ბიბლია, ლევიანნი, თავი 21. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10111&pid=5&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ლევიანნი

ბიბლია - ძველი ქართულით

გამოსვლა ლევიანნი რიცხვნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27

1 და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა: ეტყოდე შენ ძეთა აჰრონისთა და არქუ მათ: რათა სულთაგან არა შეიგინებოდიან შორის ნათესავთა მათთა,

2 არამედ თჳსთა და მახლობელთა მათთა თანა, არამედ მამისა და დედისა შევიდედ.

3 და ძეთა და ასულთა და ძმისა და დისა ქალწულისა, რომელი მახლობელ იყოს მისა და რომელი არა მიცემულ იყოს ქმარსა, ამათა შევიდედ.

4 და არა შეიგინნენ მეყსეულად ერსა შორის თჳსსა შეგინებად მათა და შიშულად

5 ნუ აღპარსვედ თმათა მკუდარსა ზედა და წვერსა ნუ დაიყჳნვედ ჴორცთა მათთაგან და ნუცა განიკუეთედ ჭრით.

6 არამედ წმიდა იყუნედ ღმრთისა მათისსა და არა შეიგინონ სახელი ღმრთისა მათისაჲ, რამეთუ შესაწირავსა ღმრთისა მათისსა იგინი შესწირვენ და იყუნედ იგინი წმიდა.

7 და დედაკაცსა მეძავსა და შეგინებულსა ნუ შეირთვედ და დედაკაცსა განტევებულსა ქმრისაგან თჳსისა ნუ მოიყვანებედ, რამეთუ წმიდა არიედ უფლისა ღმრთისა მათისა.

8 და წმიდა-ჰყო იგი, რამეთუ მსხუერპლსა უფლისა ღმრთისა თქუენისასა იგი შესწირავს და წმიდა იყავნ, რამეთუ წმიდა ვარ მე უფალი ღმერთი, რომელი განვსწმედ მათ.

9 და ასული თუ მღდელისაჲ შეიგინოს სიძვითა, სახელი მამისა თჳსისა შეაგინა, ცეცხლითა დაიწუნ.

10 და მღდელმან დიდმან ძმათაგან მისთა რომელსა ზედა დაესხა თავსა მისსა ზეთი ცხებისაჲ და სრულ ქმნულ არს შემოსად სამოსელისა მის თავსა ვარშამაგი, აღძარცუენ, ხოლო სამოსელსა ნუ დაიპებნ.

11 და ყოველსა ზედა სულსა აღსრულებულსა ნუ შევალნ ნუცა მამისა, ნუცა დედისა მისისა ზედა შეიგინებინ.

12 და სიწმიდეთაგან ნუ გამოვალნ, რათა არა შეაგინოს სიწმიდე იგი ღმრთისა მისისაჲ, რამეთუ წმიდაჲ, იგი ზეთი ცხებულებისაჲ ღმრთისამიერი არს მის ზედა. მე ვარ უფალი ღმერთი.

13 ხოლო ამან ქალწული ერისაგან თჳსისა მოიყვანოს,

14 ქურივი და განტევებული და მეძავი ვერ მოიყვანოს, არამედ ქალწული ნათესავისაგან თჳსისა მოიყვანედ ცოლად.

15 რათა არა შეიგინოს თესლი მისი ერსა შორის მისსა, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი, რომელმან განვწმიდე იგი.

16 და ეტყოდა უფალი ღმერთი მოსეს და ჰრქუა:

17 არქუ აჰრონს, კაცსა ნათესავისაგან შენისა: ტომთა შორის თქუენთა იყოს თუ ვისთანამე ბიწი, ნუ მოვალნ შეწირვად მსხუერპლისა ღმრთისა მისისა.

18 ყოველი კაცი, რომლისა თანა იყოს ბიწი, ნუ მოვალნ კაცი ბრმაჲ და მკელობელი, გინა ცხჳრმოკლე, გინა ყურკუეთილი,

19 გინა კაცი, რომელსა განტეხილ ედგას ჴელი,

20 ანუ ფერჴი, ანუ ზურგტეხილი, ანუ თუ ნახევარჴმელი, ანუ თუალითა ლბილი, ანუ კაცსა, რომლისა თანა იყოს სიმღიერე ბოროტი, გინა მეფხანი, ანუ ერთკაკაჲ.

21 და ყოვლისა თანა, რომლისა თანა იყოს ბიწი ნათესავსა აჰრონის მღდელისასა, ვერ მიეახლოს იგი შეწირვად მასხუერპლსა ღმრთისა შენისასა, რამეთუ ბიწი არს მის თანა, მსხუერპლსა ღმრთისა მისისასა ვერ მოუჴდეს შეწირვად წმიდასა წმიდათასა.

22 ხოლო წმიდათაგანი შეწირულთა ჭამენ.

23 გარნა კრეთსაბმელას ნუ მოვალნ, ნუცა საკურთხეველსა შევალნ, რამეთუ ბიწი არს მის თანა, და ვერ მივიდეს იგი შეგინებად მისა სიწმიდესა ღმრთისა მისისასა, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელი განვსწმედ მათ.

24 და ეტყოდა მოსე აჰრონს და ძეთა მისთა და ყოველთა მიმართ ძეთა ისრაჱლისათა ყოველთა მათ სიტყუათა.

<< ← Prev Top Next → >>