1 და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა
2 და არქუ მათ: დედაკაცმან, რომელმან მუცლად-იღოს თესლი და შვეს წული, არაწმიდა იყოს იგი შჳდ დღე, მუნ დღენდმდე განწმედისა წიდოვანებისა მისისა არაწმიდა იყოს.
3 და დღესა მერვესა წინადასცჳთოს სხეული წინადაცუეთილებისა მისისაჲ.
4 და ჯდეს იგი ოცდაათცამეტ დღე სისხლითა არაწმიდითა მისითა და ყოველსა წმიდასა არა შეეხოს და სიწმიდესა არა შევიდეს ვიდრემდე აღესრულნენ დღენი იგი განწმედისა მისისანი.
5 უკუეთუ ქალი შვეს, არაწმიდა იყოს იგი ორწილ შჳდ დღე მსგავსად წიდოვანებისა მისისა და სამეოცდაექუს დღე ჯდეს იგი სისხლითა არაწმიდითა მისითა.
6 და რაჟამს აღესრულნენ დღენი იგი განწმედისა მისისანი ძესა ზედა, გინა ასულსა, შეწიროს ტარიგი წელიწდეული უბიწოჲ მსხუერპლად და მართუენი ტრედისანი, გინა გურიტნი ცოდვისათჳს კართა თანა კარვისა საწამებელისათა მღდელისა მიერ.
7 და შეწიროს წინაშე ღმრთისა და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან და განწმიდნეს წყაროჲსა მისგან სისხლისა მისისა. ესე არს შჯული მშობიერისაჲ წულსა ზედა გინა ქალსა.
8 უკუეთუ ვერ პოვოს ჴელმან მისმან ტარიგი, მოიქუნეს ორნი გურიტნი, ანუ მართუენი ტრედისანი: ერთი ყოვლად დასაწუველად და ერთი ცოდვისათჳს და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან და განწმიდნეს. |