ბიბლია, რიცხვნი, თავი 28. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10145&pid=6&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / რიცხვნი

ბიბლია - ძველი ქართულით

ლევიანნი რიცხვნი მეორე რჯული

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36

1 და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

2 ამცენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: შესაწირავი ჩემი და მსხუერპლი ჩემი სულად სულნელებისად ჩემდა დაიმარხეთ შესაწირავად ჩემდა.

3 დღესასწაულთა ჩემთა. და არქუ მათ ესე: შესაწირავი, რავდენი შესწიროთ უფლისა კრავნი წელიწდეულნი უბიწონი ორნი დღედ-დღედ დაუკლებელად მრგულიად დასაწველად.

4 კრავი იგი ერთი ჰყო დილითი და კრავი იგი მეორე ჰყო მწუხრითი.

5 და ჰყო მეათე გრივისაჲ სამინდოჲ შესაწირავად აღსუარული ზეთითა გამოწურვილითა მეოთხითა ნაწილითა დორაკისაჲთა.

6 მრგულიად დასაწველად სამარადისოდ, რომელ იყო მთასა შინა სინასა სულად სულნელებისად უფლისად.

7 და შესაწირავად მისა მეოთხე ნაწილი დორაკისაჲ კარავსა ერთსა წმიდასა შინა შესწირო შესაწირავად უფლისა.

8 და კარავი იგი მეორე ჰყო მწუხრად მსგავსად შესაწირავისა მისისა და მსგავსად მსხუერპლისა მისისა ჰყო იგი სულად სულნელად უფლისა.

9 დღეთა შაბათთასა ორი კრავი წელიწდეული უბიწოჲ და ორი ათეული სამინდოჲსაჲ აღსუარული ზეთითა.

10 შესაწირავად და მსხუერპლისა მრგულიად დასაწველისა სამარადისოჲსა და შესაწირავი მისი.

11 და თთჳსთავსა შესწიროთ მრგულიად დასაწველები უფლისა ზუარაკი მროწლისაგანნი ორნი და ვერძი ერთი უბიწოჲ, კრავნი წელწდეულნი შჳდნი უბიწონი.

12 და სამნი ათეულნი სამინდოჲსაჲ აღსუარული ზეთითა ზუარაკსა ერთსა და ორი ათეული სამინდოჲსაჲ ვერძსა ერთსა.

13 ათეული ათეულისაჲ სამინდოჲსაჲ შესაწირავად აღსუარული ზეთითა კრავსა ერთსა სულად სულნელად სულნელებისად მსხუერპლად უფლისა.

14 შესაწირავი მათი ზოგი დორაკისაჲ იყოს ზუარაკსა ერთსა და მესამე ნაწილი დორაკისაჲ იყოს ვერძსა ერთსა და მეოთხე დორაკისაჲ იყოს კრავსა ერთსა, ღჳნისაჲ. ესე მრგულიად დასაწველი თთჳთი თუედ თთუეთა წელიწადისათა.

15 და წალი თხათაგან ერთი ცოდვათათჳს უფლისა მრგულიად დასაწველსა ზედა სამარადისოსა იყოს შესაწირავი მისი.

16 თთუესა პირველსა მეათხუთმეტესა დღესა თჳსსა ზატიკი უფლისა.

17 და მეათხუთმეტესა დღესა ამის თთჳსასა დღესასწაული, შჳდ დღე უფუველსა ჰშჭამდეთ.

18 და დღე იგი პირველი ჩინებულ იყოს წმიდად თქუენდა, ყოველსა საქმესა მსახურებისასა ნუ იქმთ.

19 და შესწიროთ მრგულიად დასაწველები მსხუერპლად უფლისა ზუარაკნი მროწლისაგანნი ორნი, ვერძი ერთი, შჳდნი კრავნი წელიწდეულნი უბიწონი, იყვნენ თქუენდა.

20 და შესაწირავი მათი სამინდოჲ აღსუარული ზეთითა სამი ათეული ზუარაკსა ერთსა და ორი ათეული ვერძსა ერთსა.

21 ათეულ-ათეული ჰყო კრავსა ერთსა შჳდთა მათ კრავთა.

22 და წალი ერთი თხათაგანი - ცოდვისათჳს სალხინებელად თქუენთჳს.

23 გარნა მრგულიად დასაწველისა მის დილითისაჲსა, რომელ არს მრგულიად დასაწველი სამარადისოჲ.

24 ჰყო იგი მსგავსად ამისა, ჰყოთ დღესა შინა შჳდთა მათ დღეთა შესაწირავი მსხუერპლად სულად სულნელებისად უფლისა მრგულიად დასაწველსა ზედა სამარადისოსა. ჰყოთ შესაწირავი მისი.

25 და დღე იგი მეშჳდე ჩინებულ წმიდა იყოს თქუენდა, ყოველი საქმე მსახურებისაჲ არა ჰქმნეთ მას შინა.

26 და დღეთა მათ ახლისათა შესწიროთ შესაწირავი ახალი უფლისა შჳდ შაბათთაჲ, ჩინებულ წმიდა იყოს იგი თქუენდა, ყოველი საქმე მსახურებისაჲ არა ჰქმნეთ.

27 და შესწირნეთ მრგულიად დასაწველნი სულად სულნელად უფლისა ზუარაკნი მროწლისაგანნი ორნი, ვერძნი ორნი, შჳდნი კრავნი წელიწდეულნი უბიწონი.

28 შესაწირავი მათი სამინდოჲ ასუარული ზეთითა, სამი ათეული ზუარაკსა ერთსა და ორი ათეული ვერძსა ერთსა თანა.

29 ათეული კრავსა ერთსა შჳდთა მათ კრავთა.

30 და წალი თხათაგანი ერთი ცოდვათათჳს სალხინებელად თქუენდა, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა.

31 და შესაწირავი ჰყოთ ჩემდა. უბიწო იყუნენ თქუენდა მსხუერპლნი იგი მათნი.

<< ← Prev Top Next → >>