1 და უწოდდა ღმერთი მოსეს. და ეტყოდა მას უფალი კარვისა მისგან საწამებელისა და ჰრქუა: ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ:
2 კაცი თქუენგანი უკეთუ შემოსწირვიდეს შესაწირავსა მსხუერპლად ღმრთისა, საცხოვართაგან და ზროხათაგან და ცხოვართაგან შეწირეთ მსხუერპლი თქუენი.
3 უკუეთუ მრგულიად მწუარი იყოს მსხუერპლი იგი მისი: ჴარი ჴბოჲ უბიწოჲ ზროხათაგან, მოიბას იგი კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა და შეწიროს იგი სათნოდ წინაშე უფლისა.
4 და დასდვას ჴელი მისი თავსა ზედა მის შესაწირავისასა სათნოდ მისა და სალხინებელად მისთჳს.
5 და დაკლან ჴბოჲ იგი წინაშე უფლისა. და შეწირონ ძეთა აჰრონისთა მღდელთა სისხლი იგი მისი და მოაპკურონ სისხლი იგი მისი გარემოს საკურთხეველსა მას, რომელ-იგი არს კართა მათ თანა კარვისა საწამებელისათა.
6 და განჰჴადოს მრგულიად შესაწირავი იგი, და განაგონ იგი ასოდ-ასოდ.
7 და დადგან ძეთა აჰრონისთა მღდელთა ცეცხლი საკურთხეველსა მას ზედა და დაასხან შეშაჲ ცეცხლსა მას ზედა.
8 და დააგონ ძეთა აჰრონისთა მღდელთა დრონეული იგი, და თავი და ცმელი შეშასა მას ზედა, რომელი იყო საკურთხეველსა მას ზედა.
9 ხოლო ნაწლევნი და ფერჴნი განჰრცხნე წყლითა და დააგოს მღდელმან მან ყოველი ესე საკურთხეველსა ზედა, ნაყოფი არს ესე შესაწირავი სული სულნელებისაჲ უფლისა.
10 უკუეთუ ცხოვართაგანი იყოს შესაწირავი იგი მისი ღმრთისა კრავთაგან და თიკანთაგან მრგულიად მწუარად, ვერძი უბიწოჲ მოიბას იგი.
11 და დასდვან ჴელი მისი თავსა მისსა ზედა და დაკლან იგი გუერდით საკურთხეველსა მას, ბღუარით კერძო წინაშე უფლისა და მოაპკურონ მღდელთა, ძეთა აჰრონისთა, სისხლი მისი გარემო საკურთხეველსა მას.
12 და განყონ იგი ასოდ-ასოდ, თავი და ცმელი დააგონ მღდელთა მათ შეშასა მას ზედა.
13 ხოლო ნაწლევნი და ფერჴნი განრცხნეს წყლითა, შეწიროს მღდელმან მან ყოველი ესე და დადგას საკურთხეველსა მას ზედა, ნაყოფი არს შესაწირავი სული სულნელებისა უფლისა.
14 უკუეთუ მფრინველთაგან ნაყოფი მსხუერპლად შეწიროს ღმრთისა, და შეწიროს გურიტთაგან, ანუ მართუეთაგან ტრედთაჲსა შესაწირავი მისი.
15 და მოიღოს მღდელმან მან საკურთხეველსა თანა და წარჰკუეთოს მღდელმან მან თავი და დადვას საკურთხვველსა ზედა და დასწრიდოს სისხლი მისი ხარისხსა მას საკურთხეველისასა.
16 და წარჰკუეთნეს შეწებულად ფრთითურთ და გამოიხუნეს იგი საკურთხეველისაგან აღმოსავალად ადგილსა მსხუერპლისასა.
17 და მოსტეხნეს იგი ფრთეთა მათგან, და არა განყოს და დასდვას იგი მღდელმან მან საკურთხეველსა მას ზედა შეშასა მას და ცეცხლსა. ნაყოფი არს შესაწირავი სული სულნელებისა ღმრთისა. |