ბიბლია, რიცხვნი, თავი 33. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10150&pid=6&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / რიცხვნი

ბიბლია - ძველი ქართულით

ლევიანნი რიცხვნი მეორე რჯული

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36

1 და ესე არიან საბანაკონი ძეთა ისრაჱლისათანი, რაჟამს გამოვიდეს იგინი ქუეყანით ეგჳპტით ძალითურთ ჴელითა მოსესითა და აჰრონისითა.

2 და დაწერა მოსე სლვაჲ მათი და სადგურები მათი სიტყჳთა უფლისათა. და ესე არს სადგურები სლვისა მათისაჲ.

3 და იძრნეს რამესეთ თუესა პირველსა, მეათხუთმეტესა დღესა თთჳსა მის პირველისასა, ხვალისაგან ზატიკსა გამოვიდეს ძენი ისრაჱლისანი ჴელითა მაღლითა წინაშე ყოველთა ეგჳპტელთა.

4 და ეგჳპტელნი დაჰფლვიდეს ყოველთა მათ, რომელნი მოსრნა უფალმან მათგანნი, ყოველი პირმშოჲ ქუეყანასა ეგჳპტისასა და შორის ღმერთთა მათთა ყო უფალმან შურისგებაჲ.

5 და იძრნეს ძენი ისრაჱლისანი ჰრამესეთ და დაიბანაკეს სოკქოთს.

6 და იძრნეს სიკქოთით და დაიბანაკეს უთანს, რომელ არს ნაწილი უდაბნოჲსაგანი.

7 და იძრნეს უთანით და დაიბანაკეს პირსა ზედა ეთრონისასა, რომელ არს მართლ ბეელსეპფონსა და დაიბანაკეს წინაშე მაგდოლასა.

8 და იტრნეს მართლ იოროთით და განჴდეს საშუვალ ზღუასა უდაბნოდ და ვიდოდეს გზასა სამ დღისასა სავალსა უდაბნოსა ემათისასა და დაიბანაკეს განსამწარებელსა.

9 და იძრნეს განსამწარებელით და მოვიდეს ელიმდ. და ელიმს იყო ათორმეტი წყაროჲ წყლისაჲ და სამეოცდაათი ძირ - დანაკისკუდი და დაიბანაკეს მუნ წყაროსა მას ზედა.

10 და იძრნეს ელიმით და დაიბანაკეს ზღუასა ზედა ერუთრასა.

11 და იძრნეს ზღჳთ ერჳთრაჲთ და დაიბანაკეს უდაბნოსა სინაჲსასა.

12 და იტრნეს უდაბნოჲთ სინაჲთ და დაიბანაკეს აფეკს.

13 და იტრნეს აფეკაჲთ და დაიბანაკეს ელუჳსს.

14 და იძრნეს ელჳსით და დაიბანაკეს ჰრაფიდინს. და არა იყო მუნ წყალი სასმელად ერისა მისთჳს.

15 და იტრნეს ჰრაფიდინით და დაიბანაკეს უდაბნოსა სინასა.

16 და იძრნეს უდაბნოჲთ სინაჲთ და დაიბანაკეს სამარობანს გულისთქმისასა.

17 და იძრნეს სამარობნით გულისთქმისაჲთ და დაიბანაკეს ასეროთს.

18 და იძრნეს ასეროთით და დაიბანაკეს ჰრათმას.

19 და იძრნეს ჰრათმაჲთ და დაიბანაკეს ჰრემონ ფარესს.

20 და იძრნეს ჰრემონ ფარესით და დაიბანაკეს ლებუნას.

21 და იძრრნეს ლებუნაჲთ და დაიბანაკეს რესას.

22 და იძრნეს რესაჲთ და დაიბანაკეს მაკელლათას.

23 და იძრნეს მაკელლათაჲთ და დაიბანაკეს საფარს.

24 და იტრნეს საფარით და დაიბანაკეს ქარას. და იძრნეს ქარაჲთ და დაიბანაკეს მაკედოთს.

25 და იძრნეს მაკედოდით და დაიბანაკეს თაათს.

26 და იძრნეს თაათით და დაიბანაკეს თათს.

27 და იძრნეს თათით და დაიბანაკეს თარას.

28 და იძრნეს თარაჲთ და დაიბანაკეს მათეკას.

29 და იტრნეს მათეკაჲთ და დაიბანაკეს ასემუნას.

30 და იძრნეს ასემუნაჲთ და დაიბანაკეს მასურუთს.

31 და იტრნეს მასურუთით და დაიბანაკეს ბანაიკამს.

32 და იძრნეს ბანაიკამით და დაიბანაკეს მთასა გადგადსა.

33 და იძრნეს მთით გადგადით და დაიბანაკეს იეტაბათას.

34 და იტრნეს იეტაბათაჲთ, დაიბანაკეს ებრუნას.

35 და იძრნეს ებრუნაჲთ და დაიბანაკეს გესიონ გაბერს.

36 და იძრნეს გესიონ გაბერით და დაიბანაკეს უდაბნოსა სინაჲსასა, ესე არს კადე.

37 და იტრნეს კადეთ და დაიბანაკეს ორსა მთასა მახლობელად ქუეყანასა ედომისასა.

38 და აღვიდა აჰრონ მღდელი ბრძანებითა უფლისაჲთა და მოკუდა მუნ მეორმეთცესა წელსა გამოსლვასა ძეთა ისრაჱლისათასა ქუეყანით ეგჳპტით, თთუესა მეხუთესა თთჳსასა.

39 და აჰრონ იყო ასოცდასამ წლის, რაჟამსა მოკუდებოდა ორს მთასა.

40 და ესმა ქანაანის მეფესა არადისასა. და იგი დაშენებულ იყო ბღუარით კერძო ქუეყანასა ქანანისასა, რაჟამს შევიდოდეს ძენი ისრაჱლისანი.

41 და იტრნეს ორით მთით და დაიბანაკეს სელმუნას.

42 და იძრნეს სელმუნაჲთ და დაიბანაკეს ფინუნს.

43 და იძრნეს ფინონით და დაიბანაკეს ობოთს.

44 და იძრნეს ობოთით და დაიბანაკეს წიაღ საზღუართა ზედა მოაბისათა.

45 და იძრნეს გესით და დაიბანაკეს დებონგათს.

46 და იტრნეს დებონგადით და დაიბანაკეს გელმონს დაბლათაიმს.

47 და იძრნეს გელმონ დაბლათაჲმით და დაიბანაკეს მთათა ზედა აბარიმისასა მართლ ნაბავსა.

48 და იძრნეს მთით აბარიმით და დაიბანაკეს დასავალით კერძო მოაბსა, იორდანესა ზედა იერიქოჲთ კერძო.

49 და დაიბანაკეს იორდანესა ზედა საშუვალ ესიმოთსა მაბელ სატტიდმდე, რომელ არს დასავალით მოაბსა.

50 და ეტყოდა უფალი მოსეს დასავალით მოაბსა, იორდანესა ზედა, იერიქოჲთ კერძო.

51 და თქვა: ეტყოდეთ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: თქუენ წიაღხვალთ იორდანესა ქუეყანად ქანანისად.

52 და წარსწყმიდნეთ ყოველნი დამკჳდრებულნი ქუეყანასა მას პირისაგან თქუენისა.

53 და მოსპოთ ყოველი ბანაკები მათი და ყოველი კერპები დასხმულები იგი მათი წარსწყმიდოთ.

54 და ყოველი ძეგლები მათი მოსპოთ და წარსწყმიდნეთ ყოველნი იგი მკჳდრნი მის ქუეყანისანი და დაეშენნეთ მას შინა, რამეთუ თქუენ მიგეც ქუეყანაჲ იგი მათი ნაწილად წილითა ნათესავად-ნათესავთა თქუენთა. უმრავლესთაჲ განამრავლოთ სამკჳდრებელი მათი და უმცირესთაჲ დაამციროთ სამკჳდრებელი მათი, რომელსაცა აღმოჴდეს სახელი მისი მუნ, მისი იყოს, ნათესავად-ნათესავად ტომთა თქუენთა დაიმკჳდრეთ.

55 უკუეთუ არა წარსწყმიდნეთ მკჳდრნი იგი მის ქუეყანისანი პირისაგან თქუენისა.

56 და იყუნენ, რომელნი-იგი დაუტევნეთ მათგანნი, ჩნდენ თუალთა თქუენთა და ისარ გუერდთა თქუენთა და გემტერნენ თქუენ ქუეყანასა ზედა, რომელსა მკჳდ იყუნეთ. და იყოს, ვითარ-იგი ჯერ იყოს ყოფად მათა, გიყოთ თქუენ.

<< ← Prev Top Next → >>