1 და შეკრიბა მოსე ყოველი კრებული ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუა მათ: ესე სიტყუანი არიან, რომელნი თქუა უფალმან ყოფად მათდა.
2 ექუს დღე იქმოდეთ საქმესა, ხოლო დღესა მის მეშჳდესა განისუენო, წმიდა არს ესე შაბათი ესე განსუენებაჲ უფლისაჲ. ყოველმან, რომელმან ქმნეს საქმე მას შინა, სიკუდილითა მოკუედინ.
3 არა აღაგზნეთ ცეცხლი ყოველსავე სამკჳდრებელსა თქუენსა დღესა შაბათსა, რამეთუ მე ვარ უფალი.
4 ეტყოდა მოსე ყოველსა მას კრებულსა ძეთა ისრაჱლისათა და თქუა: ესე სიტყუა არს, რომელი გიბრძანა უფალმან და თქუა:
5 მოიღეთ თქუენ თავისა თქუენისა შესაწირავად უფლისა. ყოველმან, რომელმან დაიჯეროს გულითა, მოიღოს ნაყოფად პირველად უფლისა ოქროჲ, ვეცხლი და რვალი.
6 ვიაკინთი, და ძოწეული და მეწამული რჩეული, და ზეზი შესთული და თმა თხათა.
7 და ტყავი ვერძთა ტარსიკონი, და ტყავი ცისხეული, და ძელი ულპოლველი.
8 და ზეთი სანთებელი, და საკუმეველები იგი ზავებული, და ნელსაცხებელი რჩეული.
9 და ქვაჲ სარდიონი, და ანთრაკი გამოქანდაკებულად საჴმართა მათ დასაწველთა.
10 და ყოველივე ბრძენი გონებით თქუენ შორის მოვედინ და იქმოდენ ყოველსავე მას რომელი ბრძანა უფალმან,
11 საქმედ კარავსა მას, და სტოაებსა, და სახურველებსა, და სამაგდარებსა, და მოქლონებსა, და სუეტებსა, და ხარისხთა.
12 და კიდობანსა მას საწამებელისასა და აღსაღებელთა მას მისთა. და სალხინებელსა, და კრეტსაბმელსა და განსაბმელსა მას ეზოსასა, და სუეტთა მათ მისთა, და ქვათა მათ ზმარაგდოთა საკმეველთა, და ზეთთა მათ ცხებისათა,
13 და ტაბლასა მას, და ყოველსავე ჭურჭელსა მისსა, და საგრილებელთა ტაბლისათა, და საკუმეველსა მას შეზავებულსა, და აღსაღებელსა მას, და ყოველსა ჭურჭელსა მისსა, და პურსა პირისა.
14 სასანთლესა სანთლისასა ყოველთა ჭურჭელთა მისთა, და სასანთლესა, და ზეთსა ნათლისასა.
15 და ტაბლასა საკუმეველისა, და საგრილებთა მისთა, და ზეთსა საცხებელისა, და საკუმეველსა შეზავებულსა და კრეტსაბმელთა ბჭისა კარვისათა,
16 და ტაბლასა საკუერთხთასა, და ლანძვსა რვალისასა და საგრილობელსა მისსა და ყოველთა ჭურჭელთა მისთა, და საბანებელთა, და ხარისხთა მისთა,
17 და სტოვაებსა, და კრეტსაბმელთა, და სვეტთა მისთა და ხარისხთა მისთა,
18 და კრეტსაბმელსა კარისა მის ეზოჲსასა, და მანაებსა მას ეზოჲსასა,
19 სამოსელსა მას წმიდასა აჰრონ მღდლისასა, და სამოსელსა მას, რომელი მსახურებენ სიწმიდესა მას შინა, და სამოსელსა მას ძეთა აჰრონისთასა სამღდელოსა.
20 და გამოვიდა ყოველი კრებული ძეთა ისრაჱლისათა მოსესგან.
21 და მოიღებდეს კაცად-კაცადი, რომელი უნდა გულსა მათსა, და რომელი ჯერ-უჩნდა სულსა მათსა, მოიღებდენ შესაწირავად უფლისა ყოველსავე საქმესა კარვისა მის საწამებელისასა, ყოველსავე მას საქმარსა მისსა და ყოველსავე
22 სამოსელსა წმიდასა.
23 მოიღეს ქმართა ცოლთაგან მათთა ყოველივე, რომელსა ჯერ-უჩნდეს გონებასა თჳსსა, მოაქუნდა ბეჭედი, და საყურები, და გრკალები, და საცხინველები, და სალტეები და ყოველივე ჭურჭელი ოქროჲსა და ყოველსა მოაქუნდა ოქროჲ შესაწირავად უფლისა.
24 და ყოველსა, რომელსა თანა იპოვა მეწამული და ვაკინთი და ზეზი ვანად თჳსად, მოაქუნდა ბალანი თხათა, და ტყავები მეწამული და ტყავები ცისხეული ტარსიკონი.
25 და მოიღეს ყოველი, რომელი შესწირვიდა შესაწირავსა ოქროჲსა და ვეცხლისა, და ყოველი მოაქუნდათ შესაწირავად უფლისა, და რომელთა თანა იპოვა მათ შორის ძელი ულპოლველი, მოაქუნდა ყოვლისა მისთჳს საქმისა მომზადებად.
26 და ყოველი დედაკაცი ბრძენი გონებითა ჴელითა სთვიდა და მოაქუნდა სთული მყიე, და ძოწეული და მეწამული, და ზეზი და ყოველსა დედაკაცსა, რომელსა ჯერ-უჩნდა გონებათა მათთა, სიბრძნით სთჳდეს თმასა თხისასა.
27 და მთავარნი იგი მამანი მოიღებდეს თვალთა პატიოსანთა: ანთრაკსა, ზამარაგდესა და ბივრილსა, და იაკინთსა ნივთად ვაკასისა მის.
28 და საკითხავისა შემზადებად და ზეთსა მას ცხებისასა და შემზადებასა მას საკუმეველთასა.
29 და ყოველი მამაკაცი და დედაკაცი, რომელთა მოუვიდოდა გონებითა მათითა, შევიდოდეს საქმედ ყოველსავე მას საქმესა, რომელი ბრძანა უფალმან საქმედ მოსეს მიერ. მოიღეს ძეთა ისრაჱლისათა შესაწირავი უფლისა.
30 და ჰრქუა მოსე ძეთა ისრაჱლისათა: აჰა ესერა, უწოდა ღმერთმან სახელით ბესელიელს ურისსა, ძისწულსა ურისსა, ტომისაგან იუდასსა.
31 და აღავსო იგი სულითა საღმრთოჲთა სიბრძნითა და გულისხმისყოფითა და მეცნიერებითა ყოვლითა.
32 ყოველსავე ზედა ხუროთმოძღურებად საქმედ ოქროჲსა და ვეცხლისა, და რვალსა და ანთრაკსა მას.
33 ხუროვნებად საქმედ ძელსა მას და ყოვვლსა საქმესა სიბრძნისასა და წინაწარ განზრახვად მოსცა მას.
34 და ელიაბს, ძესა მას აქის მაქისისასა, ტომისაგან დაანისსა.
35 და აღავსნა იგინი სიბრძნისა და განზრახვისა და გულისხმის-ყოფად და საქმედ ქსოვასა, და ჭრელსა ქსოვად მეწამულსა მას და ზეზსა ხუროთმოძღურებისა. |