ბიბლია, ლევიანნი, თავი 3. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10093&pid=5&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ლევიანნი

ბიბლია - ძველი ქართულით

გამოსვლა ლევიანნი რიცხვნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27

1 უკუეთუ შესაწირავად ცხორებისა იყოს მსხუერპლი იგი მისი ღმრთისა, ანუ თუ ზროხათაგან შესწირვიდეს იგი, გინათუ ვერძსა გინათუ ნეზუსა, უბიწოჲ მოიბნ იგი წინაშე ღმრთისა.

2 და დაასხნენ ჴელნი მისნი თავსა მას ზედა მის შესაწირავისასა, და დაკლას იგი კართა თანა კარვისა მის საწამებელისასა, და დასთხიონ ძეთა აჰრონისთა მღდელთა სისხლი იგი მისი საკურთხეველსა მას მრგულიად დასაწველთასა გარემოჲს.

3 და მოიღონ შესაწირავისა მისგან ცხორებისაჲსა ნაყოფად ღმრთისა ცმელი იგი გარდაბურვილი ქუსეტსა და ყოველი ცმელი მუცლისაჲ.

4 და ორნი თირკუმელნი და ცმელი იგი მას ზედა, რომელ არს ბარკალთაჲ და ღჳძლის ყურნი იგი თირკმელთა თანა მოჰკუეთოს.

5 და შეწირონ იგი ძეთა აჰრონისთა მღდელთა საკურთხეველსა მას ზედა შესაწირავთასა, შეშასა მას და ცეცხლსა, ნაყოფად, სულად სულნელად ღმრთისა.

6 უკუეთუ ცხოვართაგან იყოს მსხუერპლი იგი მისი ღმრთისა საცხორებელად მისა, ვერძი გინა თუ ნეზჳ უბიწოჲ, მოიბას იგი.

7 უკუეთუ კრავი მოიბას შესაწირავად მისა, მოართუას იგი წინაშე ღმრთისა

8 დაასხნენ ჴელნი მისნი თავსა მას შესაწირავისა მისისასა

9 და დაკლას იგი კართა თანა კარვისა საწამებელისათა,

10 და დასთხიონ ძეთა აჰრონისთა მღდელთა სისხლი იგი მისი გარემო საკურთხეველსა მას. და შეწიროს შესაწირავი იგი ცხორებისაჲ მსხუერპლად ღმრთისა, ცმელი და წელნი უბიწოჲ, თეძოჲთურთ მოჰკუეთოს იგი და ცმელი იგი გარდაბურვილი ქუსეტსა და ყოველი ცმელი მუცლისაჲ და ორნი თირკუმელნი და ცმელი იგი მათ ზედა, რომელ არს ბარკალთაჲ და ღჳძლის ყურნი იგი თირკუმლითურთ მოჰჴადოს.

11 და შეწიროს მღდელმან მან საკურთხეველსა ზედა სულად სულნელებისა მსხუერპლად ღმრთისა.

12 ანუ თუ თხათაგანი იყოს შესაწირავი იგი მისი და მოჰგუაროს იგი წინაშე ღმრთისა.

13 და დაასხნეს ჴელნი მისნი თავსა ზედა მისსა და დაკლან იგი წინაშე ღმრთისა კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა და დასთხიონ ძეთა აჰრონისთა მღდელთა სისხლი იგი მისი გარემო საკურთხეველსა მას.

14 და შეწიროს მას ზედა მსხუერპლად ღმრთისა ცმელი იგი გარდაბურვილი მუცელსა და ყოველი ცმელი მუცლისაჲ.

15 და ორნი თირკუმელნი და ცმელნი იგი მათ ზედა, რომელ არს ბარკალთაჲ და ღჳძლის ყურნი იგი ღჳძლისაჲ თირკუმელთა თანა მოჰკუეთოს,

16 და შეწიროს იგი მღდელმან მან საკურთხევვლსა ზედა, ნაყოფად, სულად სულნელად ღმრთისა ყოველივე ცმელი ღმერთსა.

17 შჯულად საუკუნოდ ნათესავსა შორის თქუენსა, ყოველი ცმელი და ყოველი სისხლი არა ჰჭამოთ.

<< ← Prev Top Next → >>