1 უკეთუ მოსრვით მოსრნეს უფალმან ღმერთმან შენმან წარმართნი იგი, რომელთაჲ-იგი მოგცეს უფალმან ღმერტთმან შენმან ქუეყანაჲ იგი დამკვიდრებად. და დაეშენო შენ ქალაქთა მათთა და სახლთა მათთა.
2 სამი ქალაქი გამოირჩია უფალმან თავისა შენისა ქუეყანისა მისგან, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ.
3 აღიწონე გონებასა შენსა გზაჲ იგი მისი და სამად ნაწილად განჰყო საზღვარი იგი მის ქუეყანისაჲ, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ და განუყო შენ ნაწილად თითოჲ ქალაქი და იყოს იგი შესავედრებელად კაცისმკლველთა.
4 და ბრძანებაჲ ესე იყოს კაცისა მკლველისა მის ზედა, რომელ-იგი მეოტ იქმნეს და შევარდეს ქალაქსა მას, განერეს.
5 რომელმან მოკლას მოყუასი იშვით, არანებსით, არცა ზაკვით, არც ყოფილ იყოს გული მისი სიძულილით მისა მიმართ გუშინ, გინა თუ ძოღან. შე-თუ ვინმე-სრულ იყოს ტყესა შეშისა კრვად მოყუასისა თანა დაცემასა მას ცულისასა, განერეს ჴელთა მისთა და მახვილი იგი ეცეს მოყუასსა მას თჳსსა და მოკუდეს, ეგევითარი იგი ივლტოდის და შევარდეს ერთსა ქალაქთა მათგანსა,
6 რათა არა მახლობელმან ვინმე მის სისხლისამან დევნა-უყოს მომკლველსა მას, განჴურვებითა მით გულისაჲთა ეწიოს მას და მოკლას, რამეთუ შორს იყოს გზაჲ მისი და იგი არა თანამდებ იყოს, რამეთუ არა მტერობით, ანუ სიძულილით იყო მისა მიმართ გუშინ, ანუ ძოღან.
7 ამისთჳს განმცნებ შენ სიტყუასა ამას, რათა გამოჰყუნე შენ სამნი იგი ქალაქნი განსარინებელად მკლველთა მათ.
8 უკეთუ განვრცობით განგივრცნეს უფალმან ღმერთმან შენმან საზღვარნი იგი შენნი, ვითარცა-იგი ეფუცა მამათა შენთა და მოგცეს შენ ყოველი-იგი ქუეყანაჲ, ვითარცა-იგი ეტყოდა მამათა შენთა.
9 უკეთუ სმენით ისმინნე ყოფად ყოველთა ამათ მცნებათა ჩემთა, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღეს, და შეიყუარო უფალი ღმერთი შენი და ხვიდოდი გზათა მისთა ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა, შესძინო შენ სამიღა ქალაქი სხუაჲ სამთა მათ ქალაქთა,
10 რათა არა დაითხეოდის სისხლი უბრალოჲ ქუეყანასა მას შენსა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ დამკვიდრებად და ნუმცა იპოების შენ შორის თანამდებ სისხლისა.
11 უკეთუ იყოს ვინმე კაცი, რომელსა სძულდეს მოყუასი იგი თჳსი მტერობით და უმზიროს მას და აღდგეს მის ზედა და მოკლას და შევარდეს ერთსა ქალაქთაგანსა,
12 მიავლინეთ ყოველთა მათ მოხუცებულთა მის ქალაქისათა და გამოიყვანეთ მიერ. და მიეცეს იგი ჴელთა შურისმგებელისა მის სისხლისასა და მოკლან იგი.
13 და ნუ დაჰრიდებნ თუალი მისი და ნუცა შეიწყალებნ მას და განსწმიდო სისხლი იგი უბრალოჲ ისრაჱლსა შორის და კეთილი გეყოს შენ.
14 ნუ გარდასცვალებ საზღვართა, რომელ დაამტკიცნეს მამათა შენთა სამკვიდრებელსა მას შენსა ქვეყანასა მას ზედა, რომელსა დაგამკვიდროს შენ უფალმან ღმერთმან შენმან.
15 წამებასა ერთისა მოწამისასა ნუ თავს-იდებთ, რომელი წამებდეს ყოვლისავე უსჯულოებისათჳს და ცოდვისათჳს რომლისავე კაცისა მიმართ. რამეთუ ორითა და სამითა მოწამითა დაემტკიცების ყოველივე სიტყუაჲ.
16 წარმო-თუ-ვინმე-დგეს ცრუმოწამე რომლისავე კაცისათჳს და იტყოდის უსჯულოებასა,
17 წარმოდგედ ორნივე იგი კაცნი და იტყოდედ წინაშე უფლისა და წინაშე მღდელთა და წინაშე მსაჯულთა, რომელნი იყუნენ მათ ჟამთა.
18 და გამოიკითხონ მათ ჭეშმარიტებით და თუ იპოვნენ კაცი იგი წამებასა მას ზედა ცრუსა, სიცრუით წამებდა მოყუსისა მისისათჳს.
19 და ვახად აღუდგა მას და უყვედ მას მსგავსად სიბოროტისა მისისა, რომელ-იგი ზრახა ყოფად მოყუსისა მის თჳსისათჳს და მოსპეთ ეგევითარი იგი ბოროტი თქუენ შორის,
20 რათა ნეშტთა მათ, რომელნი-იგი დაშთენ, ეშინოდის და არღა შესძინონ საქმედ ბოროტისა რაჲთურთით.
21 ნუ ჰრიდებნ თუალი შენი ეგევითარსა მას, სული სულისა წილ, თუალი თუალისა წილ, კბილი კბილისა წილ, ჴელი ჴელისა წილ, ფერჴი ფერჴისა წილ, რაჲცა ვინ უყოს მოყუასსა თჳსა, მიეგოს მას. |