ბიბლია, რიცხვნი, თავი 21. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10138&pid=6&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / რიცხვნი

ბიბლია - ძველი ქართულით

ლევიანნი რიცხვნი მეორე რჯული

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36

1 და ესმა ქანანის მეფესა არადიდსა, რომელ მკჳდრ იყო უდაბნოსა, ვითარმედ მოვიდა ისრაჱლი გზასა ათარისასა, და ბრძოლა-უყო ისრაჱლსა, და იტაცეს მათგან სატყუენავი.

2 და აღუთქუა ისრაჱლმან აღთქმაჲ უფალსა და თქუა: მო-თუ-მცე ერი ესე ჴელთა ჩემთა, შეჩუენებულ-ვყო იგი და ქალაქები მისი.

3 და ისმინა უფალმან ჴმაჲ ისრაჱლისაჲ და მოსცა ქანანი ჴელთა მისთა. და შეჩუენებულ-ყო იგი და ქალაქები მისი და უწოდა მას ადგილსა სახელი - „შეჩუენებულ“.

4 და იტრნეს ორით მთით გზით ზღჳთ კერძო ერუთრად და გარეშევლლეს ქუეყანაჲ ედომისაჲ. და სულმოკლე იქმნა ერი იგი გზასა ზედა.

5 და ძჳრსა იტყოდა ერი იგი ღმრთისა მიმართ და მოსესთჳს და თქუა: რაჲსათჳს მოგჳყვანენ ჩუენ ეგჳპტით მოსრვად უდაბნოსა ამას, რამეთუ არა არს პური, არცა წყალი და სულსა ჩუენსა მოეწყინა პური ესე ცუდი?

6 და მოუვლინა უფალმან ერსა მას გუელი მომსრველი და უკბენდეს ერსა მას და მოისრა ერი მრავალი ძეთა ისრაჱლისათაჲ.

7 და მოვიდა ერი იგი მოსესა და ეტყოდა: ვცოდეთ, რამეთუ ძჳრსა ვიტყოდეთ უფლისათჳს და შენთჳს. ილოცე აწ უფლისა მიმართ და განგუაყენე ჩუენგან გუელი ესე. და ილოცა მოსე უფლისა მიმართ ერისა მისთჳს.

8 და ჰრქუა უფალმან მოსეს: ქმენ შენ გუელი და დადვე იგი საზღვარსა ზედა. და იყოს, უკბინოს თუ გუელმან კაცსა, ყოველმან კბენილმან, რომელმან იხილოს იგი, ცხონდეს.

9 და ქმნა მოსე გუელი რვალისაჲ და აღმართა იგი საზღვართა ზედა. და იყო, რაჟამს უკბინის გუელმან კაცსა, და მიჰხედის გუელსა მას რვალისასა და ცხონდის.

რიცხვნი 21:9 - The Serpent in the Wilderness
The Serpent in the Wilderness
10 და იძრნეს ძენი ისრაჱლისანი და დაიბანაკეს უბოთსა.

11 და იძრნეს უბოთით და დაიბანაკეს აქალგას წიაღ უდაბნოსა, რომელ არს პირის-პირ მოაბსა აღმოსავლით კერძო მზისაჲთ.

12 მიერ იძრნეს და დაიბანაკეს ჴევსა სარედისასა.

13 მიერ იძრნეს და დაიბანაკეს მიერ წიაღ არნუნსა უდაბნოსა, რომელ გამოვლეს საზღვართაგან ამორეველთაჲსა, რამეთუ არნუნი საზღვარი მოაბელთაჲ არს და არს საშუვალ ამორეველისა.

14 ამისთჳს თქმულ არს წიგნსა ბრძოლაჲ იგი უფლისა, ზუობი მოწუა და ჴევნი არნონისანი.

15 და ჴევნი დაამტკიცნა დამკჳდრებად ერისა. და ახს საზღვართა მოაბისათა.

16 და მუნ იყო ჯურღმული ესე, ჯურღმული, რომლისათჳს ჰრქუა უფალმან მოსეს: შეკრიბე ერი ეგე და ვსცე მათ წყალი სუმად.

17 მაშინ გალობდა ისრაჱლი გალობასა ამას ჯურღმულსა მას ზედა. წინამძღუართა მისთა თხარეს

18 ჯურღმული, მთავართა აღმოკოდეს იგი, მეუფეთა წარმართთა მეუფებასა მათსა, რაჟამს ეუფლებოდეს მათ და ჯურღმულით მანთანაინდ.

19 და მანთანაით მანთანაჱლდ და მანანაჱლით ბაბუოთდ,

20 და ბამოოთით იანანდ თავი, რომელ არს ველსა მოაბისასა თავით გოთლილით, რომელ ხედავს პირსა უდაბნოჲსასა.

21 და წარავლინნა მოსე მოციქული სიონ მეფისა ამორეველთაჲსა სიტყჳთა მშჳდობისაჲთა.

22 და ჰრქუა: განვლო ქუეყანა შენი, გზაჲ განვლო, არა მივაქციოთ აგარაკსა შენსა, არცა ვენაჴთა შენთა, არა ვსუათ წყალი ჯურღმულისა შენისაჲ. გზაჲ სამეუფოჲ განვლოთ ვიდრე გარდასლვადმდე საზღვართა შენთა.

23 და არა სცა სიონი ისრაჱლსა განსლვად საზღვრით მისით. და შეკრიბა სიონ ყოველი ერი თჳსი და გამოუჴდა ბრძოლად ისრაჱლსა უდაბნოდ და მოვიდა იასასარდ და ეწყო ისრაჱლსა.

24 და სძლო მას ისრაჱლმან მოსრვად მახჳლითა და ეუფლა ქუეყანასა მისსა არნუნითგან მიიაბუკდმდე და ვიდრე ძეთა ამანისთადმდე, რამეთუ იაზერ საზღვარი არს ამმანისთაჲ.

25 და დაიპყრა ისრაჱლმან ყოველი ქალაქები ესე. და დაეშენა ისრაჱლი ყოველსა შინა ქალაქებსა ამორეველთასა ესებონს შინა და ყოველთა შინა მოსაზღურეთა მისთა.

26 რამეთუ ესებონი ქალაქი სერუნისი არს მეფისა ამორეველთაჲსაჲ და ამას ჰბრძოდა მეფესა ამორეველთასა წინა და დაიპყრა ყოველი ქუეყანაჲ მისი არუჱრითგან მიარნუნდმდე.

27 ამისთჳს თქჳანმე იგავითა მოვედით ესებონს, რათა აღეშენოს და განეგოს ქალაქი სიონისი.

28 რამეთუ ცეცხლი გამოჴდა ესებონით, ალი ქალაქით სიონისით და შეჭამა მოაბადმდე, შთანთქნა ძენი არნუნისნი.

29 ვაჲ შენდა, მოაბ, წარსწყმიდე ერი ქამონისი, მიეცა, ძენი მათნი ევლტოდეთ და ასულები მათი ტყუე იყოს მეფისა ამორეველთაჲსა სიონისი.

30 და ნათესავი მათი წარწყმდეს ესებონდ მიდებონდმდე და დედებმან მათმან უფროჲს აღაგზნეს ცეცხლი მოაბსა ზედა.

31 ხოლო დაეშენა ისრაჱლი ყოველთა ქალაქებთა ამორეველთასა.

32 და წარავლინა მოსე მოხილვად იაზერისა და დაიპყრეს იგი და დაბნები მისი და გამოჴადეს ამორეველი იგი, რომელ მკჳდრ იყო მუნ.

33 და მოაქციეს და აღვიდეს გზასა ბასანისასა და გამოვიდა ოგ, მეფე ბასანისაჲ, წინაშემთხუევად მათა, თავადი იგი და ყოველი ერი მისი ბრძოლად ედრაინს.

34 და ჰრქუა უფალმან მოსეს: ნუ გეშინინ მისგან, რამეთუ ჴელთა შენთა მიმიცემიეს იგი და ყოველი ერი მისი და ყოველი ქუეყანა მისი და უყავ მას, ვითარცა-იგი უყავ სეონ მეფესა ამორეველთასა, რომელ შენ იყო ესებონს შინა.

35 და მოკლა იგი და ძენი მისნი, და ყოველი ერი მისი, და არა დაუტევა მისი განრინებული და დაიმკჳდრეს ქუეყანა მათი.

<< ← Prev Top Next → >>