ბიბლია, რიცხვნი, თავი 24. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10141&pid=6&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / რიცხვნი

ბიბლია - ძველი ქართულით

ლევიანნი რიცხვნი მეორე რჯული

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36

1 და იხილა ბალაამ, რამეთუ კეთილ არს წინაშე უფლისა კურთხევაჲ ისრაჱლისაჲ, არა მივიდა კითხვად, ვითარ-იგი ჩუეულ იყო ზმნებათა და მიიქცია პირი თჳსი უდაბნოდ.

2 და აღიხილნა თუალნი თჳსნი ბალამ და იხილა ისრაჱლი დაბანაკებული ნათესავად-ნათესავად. და იყო სული ღმრთისა მის ზედა.

3 და აღიღო იგავი იგი მისი და თქუა ბალაამ, ძემან ბეორისმან,

4 თქუა კაცმან მან, რომელ ჭეშმარიტად ხედვიდა, რომელმან ხილვაჲ ღმრთისა იხილა ძილსა შინა ზემხილვარითა თუალითა თჳსითა:

5 ვითარ ეგე კეთილ არიან სახლნი შენნი, იაკობ, საყოფელნი, ისრაჱლ,

6 ვითარცა მაღნარნი ბორობანნი და ვითარცა სამოთხენი მდინარესა ზედა და ვითარცა კარავნი, რომელ აღდგნა უფალმან და არა კაცმან და ვითარცა ნაძუნი წყლისკიდესა.

7 გამოჴდეს კაცი ნათესავისაგან თჳსისა და ეუფლოს ნათესავთა მრავალთა და აღმაღლდეს გუგის მეფობაჲ და აღორძნდეს მეუფებაჲ მისი.

8 ღმერთი უძღოდა მას ეგჳპტით, ვითარცა დიდებაჲ მარტორქისაჲ მისი, შეჭამნეს ნათესავნი მტერთა მისთანი და სიპოხე მათი ტჳნითურთ გამოწოოს და ისრითა მისითა ესროდის მტერთა.

9 ინაჴ-იდგა და განისუენა ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან. ვინ აღადგინოს იგი? მაკურთხეველნი შენნი კურთხეულ არიან, და მაწყევარნი შენნი წყეულ არიან.

10 და განრისხნა გულისწყრომით ბალაკ ბალაამის ზედა და შეიტყუელნა ჴელნი თჳსნი და ჰრქუა ბალაკ ბალამს: წყევად მტერსა ჩემისა მოგხადე შენ, და, აჰა, ესერა, კურთხევით აკურთხე, იგი ესე მესამედ.

11 აწ ივლტოდე ადგილდ შენდა ვთქუ: გადიდო შენ. აწ ჴუებულ გქმნა შენ უფალმან დიდებისა მისგან.

12 და ჰრქუა ბალაამ ბალაკს: არა მოციქულთაცა შენთა, რომელ მოავლინენ ჩემდა, ვარქუ მათ-მეთქი:

13 მო-ღათუ-მცეს ბალაკ სახლი თჳსი სავსე ვეცხლითა და ოქროჲთა, ვერვე შეუძლო გარდასლვად სიტყუასა უფლისასა ყოფად მისა კეთილად, ანუ ბოროტად თავით ჩემით, არამედ რავდენი მრქუას მე ღმერთმან, ესე ვთქუა.

14 და აწ, ესერა, წარვალ მე ადგიდ ჩემდა, მოვედ და გიზრახო შენ, რაჲ უყოს ერმან ამან ერსა მაგას შენსა.

15 აღიღო იგავი თჳსი და თქუა ბალამ, ძემან ბეორისმან, თქუა კაცმან მან, რომელ ჭეშმარიტად ხედვიდა,

16 ესმოდეს სიტყუანი ღმრთისანი, და მეცნიერ ყო მეცნიერებასა მაღლისასა. და ხილვაჲ ღმრთისა იხილა, რომელსა შინა ზეხილულ იყუნეს თუალნი მისნი.

17 უჩუენო მას და არა აწ ვნატრო და არა მახლობელად გამობრწყინდეს ვარსკულავი იაკობისგან და აღდგეს კაცი ისრაჱლისაგან და მოსრნეს მთავარნი მოაბისანი და წარტყუენნეს ყოველნი ძენი სეითისნი.

18 და იყოს ედომი სამკჳდრებელად და იყოს სამკჳდრებელად ესავი, მტერი მისი, და ისრაჱლმან ყოს ძლიერებით.

19 და აღდგეს იაკობისგან და წარწყმიდოს განრინებული ქუეყანით.

20 და იხილა ამალეკი და იხილა იგავი იგი თჳსი და თქუა: დასაბამი წარმართთაჲ ამალეკი და ნათესავი მათი წარწყმდეს.

21 და იხილა კინეელი და აღიღო იგავი ესე და თქუა: მტკიცე არს სამკჳდრებელი შენი და და-თუ-სდვა კლდესა შინა ბუდე შენი.

22 დაღათუ იყოს ბეორისი ბუდე ძმაცულებით, ასურასტანელთა წარგტყუენონ შენ.

23 და აღიღო იგავი თჳსი და თქუა: ჵ, ვინ ცხონდეს, ოდეს დადვას ესე ღმერთმან?

24 და გამოჴდეს ჴელთაგან კიტელთაჲსა და აჭირონ ასურს და აჭირებდენ ებრაელთა. და იგინი ერთბამად წარწყმდენ და აღდგა ბალაამ და წარვიდა, მიიქცა ადგილად თჳსა. და ბალაკ წარვიდა თჳსა.

25

<< ← Prev Top Next → >>