1 და იყოს, რაჟამს წიაღჰჴდეთ თქუენ იორდანესა მდინარესა შესლვად ქუეყანასა მას, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცეს თქუენ, და იყოს, სმენით თუ ისმინნეთ მცნებანი უფლისა ღმრთისა თქუენისანი დამარხვად და ყოფად ყოველთა ამათ მცნებათა მისთა, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე. და გყოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ზეშთა ყოველთა მათ ნათესავთა ქუეყანისათა.
2 და მოვიდენ შენ ზედა ყოველნი ესე კურთხევანი და გპოონ შენ, ისმინო თუ შენ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა შენისა,
3 კურთხეულ იყო შენ ქალაქსა შინა შენსა და ველთა შენთა.
4 კურთხეულ იყვნენ ნაშობნი მუცლისა შენისანი და ნაყოფი ქუეყანისა შენისაჲ, მროწეულნი ზროხათა შენთანი და სამწყსონი ცხოვართა შენთანი.
5 კურთხეულ იყვნენ საუნჯენი შენნი და მონაგებნი შენნი.
6 კურთხეულ იყო შესლვასა შენსა და კურთხეულ იყო გამოსლვასა შენსა.
7 მოგცნეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველნი მტერნი შენნი ჴელთა შენთა და ყოველნი მჴდომნი შენნი შეიმუსრნენ წინაშე პირსა შენსა. ერთსა გზასა ზედა მოგიჴდეს შენ და შვიდით გზით ივლტოდიან პირისაგან შენისა.
8 და მოავლინოს უფალმან კურთხევაჲ შენ ზედა და საუნჯეთა შენთა და ყოველსა მას, რომელსაცა იქმოდის ჴელი შენი ქუეყანასა მას, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ.
9 აღგადგინოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ერად წმიდად, ვითარცა-იგი ეფუცა მამათა შენთა, სმენით თუ ისმინო ჴმაჲ უფლისა ღმრთისა შენისაჲ და ხვიდოდი გზათა მისთა.
10 და გიხილონ შენ ყოველთა ნათესავთა ქუეყანისათა, რამეთუ სახელი უფლისა ღმრთისაჲ წოდებულ არს შენ ზედა და ეშინოდის შენდა.
11 და განგამრავლოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან კეთილისა მიმართ. განმრავლნის ნაშობნი მცლისა შენისანი და ნაშობნი საცხოვართა შენთანი ქუეყანასა ზედა, რომელ-იგი ეფუცა უფალი მამათა მათ შენთა მიცემად შენდა.
12 და აღგიხუნეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან საფასენი იგი კეთილნი ცათანი და მოსცეს წჳმაჲ ქუეყანასა შენსა ჟამსა შინა, მსთუაჲ და მცხუედი, და აკურთხნეს ყოველნი საქმენი ჴელთა შენთანი და ავასხებდე შენ ნათესავთა მრავალთა, ხოლო შენ არა ივასხებდე.
13 და მსთავრობდე შენ ნათესავთა ზედა მრავალთა, ხოლო შენ ზედა არა ვინ მთავრობდეს და დაგამტკიცოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან მთავრად და არა ბოლოდ. და იყო შენ ზეშთა ყოველთა და არა ქუემო, ისმინნე თუ შენ მცნებანი უფლისა ღმრთისა შენისანი, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე დამარხვად და ყოფად მათა.
14 და არა გარდააქციო ყოველთა ამათ მცნებათაგან, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე მარჯულ, არცაღა მარცხლ, ვითარმცა შეუდეგ შენ კერპთა უცხოთა მსახურებად მათა. და იყოს,
15 უკეთუ არა ისმინოთ თქუენ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა თქუენისა დამარხვად და ყოფად ყოველთა მცნებათა მისთა, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე და მოიწინენ შენ ზედა ყოველნი ესე წყევანი და გპოონ შენ დაწყეულ.
16 და იყო შენ ქალაქთა შენთა, დაწყეულ იყო შენ ველსა გარე.
17 დაწყევნენ საუნჯენი შენნი და მონაგებნი შენნი.
18 წყეულ იყვნენ ნაშობნი მუცლისა შენისანი და ნაყოფი ქუეყანისა შენისაჲ, მროწეულნი ზროხათა შენთანი და სამწყსონი ცხოვართა შენთანი.
19 წყეულ იყო შენ შესლვასა შენსა და გამოსლვასა შენსა.
20 და მოავლინოს შენ ზედა უპოვარებაჲ და ნაკლულვანებაჲ და უნაყოფოებაჲ ყოველსა, რომელსა მიჰყო ჴელი შენი, ვიდრემდის მოგსპოს შენ და წარგწყმიდო შენ მსთუად ბოროტთა მათ საქმეთა შენთათჳს, რამეთუ დაუტევე შენ უფალი ღმერთი შენი.
21 და მოავლინოს უფალმან შენ ზედა სიკუდილი და მოსრვაჲ, ვიდრემდის მოგასრულოს შენ ქუეყანისა მისგან, რომელსა-ეგე შეხუალ დამკჳდრებად მუნ.
22 და გგუემოს შენ ჰოროლებითა და სენითა სიცხისაჲთა, და ცხროჲთა დაწერტითა უსაზომოჲთა და კაცისკლვითა და გუემითა ხორშაკისაჲთა, გუნითა და დანდალუკითა. ესე ყოველი მოიწიოს შენ ზედა და მოგსპოს შენ ქუეყანისა მისგან, რომელსა-იგი შეხუალ დამკჳდრებად მუნ.
23 და გექმნეს შენ ცაჲ ზესკნელ თავსა შენსა ვითარცა რვალი. და ქუეყანაჲ ქუეშე შენსა, ვითარცა რკინაჲ.
24 და გარდაიქციის უფალმან ღმერთმან შენმან წვიმაჲ იგი ქუეყანისა მის შენსაჲ მტუერად და ვითარცა მიწაჲ ცით გარდამო დამოცჳოდის, ვიდრემდის შეგმუსრო შენ და წარგწყმიდოს ქუეყანისა მისგან, რომელსა შეხუალ დამკჳდრებად.
25 და მიგცეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ძლევასა წინაშე მტერთა შენთა, ერთით გზით მიუდგე შენ მათ და შვიდით გზით მეოტად წარქცეული ივლტოდი მათგან და განგაბნიოს შენ უფალმან ყოველთა შორის შარავანდედებათა და ნათესავთა ქუეყანისათა.
26 და იყოს მძორები თქუენი საჭმლად მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა და არავინ იყოს განმარინებელ თქუენდა.
27 და გგუემოს შენ უფალმან სალმობითა ეგჳპტელთაჲთა სენითა მით საგურკველისაჲთა და სიმღიერითა უცხოჲთა, და ფხანითა და სალმობითა, რომელსა ვერ განერე.
28 და გგუემოს შენ უფალმან წყლულებითა განუკურნებელითა.
29 და დაბრმობითა გონებისათა იყო შენ, ვითარცა ბრმაჲ შუასამხრის და ეფეშვებოდი, ვითარცა ეფეშვებინ ბრმაჲ ბნელსა შინა და არა წარგემართნენ გზანი შენნი. და იყო შენ ვნებულ და მიმოტაცებულ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა შენისათა და არავინ იყოს შენდა შემწე.
30 ცოლი მოიყვანო შენ და სხუამან მამაკაცმან შეირთოს იგი ცოლად, სახლსა იშენებდე და სხუათა დაიმკჳდრონ იგი, რქასა დაასხმიდე და სხუათა მოსთლონ იგი,
31 უსხი შენი დაკლულ იყოს შენ წინაშე, ხოლო შენ არა შჭამო მისი, არამედ სხუათა შეჭამონ იგი, კარაული შენი მიგტაცონ შენგან. და კუალად არავინ გაგოს შენ, საცხოვარი შენი მიცემულ იყოს ჴელთა მტერთა შენთასა.
32 ძენი შენნი და ასულნი შენნი მოცემულ იყვნენ ნათესავთა სხუათა და თუალნი შენნი ხედვიდენ წარმტყუენველთა შენგან და არა ჴელ-გეწიფოს, ნაყოფსა ქუეყანისა შენისასა.
33 და ნაშრომსა ჴელთა შენთასა შეშჭამდეს ნათესავი უცხოჲ, რომელი არა იცოდი. და იყო შენ მიხუეჭილ და ვნებულ ყოველთა დღეთა შენთა.
34 და იყო შენ გულპებულ და შეურვებულ ხილვითა მით თუალთა შენთაჲთა, რომელსა-იგი ხედვიდე შენ.
35 და გცეს შენ უფალმან სალმობითა ბოროტითა და მუჴლთა და წელთა შენთა მსივანებითა, რომლითა ვერ განიკურნო და იგუემო შენ ტერფით შენითგან ვიდრე თხემად შენდამდე.
36 და მიგცნეს უფალმან შენ და მთავრობანი იგი შენნი, რომელ დაედგინნენ შენ ზედა ნათესავსა უცხოსა, რომელ არა იცოდი შენ და არცაღა მამათა შენთა და მსახურებდე შენ მუნ კერპთა უცხოთა ძელისა და ქვისათა.
37 და იყო შენ მუნ საბასრობელად და იგავად საკიცხელებისა ყოველთა შორის ნათესავთა, ვიდრეცა მიგიყვანოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან მუნ.
38 თესლი დიდად განსთესო ყანობირსა შენსა და მცირედ შეიკრიბო იგი, რამეთუ შეჭამოს იგი მკალმან.
39 ვენაჴსა ასხმიდე და იქმოდი, და ღჳნოჲ არა სუა და არცაღა იხარებდი მისგან, რამეთუ შეჭამოს იგი მგრაგნელმან.
40 ზეთისხილი იყოს ყოველთა საზღვართა შენთა და ზეთი არა ჰპოო ცხებად, რამეთუ უჟამოდ დასცჳვეს ზეთისხილი იგი.
41 ძეებ და ასულებ ისხნე და არა სარგებელ გეყვნენ შენ, არამედ წარიყვანნენ იგინი წყუედ.
42 ყოველი ნერგი ხისა შენისაჲ და მცენარე ქუეყანისა შენისაჲ მოჰჴოცოს მგრაგნელმან.
43 მწირი იგი და მსხემი, რომელი იყოს შენ შორის, აღმაღლდეს უზეშთაეს შენსა, ხოლო შენ დაჰჴდე დამართ, იყო შენ ნაკლულევან.
44
45 იგი გავასხებდეს შენ და შენ არაჲ ჰპოო, რაჲმცა სესხად უკუეც, იგი იყოს თავ შენდა, ხოლო შენ იყო მისა ბოლო.
46 და მოიწინენ შენ ზედა ყოველნი ესე წყევანი და გეწინენ შენ, ვიდრემდე მოგასრულონ და წარგწყმიდონ შენ, რამეთუ არა ისმინე შენ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა შენისაჲ დამარხვად მცნებათა მისთა, რომელ-იგი გამცნო შენ.
47 და იყოს შენ შორის სასწაულები და ნიშები შენ შორის და ნათესავსა შენსა შორის უკუნისამდე ჟამთა ამისთჳს, რამეთუ არა ჰმსახურებდ შენ უფალსა ღმერთსა შენსა სიხარულით და გულწრფელებით.
48 ჰმსახურებდე შენ მტერთა შენთა შიმშილითა და წყურილითა. და შიშულოებითა და ნაკლულევანებითა ყოვლისაგან და დაგდვას შენ ჯაჭჳ რკინისაჲ ქედსა შენსა, ვიდრემდე მოგსპოს შენ.
49 და მოავლინოს შენ ზედა უფალმან ღმერთმან შენმან ნათესავი იგი შორიელი კიდითგან ქუეყანისაჲთ, რომელნი იღუმერდენ, ვითარცა ლომნი, და ეტევებოდიან, ვითარცა ორბნი.
50 ნათესავი, რომლისაჲ არა გესმოდის ჴმაჲ მისი, ნათესავი ურიდი და თუალუხუავი, რომელმან არა თუალ-ახუნის მოხუცებულსა სიბერისა.
51 და არცაღა შეიწყალის ყრმაჲ ჩჩჳლი. და შეჭამნეს მან ნაშობნი საცხოვართა შენთანი და ნაყოფი ქვეყანისა შენისაჲ. და არა დაგიშთეს შენ იფქლი და ღჳნოჲ, და ზეთი და არცა დაგიშთვენ ზროხანი მროწეულთა შენთანი და არცა სამწყსონი ცხოვართა შენთანი, ვიდრემდის მოგასრულოს შენ.
52 აღგფხურას შენ ქალაქთა შენთა, რომელთა დამკჳდრებულ იყო და დაამჴუნეს ზღუდენი იგი მაღალნი და შენნი და ძნელნი, რომელსა-იგი შენ ესვიდე ყოველსა მას ქუეყანასა შენსა და შეგიცვან შენ და შეგაურაონ ყოველთა მათ შინა ქალაქთა შენთა, რომელნი მოგცნა შენ უფალმან ღმერთმან შენმან.
53 და შეშჭამდე შენ ნაშობთა მუცლისა შენისათა ორთა ძეთა და ასულთა შენთასა, რომელნი-იგი მოგცნეს შენ უფალმან ღმერთმან შენ იწროებითა მით ჭირისა შენისაჲთა, რომელსა გაჭირებდენ შენ მტერნი იგი შენნი ყოველთავე მათ ქალაქთა შინა შენთა,
54 რომელი-იგი ნუკეული და ფრიად ფუფუნეულ იყოს შენ შორის, თუალძჳრ იქნეს იგი ძმისა თჳსისათჳს და ცოლისა თჳსისა, რომელ-იგი იყოს უბეთა მისთა და ნეშტთა მათ შვილთა მისთა და-თუ რაჲმე-უშთეს.
55
56 და რომელ-იგი ფუფუნეულ იყოს და ნუკეულ შენ შორის, რომელმან რაჲთურთით არა იცოდის გამოცდილებაჲ სიფიცხლისაჲ და არცა დაედგას ფერჴი ქუეყანასა ზედა სიჩჩოით ფუფუნეულებისა მისისაჲთ, თუალძჳრ იქნეს ქმრისათჳს მკერდისა თჳსისა და შვილთა თჳსთათჳს და ასულთა თჳსთათჳს,
57 რომელი-იგი გამოსრულ იყოს წყვილთა მისთა და შეშჭამდეს ნაშობთა მუცლისა თჳსისათა იდუმალ უპოვარებითა მით და იწროებითა ჭირისა მისისაჲთა, რომელსა-იგი გაჭირებდეს შენ მტერნი იგი შენნი ყოველთა შინა ქალაქთა შენთა.
58 არა თუ ისმინო შენ ყოფად ყოველთა ამათ სიტყუათა სჯულისათა, რომელ-ესე დაწერილ არიან წიგნთა ამათ და გეშინოდის შენ სახელისა მის პატიოსნისა და დიდებულისა უფლისა ღმრთისა შენისაჲსა.
59 და განაძლიერნეს უფალმან გუემანი იგი შენნი და გუემანი იგი ნათესავისა შენისანი, გუემანი იგი დიდ-დიდნი და საკჳრველნი სენითა მით პირად-პირადითა და ბოროტითა,
60 და მოაქცინეს შენ ზედა სალმობანი იგი მეგჳპტელთანი ძჳრად-ძჳრადნი, რომელთაგან-იგი შეძრწუნებულა მათგან.
61 და მოვიდენ შენ ზედა ყოველნი იგი გუემანი, რომელ-იგი წერილ არს და რომელ-იგი არა წერილ არს წიგნსა მას შჯულისასა, მოავლინოს იგი უფალმან შენ ზედა, ვიდრემდის მოგსპოს შენ.
62 და დაშთეთ თქუენ რიცხჳთ მცირედ, რამეთუ იყვნეთ თქუენ სიმრავლით, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი ამისთჳს, რამეთუ არა ისმინეთ თქუენ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა თქუენისა.
63 და იყოს, ვითარცა მხიარულ იყო უფალი კეთილის ყოოფასა მას თქუენსა და განმრავლებასა თქუენსა, ეგრე მხიარულ იყოს უფალი ღმერთი თქუენი მოსრვასა მას თქუენსა და აღჴოცასა მას თქუენსა ქუეყანისა მისგან, რომელ-იგი არა იცოდეს მამათა შენთა.
64 და განგაბნინეს თქვენ უფალმან ღმერთმან თქუენმან ყოველთა მიმართ წარმართთა და ჰმსახურებდეთ თქუენ კერპთა მათ ქვისათა და ძელისათა, რომელ-იგი არა იცოდეს მამათა შენთა.
65 არამედ წარმართთა მათ შორის არავე განისუენო შენ და არცაღა იყოს განსუენებაჲ ფერჴთა შენთა. და მოგცეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან გული ჭუვნიერი და თუალნი ნაკლულევანნი და სული განკაფული.
66 და იყოს ცხორებაჲ შენი დამოკიდებულ წინაშე თუალთა შენთა შეშინებულ იყო შენ დღე და ღამე და არა გრწმენეს შენ ცხოვრებაჲ თავი შენისაჲ.
67 განთიად სთქუათ: ოდესმე დაღამდეს და მწუხრი სთქუა: ოდესმე განთენდეს, შეძრწუნებითა მით გულისა შენისაჲთა და შეშინებითა მით ხილვისა მის თუალთა შენთაჲსა, რომელსა-იგი ხედვიდე შენ.
68 და მიგაქციოს შენ უფალმან მუნ ვიდრე ეგჳპტედ ნავებითა და გზასა მას, რომელსა-იგი გარქუ თქუენ, ვითარმედ არღარა შესძინოთ თქუენ მოქცევად აქავე, მიგყიდოს თქუენ ჴელთა მტერთა თქუენთასა მონად და მჴევლად და არავინ იყოს, რომელმანცა მიგიყიდნა თქუენ. |