ბიბლია, ლევიანნი, თავი 14. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10104&pid=5&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ლევიანნი

ბიბლია - ძველი ქართულით

გამოსვლა ლევიანნი რიცხვნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27

1 და ეტყოდა უფალი ღმერთი მოსეს და ჰრქუა:

2 ესე არს შჯული კეთროვნისაჲ, რომელსა დღესა განწმიდნეს, და მოიყვანოს იგი მღდელისა მის

3 და განვიდეს მღდელი იგი გარეშე ბანაკსა მას და იხილოს მღდელმან მან და, აჰა, განკურნებულ არს შედებაჲ იგი კეთროანებისაჲ კეთროვნისა მისგან.

4 და უბრძანოს მღდელმან მან და მოართუნენ განწმედილსა მას ორნი ქათამნი ცოცხალნი წმიდანი და ძელი ნაძჳსაჲ და შესთული მეწამული და უსუპი.

5 და უბრძანოს მღდელმან მან და დაკლას ქათამი იგი ერთი ჭურჭელსა კეცისასა წყალსა ზედა ცხოველსა. და ქათამი იგი ერთი მოიღოს მან და ძელი იგი ნაძჳსაჲ და შეგრაგნილი იგი მეწამული და უსუპი და დააწოს იგი

6 და ქათამი იგი ცოცხალი სისხლსა მას ქათმისა დაკლულისასა წყალსა ზედა ცხოველსა.

7 და აპკუროს განწმედილსა მას კეთროვნებისაგან შჳდგზის და წმიდა იყოს და განავლინოს ქათამი იგი ცოცხალი ველად.

8 და განირცხეს განწმედილმან მან სამოსელი თჳსი და დაიყჳნოს ყოველი თმაჲ მისი და დაიბანოს წყლითა და წმიდა იყოს. და მისსა შემდგომად შევიდეს იგი ბანაკად და იქცეოდის იგი გარეშე სახლსა თჳსსა შჳდ დღე.

9 და იყოს, შემდგომად შჳდისა დღისა დაიყჳნოს ყოველივე თმაჲ მისი, თავი მისი და წარბნი და ყოველივე თმა მისი დაიყჳნოს, და განირცხეს სამოსელი მისი, დაიბანოს გუამი მისი წყლითა და წმიდა იყოს.

10 დღესა მერვესა მოიბნეს ორნი ტარიგნი უბიწონი წელიწდეულნი და ცხოვარი ერთი წელიწდეული უბიწოჲ და სამი ათეულისაგანი სამინდოჲ შესაწირავად შესუარული ზეთითა და საწყაული ერთი ზეთისაჲ.

11 და დაადგინოს მღდელმან მან განმწმედელმან კაცი იგი განწმედილი და ესე ყოველი წინაშე ღმრთისა კართა თანა კარვისა საწამებელისათა.

12 და მოიბას მღდელმან მან ტარიგი ერთი და მოჰგვაროს, რომელ-იგი ბრალისათჳს არს და საწყაული იგი ზეთისაჲ და განაჩინოს განჩემებით წინაშე ღმრთისა.

13 და დაკლან ტარიგი იგი ადგილსა მას, სადა-იგი დაკლიან მრგულიად დასაწუელები, და რომელ-იგი ცოდვისათჳს ადგილსა წმიდასა, რამეთუ არს იგი ცოდვისაჲ და ბრალისაჲ მღდელისა მის: წმიდაჲ წმიდათაჲ არს.

14 და მოიღოს მღდელმან მან სისხლისა მისგან ბრალისაჲსა და სცხოს მღდელმან მან ყურის ძირსა განწმედილსა მარჯუენესა და მწუერვალთა ჴელისა მისისა მარჯუენისათა და მწუერვალთა ფვრჴისა მისისა მარჯუენისასა.

15 და მოიღოს მღდელმან მან საწყაულისა მისგან ზეთისა ჴელსა მღდელისა მარცხენესა და დააწოს თითი მარჯუენე ზეთისა მისგან, რომელ იყოს ჴელსა მას მისსა მარცხენესა.

16 და დააპკუროს ზეთითა შჳდგზის წინაშე ღმრთისა, ხოლო ნეშტი იგი ზეთი, რომელი ჴელსა ზედა ედგას მღდელსა მას, სცხოს ყურისა ძირსა განწმედილისასა მას მარჯუენესა

17 და მწუერვალსა ჴელისა მისისა მარჯუენისასა და მწუერვალთა ფერჴისა მისისა მარჯუენისათა სისხლისა მისგან ბრალისაჲსა.

18 ხოლო ნეშტი იგი ზეთი, რომელი იყოს ჴელსა მღღელისასა, დაასხას თავსა ზედა მის განწმედილისასა.

19 და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან წინაშე ღმრთისა, და ყოს მღდელმან მან ცოდვისაჲ იგი, და ლხინება-ყოს მღდელმან განწმედილისა მისთჳს ცოდვისაგან მისისა

20 და ამისა შემდგომად დაკლას მღდელმან მან ყოვლად დასაწველი იგი და შესაწირავი საკურთხეველსა ზედა წინაშე ღმრთისა, და ლხინება-ყოს და განწმიდნეს.

21 უკუეთუ გლახაკ იყოს და ჴელმან მისმან არარაჲ პოვოს, მოიბას ტარიგი ერთი წელიწდეული, რომლისათჳს-იგი ცოდა, შესაწირავად და მეათე სამინდოჲსაჲ შესუარული ზეთითა, მსხუერპლად დასაწუელი იგი ზეთისაჲ ერთი.

22 და ორნი გურიტნი, ანუ ორნი მართუენი ტრედისანი და რაოდენ-რაჲ პოვოს ჴელმან მისმან, და იყოს ერთი იგი ცოდვისათჳს და ერთი იგი მრგულიად დასაწველად.

23 და მოართვას იგი დღესა მეშჳდესა განსაწმედელად თჳსა მღდელსა მას კარად კარვისა საწამებელისა წინაშე ღმრთისა.

24 და მოიღოს მღდელმან მან ტარიგი იგი ბრალისაჲ და საწყაული ზეთისაჲ და დადვას დასადებელად წინაშე ღმრთისა.

25 და დაკლას ტარიგი იგი, რომელ არს ბრალისათჳს, და მოიღოს მღდელმან სისხლისა მისგან ბრალისაჲსა და სცხოს ძირსა ყურისასა მის განწმედილისასა მარჯუენესა

26 და მწუერვალთა ჴელისა მარჯუენისა მისისათა და მწუერვალთა ფერჴისა მარჯვენისა მისისათა.

27 და ზეთისა მისგან დაასხას მღდელმან ჴელსა მღდელისა მის მარცხენისა და აპკუროს მღდელმან მან თითითა მარჯვენითა ზეთისა მისგან, რომელ იყოს ჴელსა მისსა მარცხენესა, შჳდგზის წინაშე ღმრთისა.

28 და დაასხას მღდელმან მან ზეთისა მისგანი, რომელ იყოს ჴელსა მას მისსა მარცხენესა, ყურისა ძირსა მის განწმედილისასა მარჯუენესა და მწუერვალთა ჴელისა მისისა მარჯუენისათა და მწუერვალთა ფერჴისა მისისა მარჯუენისათა ადგილსა მას სისხლისასა, რომელ-იგი არნ ბრალისაჲ მის.

29 ხოლო ნეშტი იგი ზეთისაჲ მის, რომელ-იგი იყოს ჴელსა მის მღდელისასა, დაასხას თავსა ზედა მის განწმედილისასა, და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან წინაშე ღმრთისა.

30 და ყოს ერთი იგი გურიტთაგანი, ანუ ერთი იგი ტრედისა მართუეთაგანი, რაჲცა-იგი პოვა ჴელმან მისმან,

31 ერთი ცოდვისათჳს და ერთი იგი მრგულიად დასაწველად და შესაწირავსა თანა და ლხინება-ყოს მღდელმან მან განწმედილისა მისთჳს წინაშე ღმრთისა.

32 ესე არს შჯული, რომლისა თანა იყოს შეხებაჲ იგი კეთროვანებისაჲ, და რომელმან არა პოვოს ჴელითა თჳსითა განსაწმედელად თავისა თჳსისა.

33 და ეტყოდა ღმერთი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:

34 რაჟამს შეხჳდეთ ქუეყანასა მას ქანანელთასა, რომელსა მე მიგეც თქუენ ნაწილად და მოვსცე შეხებაჲ კეთროვანებისაჲ სახლთა მათ ქუეყანისათა მონაგებისა თქუენისათა,

35 და თუ იყოს სახლსა ვისსამე და უთხრას მღდელსა მას და ჰრქუას, ვითარმედ: შეხებაჲ კეთროვანებისაჲ ვიხილე სახლსა ჩემსა,

36 და უბრძანოს მღდელმან მან გამოკრებაჲ ჭურჭრისა სახლისა მისგან შესულადმდე მღდელისა მის და ხილვად სახლისა მის, და რათა არაწმიდა იქმნეს, რაოდენი-რაჲ იყო სახლსა მას შინა.

37 და ამისა შემდგომად შევიდეს მღდელი იგი ხილვად სახლისა მის. და იხილოს მღდელმან მან შეღებაჲ იგი კედელთა მის სახლისათაჲ ჴჳფლოვნად მომწუანედ გინა მოწითლედ, პირი უმდაბლეს კედელთა მათ.

38 გამოვიდეს მღდელი იგი სახლისა მისგან კართა ზედა მის სახლისათა და განაშოროს სახლი იგი შჳდ დღე.

39 და კუალად მოვიდეს მღდელი იგი დღესა მეშჳდესა და იხილოს სახლი იგი და, აჰა, ესერა, განფენილ არს შეხებაჲ იგი კედელთა მის სახლისათა.

40 და უბრძანოს მღდელმან მან და გამოიხუნეს ქვანი იგი, რომელთა არს შეხებაჲ იგი და განიხუნენ იგინი გარეშე ქალაქსა მას ადგილსა არაწმიდასა და სახლი იგი მოხუეტონ გარემოჲსი და შინაგანი და განსთხიოს მტუერი იგი გარეშე ქალაქსა მას, ადგილსა არაწმიდასა.

41 და მოიხუნენ ლოდნი გამოთლილნი და კუალად შეუსხნენ ლოდთა მათ წილ პირველთა და განგოზონ სახლი იგი, უკუეთუ მოუჴდეს კუალად შეხებაჲ იგი სახლსა მას.

42 და აღმოსცენდეს კუალად სახლსა მას შინა შემდგომად გამოღებისა მის ლოდთაჲსა, და შემდგომად მოხუეტისა მის სახლისა და შემდგომად გაგოზისა მის მისისა,

43 და შევიდეს მღდელი იგი და იხილოს: უკუეთუ განეფინა კუალად შეხებაჲ იგი სახლსა მას, კეთროვანებაჲ დადგრომილ არს სახლსა მას შინა, არაწმიდა არს იგი. დაარღჳონ სახლი იგი და ყოველი ძელი მისი და ქვანი და ყოელივე მტუერი სახლისა მის განიღონ გარეშე ქალაქსა მას, ადგილსა არაწმიდასა.

44 და რომელ-იგი შევიდეს სახლსა მას, რომელ-იგი განშორებულ არს, არაწმიდა არს იგი ვიდრე მწუხრადმდე, და რომელი დაწვეს სახლსა მას შინა, განირცხეს სამოსელი თჳსი და იბანოს წყლითა და არაწმიდა იყოს იგი მიმწუხრადმდე. უკუეთუ მოვიდეს მღდელი იგი და იხილოს და, აჰა, ესერა, არა განფენით განიფინა სახლსა მას შინა შეხებაჲ იგი შემდგომად განგოზისა მის სახლისა და წმიდა-ყოს მღდელმან მან სახლი იგი.

45 რამეთუ განიკურნა სახლი იგი.

46 და მოიხუნეს განსაწმედელად

47 სახლისა მის ორნი ქათამნი ცოცხალნი

48 წმიდანი და ძელი ნაძჳსაჲ და შესთული მეწამული და უსუპი

49 და დაკლან ქათამი იგი ერთი ჭურჭელსა კეცისასა ტყავსა ზედა ცხოველსა

50 და მოიღოს ძელი იგი ნაძჳსაჲ და შეძახილი იგი მეწამული და უსუპი, და ქათამი იგი ცოცხალი,

51 და დააწოს სისხლსა მას ქათმისა მის დაკლულისასა წყალსა ზედა ცხოველსა და აპკუროს ამით სახლსა მას შჳდგზის.

52 და განწმიდოს სახლი იგი სისხლითა მით ქათმისაჲთა და წყლითა მით ცხოველითა და ძელითა მით ნაძჳსაჲთა და უსუპითა და შეგრაგნილითა მით მეწამულითა.

53 და განუტეოს ქათამი იგი ცოცხალი გარეშე ქალაქსა მას ველად და ლხინება-ყოს სახლისა მისთჳს და განწმიდნეს.

54 ესე არს შჯული ყოველსა ზედა შეხებასა

55 კეთროვანებისასა

56 და სჳრინგისასა და კეთროვანებასა სამოსლისასა და სახლისა და ბრძჳლისასა და ნიშისასა და ბრწყინვალისასა

57 და მითხრობისათჳს, რომელსა დღესა არაწმიდა იყოს, და რომელსა დღესა განწმიდნეს. ესე არს შჯული კეთროვანებისათჳს.

<< ← Prev Top Next → >>