1 და ესე არიან, რომელნი უყვნე მათ, განწმიდენ იგინი, რათა მიმღდელობდენ მე იგინი, მოიყუანო ზუარაკი ზროხათაგან ერთი და ვერძნი უბიწონი ორნი.
2 და პურნი უცომონი, გამოზელილნი ზეთითა, და ლელანგონი უცომონი, ცხებულნი ზეთითა, სამინდოსაგან იფქლისა ჰქმნნე იგინი.
3 და დააგნე იგინი ლანკნასა ზედა ერთსა და შესწირნე იგინი ლანკნითა მით და ზუარაკი და ორნი ვერძნი.
4 და აჰრონ და ძენი მისნი მოიყუანნე კართა ზედა კარვისა საწამებელისათა და განჰბანნე იგინი წყლითა.
5 და მომხუმელმან შესამოსელთა წმიდათამან შეჰმოსო აჰრონ, ძმაჲ შენი, და სამოსელი პოდირი შესამოსლისაჲ და სამჴარი და სიტყჳერი, და შეაყო სიტყჳერი იგი სამჴარსა თანა.
6 და დაადგა მიტრა თავსა ზედა მისსა და დასდვა პეტალი განწმედისაჲ მიტრასა ზედა.
7 და მოიღო ზეთი ცხებისა და დაასხა თავსა ზედა მისსა და სცხო მას.
8 და ძენი მისნი მოიყვანნე და შეჰმოსნე მათ შესამოსელნი და შეარტყნე მათ სარტყელნი.
9 და დაადგნე მათ კიდარნი და იყოს მათდა მღდელობაჲ ჩემი უკუნისამდე, და განასრულნე ჴელნი აჰრონისნი და ჴელნი ძეთა მისთანი.
10 და მოიყუანო ზუარაკი კართა თანა კარვისა საწამებელისათა და დაასხნენ აჰრონ და ძეთა მისთა ჴელნი მათნი თავსა ზედა ზუარაკისასა წინაშე უფლისა, კართა თანა კარვისა საწამებელისათა.
11 და დაჰკლა ზუარაკი წინაშე უფლისა კართა თანა კარვისა საწამებელისათა.
12 და მოიღო სისხლისაგან ზუარაკისა და სცხო რქათა საკურთხეველისათა თითითა შენითა, ხოლო სხუაჲ იგი ყოველი სისხლი მოჰღუარო ხარისხსა თანა საკურთხეველისასა.
13 და მოიღო ყოველი ცმელი მუცლისზედაჲ და ყური ღვიძლისაჲ და ორნი თირკუმელნი და ცმელი იგი მის ზედაჲ და აკუმიო და დააგო საკურთხვველსა ზედა.
14 ხოლო ჴორცნი ზუარაკისანი და ტყავი მისი და სკორე მისი დასწუა გარეშე ბანაკისა, რამეთუ ცოდვისა არს.
15 და მოიყვანო ვერძი ერთი და დაასხნენ აჰრონ და ძეთა მისთა ჴელნი მათნი თავსა ზედა ზუარაკისასა.
16 და დაჰკლა ვერძი, და მომღებელმან სისხლისა მისისამან მოჰღუარო საკურთხეველსა ზედა გარემო.
17 და ვვრძი განჰკუეთო ორად განაწილებით და განჰრცხნე შინაგანნი მისნი და ფერჴნი მისნი წყლითა და დაჰსხნე ორგანკუეთილებითა ზედა თავისა თანა მისისა.
18 და აღიღო ვერძი სრულებით საკურთხეველსა ზედა და ყოვლად დასაწველ იყოს უფლისა სულად სულნელებისად.
19 და მოიბა ვერძი მეორე, დაასხნენ აჰრონ და ძეთა მისთა ჴელნი თავსა ზედა ვერძისასა.
20 და დაჰკლა იგი და მოიღო სისხლისაგან მისისა და სცხო ცმელსა აჰრონის ყურისასა მარჯუენესა, და მწუერვალთა ჴელისა მარჯუენისათა და მწუერვალთა ფერჴისა მარჯუენისათა და ცმელსა ყურისასა ძეთა მისთასა მარჯუენესა და მწუერვალთაჲ ჴელთა მათთა მარჯუენეთასა, და მწუერვალთა ფერჴთა მათთა მარჯუენეთასა, აპკურო სისხლი საკურთხეველსა.
21 და მოიღო სისხლთაგან საკურთხეველისა და ზეთისაგან საცხებელისა, და აპკურო აჰრონს ზედა და შესამოსელსა მისსა ზედა და ძეთა ზედა მისთა და შესამოსელსა ზედა ძეთა მისთასა მის თანა, და განწმიდნეს იგი და სამოსელი მისი და ძენი მისნი და სამოსელნი ძეთა მისთა მის თანა, ხოლო სისხლი ვერძისა მოჰღუარო საკურთხეველსა ზედა გარემოჲს.
22 და მოიღო ვერძისაგან ცმელი მისი და ცმელი დამფარველი მუცლისაჲ და ყური ღჳძლისა და ორნი თირკუმელნი და მათ ზედა ცმელი და მარჯუენე მჴარი, რამეთუ განსრულებაჲ არს მისი.
23 და პური ერთი ზეთისაგან და ლელანგოჲ ერთი ლანკლნისაგან უცომოთა დაგებულთასა წინაშე უფლისა.
24 და დააგნე ყოველნი ჴელთა ზედა აჰრონისთა და ჴელთა ზედა ძეთა მისთასა და განაჩინნე იგინი განჩინებად წინაშე უფლისა.
25 და მიითუალნეს იგინი ჴელთაგან მათთა და აღიხუნე იგინი საკურთხეველსა ზედა ყოვლად დასაწველობისასა სულად სულნელებისად წინაშე უფალსა, ნაყოფება არს უფლისა.
26 და მოიღო მკერდი ვერძისაგან სრულებისასა, რომელ არს აჰრონისი, და განაჩინო იგი განჩინებად წინაშე უფლისა და იყოს შენდა ნაწილად.
27 და წმიდა-ჰყო მკერდი განჩინებული და მჴარი განჩინებისა, რომელი განჩინებულ არს და რომელი შეწირულ არს ვერძისაგან
28 სრულებისასა აჰრონისაგან და ძეთა მისთაგან შჯულად საუკუნოდ ძეთაგან ისრაჱლისათა, რამეთუ არს განჩინებული ესე და განჩინებაჲ იყოს ძეთაგან ისრაჱლისათა საკლველთაგან ცხორებისათა განჩინებული უფლისა.
29 და სამოსელი სიწმიდისა, რომელ არს აჰრონისსა, იყოს ძეთა მისთაცა მის თანა, ცხებად მათდა მათ შინა და განსრულებად ჴელთა მათთა.
30 შჳდ დღე შეიმოსდეს მათ მღდელი, ნაცვალი მისი, ძეთა მისთაგანი, რომელი შევიდოდის კარვად საწამებელად მსახურებად მის შორისთა წმიდათა.
31 და ვერძი სრულებისა მოიღო და შეაგბო ჴორცი მისი ადგილსა წმიდასა.
32 და შეჭამნენ აჰრონ და ძეთა მისთა ჴორცნი ვერძისანი და პურნი ლაკნისანი, კართა თანა კარვისა საწამებელისათა შეჭამნენ იგინი.
33 რომელთა შინა წმიდა იქმნნეს, მათ შინა სრულ იქმნნეს ჴელნი მათნი და განწმდეს იგინი და სხუა ნათესავმან არა ჭამოს მათგან, რამეთუ არიან წმიდა.
34 ხოლო უკეთუ დაშთეს ჴორცთაგან სრულებისათაჲსა და პურთაგან ვიდრე განთიადმდე, დასწუა იგი ცეცხლითა და სხუანი არა იჭამნენ, რამეთუ სიწმიდენი არიან.
35 და უყვნენ აჰრონს და ძეთა მისთა ყოველნი, რაოდენნი გამცნენ შენ. შჳდთა დღეთა განასრულნე ჴელნი მათნი.
36 და ჴბოჲ ცოდვისა ჰქმნა დღესა განწმედისასა და წმიდა-ჰყო საკურთხეველი განწმედითა შენითა მას ზედა და სცხო მას. შჳდთა დღეთა განსწმიდო საკურთხეველი და წმიდა-ჰყო იგი და იყოს საკურთხეველი წმიდაჲ წმიდისა. ყოველი, რომელი შეეხოს საკურთხვველსა, განწმდეს.
37
38
39 და ესენი არიან, რომელნი ჰქმნნე საკურთხეველსა ზედა ტარიგნი წელიწდეულნი უბიწონი, ორნი დღესა შინა მიმდემად ნაყოფებად სამიმდემოდ.
40 კრავი ერთი ჰყო ცისკრად და კრავი მეორე ჰყო მიმწუხრი.
41 და მეათედი სამინდოჲსა შესუარული ზეთითა წმიდითა ერთსა კრავსა თანა მეოთხედი სათუელისაჲ საღჳნისაჲ კრავსა ერთსა.
42 და კრავი მეორე ჰქმნა მიმწუხრი მსხუერპლისაებრ საცისკროჲსა და შეწირვისაებრ მისისა ჰქმნა სულად სულნელებისად.
43 ნაყოფებად უფლისა მსხუერპლი სამიმდემო ნათესავსა შინა თქუენსა კართა ზედა წინაშე უფლისა კარვისა საწამებელისათა, რომელთა შორის გეცნობო შენ მუნ ვიდრე ზრახვადმდე შენდა.
44 და უბრძანებდე მუნ ძეთა ისრაჱლისათა და განვწმიდნე მე დიდებითა ჩემითა.
45 და განვწმიდო კარავი წამებისა და საკურთხეველი, და აჰრონ და ძენი მისნი განვწმიდნე მღდელობად ჩემდა.
46 და წოდებულ ვიქმნე ძეთა ზედა ისრაჱლისათა და ვიყო მე მათდა ღმერთ და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი მათი ქუეყანით ეგჳპტით,
47 წოდებად მათ ზედა და ღმერთ მათდა ყოფად. |