ბიბლია, იესო ნავეს ძე, თავი 8. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10195&pid=8&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იესო ნავეს ძე

ბიბლია - ძველი ქართულით

მეორე რჯული იესო ნავეს ძე მსაჯულნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24

1 და ჰრქუა უფალმან ისოს: ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდები! წარიყვანენ შენ თანა ყოველნი კაცნი მბრძოლნი. აღდეგ და აღვედ გაიდ. აჰა, ესერა, მე მიმიცემიეს ჴელთა შენთა მეფე გაისაჲ და ქუეყანაჲ მისი.

2 და ჰყო გაი და მეფე მისი, ვითარცა ჰყავ იერიქოსა და მეფესა მისსა. და ნატყუენავი მისი და ცხოვარი მისი მოიტყუენო შენდად, ხოლო დაადგინენ შენ მზირნი უკუანა ქალაქისა.

3 და აღდგა ისო და ყოველი ერი მბრძოლი აღსლვად გაიდ და წარარჩია ისო ოცდაათი ათასი კაცი ძლიერი ძალითა და წარავლინნა იგინი ღამე.

4 ამცნო მათ და ჰრქუა: თქუენ უმზირდით უკუანა ქალაქსა და ნუ განეშორებით ქალაქსა და მზა იყვენით ყოველნი. და მე

5 და ყოველი ერი ჩემ თანაჲ მიუჴდეთ ქალაქსა. და იყოს ვითარ გამოვიდენ მკჳდრნი გაისანი შემთხუევად ჩუენდა, ვითარცა-იგი პირველად იყო, და ვივლტოდით ჩუენ პირისაგან მათისა.

6 და რაჟამს გამოვიდენ უკუანა ჩუენსა, განვაშორნეთ ქალაქსა და მათ თქუან: ივლტიან ესენი პირისაგან ჩუენისა, ვითარცა-იგი პირველად.

7 და თქუან: აღსდგეთ სადარანოჲსა მისგან და შეხჳდეთ ქალაქად და მოსრათ ქალაქი იგი. და მოგცეს იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან, ჴელთა თქუენთა.

8 და რაჟამს დაიპყრათ ქალაქი იგი, აღუდვათ მას ცეცხლი და მსგავსად მის სიტყჳსა ყავთ. აჰა, ესერა, გამცნებ თქუენ.

9 და წარავლინნა იგინი ისო ღა მივიდეს სადარანოდ დაიმალნეს საშუვალ ბეთელსა და საშუვალ გაისა ზღჳთგან გაისით. და ისო იყო მას ღამესა საშუვალ ერსა მას.

10 და აღიმსთო ისო განთიად და აღიხილა ერი. და აღვიდა იგი და მოხუცებულნი ისრაჱლინი პირისპირ ერისა მის გაის ზედა.

11 და ყოველი ერი მბრძოლი მის თანა აღვიდა, მივიდეს და მიიწინეს წინაშე ქალაქსა მას აღმოსავალით კერძო. და დადარნებულნი იგი ქალაქსა ზღჳთ კერძო იყვნეს. და დაიბანაკეს ჩრდილოთ კერძო გაისსა.

12 და იყო ჴევი საშუვალ მათსა გაისსა. და წარიყვანა ხუთი ათასი კაცი, დამალნა იგინი საშუვალ ბეთნავსა და საშუვალ ზღუასა გაისსა.

13 და დაიბანაკა ერმან ყოველი ბანაკი ჩრდილოთ კერძო ქალაქისა მის. წიაღჴდა ისო მას ღამესა ჴევსა მას.

14 და იყო, ვითარ იხილა მეფემან მან გაისამან, ისწრაფა, აღიმსთო და გამოჴდა შემთხუევად მათა პირისპირ ბრძოლად, იგი და ერი მისი. და მან არა უწყოდა, რამეთუ დადარანებულ იყვნეს მისთჳს უკუანა ქალაქსა მას.

15 და იხილა და ივლტოდა ისო და ყოველი ისრაჱლი პირისაგან მათისა და ევლტოდეს გზასა უდაბნოჲსასა.

16 და ისწრაფა ყოველმან ერმან შედგომად კუალსა მათსა და სდევდეს ძეთა ისრაჱლისათა და განაშორნეს იგინი ქალაქსა.

17 არა დაშთა არავინ გაისს შინა, რომელმან არა დევნა-უყო უკუანა ისრაჱლსა და დაუტევეს ქალაქი იგი განღებული და სდევდეს უკუანა ისრაჱლსა.

18 და ჰრქუა უფალმან ისოს: მიყავ ჴელი შენი გეონითა, ლახურითა, ჰორლითა, რომელ არს ჴელსა შინა შენსა ქალაქსა ზედა. რამეთუ ჴელთა შენთა მიმიცემიეს იგი (დადარანებულნი იგი აღდგენ ადრე ადგილით მათით). და მიყო ისო გეონი და ჴელი მისი ქალაქსა ზედა.

19 და დადარანებულნი იგი აღდგეს ადგილით მათით. და გამოჴდეს, ვითარცა განყარა ჴელი, და შევიდეს ქალაქად და დაიპყრეს იგი, და ისწრაფეს და მოწუეს ქალაქი იგი ცეცხლითა.

20 და უკუნიხილეს მკჳდრთა გაისთა უკუანა მათსა და ხედვიდეს კუამლსა აღმავალსა ქალაქისასა ზეცად. და არღარა უღირდა, ვიდრემცა ივლტოდეს აქა, ანუ იქი და ერი იგი, რომელ ივლტოდა უდაბნოდ, აღდგეს მდევართა მათ ზედა.

იესო ნავეს ძე 8:20 - Joshua Holding Javelin
Joshua Holding Javelin
21 და ისო და ყოველმან ისრაჱლმან იხილეს, რამეთუ დაიპყრეს დადარანებულთა ქალაქი და რამეთუ აღჴდა კუამლი ქალაქისა ზეცად, მოაქციეს და მოსრნეს კაცნი იგი გაისისანი.

22 და იგინი გამოჴდეს ქალაქისაგან და მიეგებვოდეს და იქმნეს იგინი საშუვალ ბანაკსა, ესენი ერთკერძო და ესენი ერთკერძო. და მოსრნეს იგინი, ვიდრემდის რაჲთურთით არა დაშთა მათი განრინებული და მეოტი.

23 და მეფე გაისაჲ შეიპყრეს ცოცხალი და მოჰგუარეს ისოს

24 და ვითარ დააცადეს ძეთა ისრაჱლისათა მოსრვაჲ ყოველთა მყოფთა გაისა და რომელ იყვნეს ველთა და მთისა დამოსავალთა, ვიდრემდის სდევდეს მათ. და შევიდეს ყოველნი პირსა მახჳლისასა სრულიად. და მოიქცა ისო გაისად და მოსრნა იგინი პირითა მახჳლისათა.

25 და იყვნეს ყოველნი დაცემულნი მას დღესა შინა მამაკაცითგან მიდედაკაცადმდე ათორმეტ ათას ყოველნი მკჳდრნი გაისნი, გარნა საცხოვრისა.

26 და ისო არა გარემოაქცია ჴელი თჳსი, რომელ მიყო გეონითა ვიდრე შეჩუენებადმდე ყოველთა მკჳდრთა გაისათა.

27 და ნატყუენავი, რომელ იყო ქალაქსა შინა, აღიჭდეს ძეთა ისრაჱლისათა ბრძანებითა უფლისათა, ვითარცა უბრძანა უფალმან ისოს.

28 და მოწუა ისო ქალაქი იგი ცეცხლითა და ქმნა იგი ბორცუ მიწის უშენებელ უკუნისამდე მოდღენდელად დღედმდე.

29 და მეფე გაისაჲ დამოჰკიდეს ძელსა ბორჯღლედსა და იყო ძელსა მას ზედა დამოკიდებულ მიმწუხრადმდე. და დასლვასა მზისასა უბრძანა ისო და გარდამოიღეს გუამი მისი ძელისა მისგან და შთააგდეს იგი გუბსა ბჭეთა თანა ქალაქისათა და აღადგინეს მის ზედა ღუერფი დიდი ქჳშისაჲ მოდღენდელად დღედმდე.

30 მაშინ აღაშენა ისო საკურთხეველი უფლისა ღმრთისა ისრაელისა მთასა შინა გებალსა.

31 რამეთუ ამცნო მოსე, მონამან უფლისამან, ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა წერილ არს შჯულსა მოსესსა, საკურთხეველი ქვათა ცოცხალთაჲ, რომელთა ზედა არა დაცემულ არს რკინაჲ. და შეწირა მუნ მრგულიად დასაწველი უფლისა და მსხუერპლი ცხორებისაჲ.

32 და დაწერა ისო ქვათა მათ ზედა მეორე შჯული, შჯული მოსესი, რომელ დაწერა წერითა ისრაჱლისათა.

33 და ყოველი ისრაჱლი და მოხუცებულნი მათნი და მსაჯულნი მათნი და მწიგნობარნი მათნი თანაუვიდოდეს იმიერ და ამიერ წინაშე კიდობნისა. და მღდელთა ლევიტელთა აღიღეს კიდობანი იგი შჯულისა უფლისა და მოქცეულნი და მკჳდრნი, და იყვნეს ზოგნი მახლობელად მთასა ბარიზინსა და ზოგნი მათნი მახლობელად მთასა გებალსა, ვითარცა ამცნო მოსე, მონამან უფლისამან, კურთხევად უფლისა ისრაჱლისა პირველად.

34 და ამისა შემდგომად წარიკითხნა ყოველნი სიტყუანი ამის შჯულისანი, კურთხევანი და წყევანი რაჲთურთით, დაწერილნი შჯულსა შინა მოსესსა.

35 არა იყო სიტყუაჲ ყოველთაგან, რომელ ამცნო მოსე ისოს, რომელ არა აღმოიკითხა ისო ყურთა ყოვლისა კრებულისა ისრაჱლისათა, მამათასა და დედათასა და ყრმათასა და მოქცეულთა, რომელნი მოადგებოდეს ისრაჱლსა.

<< ← Prev Top Next → >>