღიკუმინა ძეთა ისრაჱლისათამან ენითა თჳსითა.
22 და ჰრქუა ისო: აღიღეთ ქუაბსა მას და გამოიყუანენით ხუთნი ესე მეფენი მიერ ქუაბით.
23 და გამოიყვანნეს ხუთნი ესე მეფენი მიერ ქუაბით: მეფე იერუსალიმისაჲ, და მეფე ქებრონისაჲ, და მეფე იერიმოთისაჲ, და მეფე ლაქისაჲ, და მეფე ოდალომისაჲ.
Five Amorite Kings Killed 24 და რამეთუ გამოიყვანნეს იგინი ისოჲსსა, მოუწოდა ისო ყოველსა ისრაჱლსა და წინამძღუართა ბრძოლისათა, რომელნი თანაუვიდოდეს მას და ჰრქუა მათ: მიდით და დაადგემდით ფერჴთა თქუენთა ქუედთა ზედა მათთა. და მივიდეს და დაადგნეს ფერჴნი მათნი ქედთა ზედა მათთა.
25 და ჰრქუა მათ ისო: ნუ გეშინინ მათგან, ნუცა შესძრწუნდებით! მჴნე იყვენით და განძლიერდით! რამეთუ ესრე უყოს უფალმან ყოველთა მტერთა თქუენთა, რომელთა ჰბრძავთ თქუენ მათ.
26 და მოწყჳდნა იგინი ისო და ვითარცა მოჰკიდნა იგინი ხუთთა ძელთა. და იყვნეს იგინი დამოკიდებულ ძელსა ზედა მიმწუხრადმდე.
27 და იყო, დასლვასა მზისასა უბრძანა ისო და გარდამოიხუნეს ძელთაგან. და შთასთხინა იგინი ქუაბსა მას, რომელსაცა შეივლტოდეს მუნ და მიაგორეს ქვები დიდ-დიდი მოდღენდელად დღედმდე.
28 და მაკედაჲ დაიპყრეს მას დღესა შინა და მოსრნეს იგინი პირითა მახჳლისათა და აჴოცნეს იგინი და ყოველი მშუმინვიერი, რომელ იყო მას შინა, არავინ განრინებულნი და ოტებულნი. და უყვეს მეფესა მაკედასასა, ვითარცა უყვეს მეფესა იერიქოჲსასა.
29 და წარვიდა ისო და ყოველი ისრაჱლი მის თანა მაკედაჲთ ლომნად და ჰბრძოდა იგი ლომნასა.
30 და მოსცა იგი უფალმან ჴელთა ისრაჱლისათა. და დაიპყრეს ლემნაჲ და მეფჱ მისი. და მოსრნეს იგინი პირითა მახჳლისათა და ყოველი მშუმინვიერი მას შინა. და არა დაშთა მისგანი არცა ერთ განრინებული და ოტებული და ეგრე უყვეს მეფესა მას, ვითარცა უყვეს მეფესა იერიქოჲსასა.
31 და წარვიდა ისო და ყოველი ისრაჱლი მის თანა ლებნაჲთ ლაქისა და მოადგეს მას.
32 და მისცა უფალმან ლაქისი ჴელთა ისრაჱლისათა. და დაიპყრეს იგი დღესა მეორესა და მოსრნეს იგინი პირითა მახჳლისათა და აღჴოცნეს იგინი, ვითარცა ყვეს ლებნასა მაშინ.
33 აღმოვიდა ელამ, მეფე გაბერისაჲ, შეწევნად ლაქისა. და მოკლა იგი ისო პირითა მახჳლისაჲთა და ერი მისი, და არა დაშთა მათგანი განრინებული და ოტებული.
34 და წარვიდა ისო და ყოველი ისრაჱლი მის თანა ლაქისით ოდოლამდ. და გარე მოადგეს მას და ჰბრძოდეს მათ. და მოსცა იგი უფალმან ჴელთა ისრაჱლისათა.
35 და დაიპყრეს იგი მას დღესა შინა და მოსრეს იგი პირითა მახჳლისათა. და ყოველი მშუმინვიერი მას შინა მოსრეს, ვითარცა უყვეს ლაქისსა.
36 და წარვიდა ისო და ყოველი ისრაჱლი მის თანა ქეგრონდ და გარე მოადგეს მას.
37 და დაიპყრეს და მოსრეს იგი პირითა მახჳლისათა და ყოველი მშუმინვიერი, რავდენი იყო მას შინა, არა იყო მას შინა განრინებულ, ვითარცა უყვეს ოდოლამსა, აჴოცეს იგი და რაჲცა იყო მას შინა.
38 და მოაქცია ისო და ყოველმან ისრაჱლმან დაბირდ და გარე მოადგეს მას.
39 და დაიპყრეს იგი და მეფე მისი და დაბნები მისი და მოსრეს იგი პირთა მახჳლისათა. და აღჴოცეს იგი და ყოველი მშუმინვიერი მის თანა, და არა დაუტევეს რაჲთურთით განრინებული, ვითარცა უყვეს ქებრონსა, ეგრე უყვეს დაბირსა და მეფესა მისსა, ვითარცა უყვეს ლებნასა და მეფესა მისსა.
40 და მოსრა ისო ყოველი ქუეყანაჲ მთისაჲ და ნაგები და ველი და აჰლოთი და მეფენი მისნი და არა დაუტევეს მუნ განრინებული და ყოველი მშუმინვიერი მისგან აჴოცეს, ვითარცა ამცნო უფალმან ღმერთმან ისრაჱლისა მას.
41 და მოსრნა იგინი ისო კადჱს ბარნეთგან ვიდრე გაზედმდე, ყოველი ქუეყანაჲ გოსომისაჲ მიგაბაონდმდე.
42 და ყოველნი მეფენი ესე და ქუეყანაჲ მათი დაიპყრა ისო ერთბამად. რამეთუ უფალი ღმერთი ისრაჱლისა შეეწეოდა ისრაჱლსა.
43 და მოაქცია ისო და ყიველმან ისრაჱლმან მის თანა გალგალდ. |