1 და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:
2 ესე არს ბრძანებაჲ შჯულისაჲ, რაოდენი ბრძანა უფალმან და თქუა: ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და მოგგუარედ შენ დიაკეული წითელი უბიწოჲ, რომლისა თანა არა იყოს ბიწი და არა დადებულ მას ზედა უღელი.
3 და მისცენ იგინი ელიაზარს მღდელსა. და განიბან იგი გარეშე ბანაკსა ადგილსა წმიდასა და დაკლან იგი წინაშე მისა.
4 და მოიღოს ელიაზარ სისხლისაგან მისისა და აპკუროს იგი წინაშე კარვისა მის საწამებელისასა სისხლისა მისისაგან შჳდგზის.
5 და დაწვან იგი მის წინაშე, და ტყავი მისი, და ჴორცი მისი, და სისხლი იგი მისი ფუშნიერითურთ მისით დაიწუეს.
6 და მოიღოს მღდელმან ძელი ნაძჳსაჲ და უსუპი და მატყლი მეწამული. და შთადვან იგი შუვა დამწვასა მას დიაკეულისასა.
7 და განირცხეს სამოსელი მღდელმან მან და დაიბანოს გუამი თჳსი წყლითა და ამისსა შემდგომად შევიდეს იგი ბანაკად და არაწმიდა იყოს მღდელი იგი მწუხრადმდე.
8 და რომელმან დაწუას იგი, განირცხეს სამოსელი მისი და განიბანონ გუამი მისი წყლითა და არაწმიდა იყოს იგი მწუხრადმდე.
9 და შეკრიბოს კაცმან წმიდამან ნაცარი იგი დიაკეულისაჲ მის და დაასხას იგი გარეშე ბანაკსა ადგილსა წმიდასა და იყოს კრებულისა მის ძეთა ისრაჱლისათა დასამარხავად წყალი პკურებისაჲ, განწმედა არს.
10 და განიბანოს გუამი თჳსი, რომელმან შეკრიბოს ნაცარი იგი დიაკეულისაჲ მის და განირცხეს სამოსელი თჳსი. და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე. და იყოს იგი კრებულისათჳს ძეთა ისრაჱლისათა და მწირთა მათთჳს, რომელი მოსრულ იყოს მათ შჯულად საუკუნოდ.
11 და რომელი შეეხოს მკუდარსა ყოვლისა სულისასა, ანუ კაცისასა, არაწმიდა იყოს იგი შჳდ დღე.
12 ესე განწმიდნეს დღესა მესამესა და დღესა მეშჳდესა. და წმიდა იყოს, უკუეთუ არა განწმიდნეს დღესა მესამესა. და დღესა მეშჳდესა არა იყოს წმიდა.
13 ყოველი რომელი შეეხოს მკუდარსა სულითგან კაცისათა, უკუეთუ მო-ვინმე-კუდეს და არა განწმიდნეს, კარავი უფლისა შეაგინა, შეიმუსრო სული სული იგი ისრაჱლისაგან, რამეთუ წყალი იგი პკურებისაჲ არა ეპკურა მას, არაწმიდა იყოს, რამეთუ არაწმიდებაჲ მისი მის ზედა იყოს.
14 და ესე შჯული არს, უკუეთუ მოკუდეს კაცი სახლსა შინა, ყოველი, რომელი შევიდეს სახლსა მას და ყოველი, რომელიცა-რაჲ იყოს სახლსა მას შინა, არაწმიდა იყოს შჳდ დღე.
15 და ყოველი ჭურჭელი ურქველი, რომელსა არა იყოს სარქველი დაკრულ მას ზედა, არაწმიდა იყოს.
16 და ყოველი, რომელი შეეხოს პირსა ყრმისა წულისასა გინა მკუდრისა ძვალსა კაცისასა, გინა საფლავსა, არაწმიდა იყოს იგი შჳდ დღე.
17 და მოართუან არაწმიდასა მას ნაცრისა მისგან, დამწურისა მისგან განსაწმედელისა და დაასხან მას ზედა წყალი ცხოველი ჭურჭერსა შიდა.
18 და მოიღონ უსუპი და დააწოს წყალსა მას კაცმან წმიდამან და აპკუროს სახლსა მას და ჭურჭელთა ზედა და სულთა ზედა, რავდენ იყუნენ მუნ და შეხებულთა მათ ზედა ძვალთა კაცისასა, გინა თუ სამოსელსა მკუდრისასა, გინა თუ სამარესა.
19 და აპკუროს წმიდამან არაწმიდასა მას დღესა მესამესა და განწმიდნეს დღესა მეშჳდესა და განირცხას სამოსელი თჳსი და განიბანოს წყლითა. და არაწმიდა იყოს მიმწუხრადმდე.
20 და კაცი, რომელი შეიგინოს და არა განწმიდნეს, აღიჴოცოს სული იგი კრებულისაგან ძეთა ისრაჱლისათა, რამეთუ წმიდანი უფლისანი შეაგინნა და წყალი პკურებისაჲ არა დაეპკურა მას ზედა, არაწმიდა არს იგი.
21 და იყავნ თქუენდა შჯულად საუკუნოდ ესე. და რომელმან ასხუროს წყალი იგი პკურებისაჲ, განირცხას სამოსელი თჳსი და, რომელი შეეხოს წყალსა მას პკურებისასა, არაწმიდა იყოს მიმწუხრადმდე.
22 და ყოველსა, რომელსა შეეხოს არაწმიდაჲ იგი, არაწმიდა იყოს და სული, რომელი შეეხოს, არაწმიდა იყოს მიმწუხრადმდე. |