1 და დაიბანაკა ისრაჱლმან სატინს ასულთა თანა მოაბელთა.
2 და ხადეს მათ ნაგებთა ზედა კერპთა მათთასა და ჭამა ერმან მან ნაზორევთა მათთაჲ და თაყუანი-სცეს კერპთა მათთა.
3 და შეეჩუენა ისრაჱლი ბეელფეგორს და განრისხნა უფალი გულისწყრომით ისრაჱლსა ზედა.
4 და ჰრქუა უფალმან მოსეს: მოიყვანენ ყოველნი მთავარნი ერისანი და განაქიქენ იგინი უფლისა მიერ წინაშე მზესა და უკუნიქცეს რისხვაჲ იგი გულისწყრომისა უფლისა ისრაჱლისაგან.
5 და ჰრქუა მოსე ნათესავთა ისრაჱლისათა: მოკალნ კაცად-კაცადმან სახლეული თჳსი, რომელ შეჩუენებულ არს ბეელფეგორისა.
6 და აჰა, ესერა, კაცი ძეთა ისრაჱლისათაჲ მოვიდა, მიიყვანა ძმაჲ თჳსი მადიანიტელისა წინაშე მოსესა და წინაშე ყოვლისა კრებულისა ძეთა ისრაჱლისათაჲსა, ხოლო იგინი ტიროდეს წინაშე კართა კარვისა მის საწამებელთაჲსა.
7 და იხილა ფინეეზ, ძემან ელიაზარისმან, ძისა აჰრონ მღდელისამან, და აღდგა იგი შორის კრებულსა, მოიღო ლახუარი ჴელთა.
8 და შევიდა უკანა კაცისა მის ისრაიტელისა საცხობელსა კეცისასა და დაგურიმნა ორნივე იგი: კაცი იგი ისრაიტელი და დედაკაცი იგი საშოჲთ მისით. და დასცხრა გუემაჲ იგი ძეთაგან ისრაჱლისათაჲსა.
9 და იყუნეს მოსრულნი გუემასა მას შინა ოცდაოთხ ათას.
10 და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
11 ფინეეზ, ძემან ელიაზარისმან, ძისა აჰრონ მღდელისამან, დააცხრვო რისხვაჲ ჩემი ძეთაგან ისრაჱლისათა აღშურვებასა შურისა ჩემისასა მათ შორის და არა მოვსპენ ძენი ისრაჱლისანი შურსა შინა ჩემსა.
12 ესრე არქუ:
13 აჰა, ესერა, მე მივსცემ მას აღთქუმასა მშჳდობისასა და იყოს მისა და ნათესავისა მისისა შემდგომად მისსა აღთქმა მღდელობისაჲ საუკუნე, რამეთუ შური იძია ღმრთისა მისისა და ლხინება-ყო ძეთათჳს ისრაჱლისათა.
14 ხოლო სახელი კაცისა მის ისრაიტელისაჲ მის, რომელ მოკუდა მადიანიტელისა თანა, ზამბრი, ძე სალომისი, მთავარი სახლისა ტომისა სჳმეონისი.
15 და სახელი დედაკაცისა მის მოკლულისაჲ, მადიანიტელისაჲ - ქასბი, ასული სურისი, მთავრისა ნათესავისა სომმოთისი, სახლისა ტომთა მადიამელთაჲ არს.
16 და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
17 ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: ემტერენით მადიამელთა და მოსრენით იგინი.
18 რამეთუ გემტერებიან თქუენ იგინი ზაკჳთ, რავდენსა გზაკვენ იგინი თქუენ ფოგორისთჳს და ქაზბისთჳს, ასულისა მთავრისა მადიამელისა, დისს მათისათჳს, რომელ მოკუდა დღესა მას გუემისა ფოგორისთჳს. |