ბიბლია, გამოსვლა, თავი 27. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10077&pid=4&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / გამოსვლა

ბიბლია - ძველი ქართულით

დაბადება გამოსვლა ლევიანნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40

1 და ჰქმნე საკურთხეველი ძელთაგან ულპოლველთა ხუთ წყრთა სიგრძე და ხუთ წყრთა სივრცე მისი, მოთხვითი იყოს საკურთხეველი იგი და სამი წყრთა სიმაღლე მისი.

2 და უქმნნე რქანი ოთხთა კიდეთა მისთა. მისგანვე იყვნენ რქანი მისნი და დაჰფარნე იგინი რვალითა.

3 და უქმნნე გჳრგჳნი საკურთხეველსა, დასაბურავი მისი და ფიალები მისი და ფუცხუები მისი და საცეცხური მისი და ყოველი ჭურჭელი მისი ჰქმნე რვალისა.

4 და უქმნე ლანძჳ ბადის სახე რვალისაჲ და აქმნე ლანძუსა ოთხნი ბეჭედნი რვალისანი ოთხთა კიდეთა მისთა.

5 და შემოუდრიკნე იგინი ლანძუსა მას საკურთხეველისასა ქუეშე კერძო, ხოლო იყოს ლანძჳ იგი ვიდრე ნახევრადმდე საკურთხეველისა.

6 და უქმნე აღსაღებელი საკურთხეველსა მას ძელთაგან ულპოლველთა და გარე შეჰრვალნე იგინი რვალითა.

7 და განუხუნე აღსაღებელნი იგი ბეჭედთა მათ და იყვნენ აღსაღებელნი იგი ორთავე გუერდთა საკურთხეველისათა აღსაღებელად მისსა.

8 გრძელოვნად ფიცრედად ჰქმნე იგი ჩუენებულისაებრ შენდა მთასა ზედა, ეგრეთ ჰქმნნე.

9 და ჰქმნე ეზოჲ ტაძრისა კერძოჲსაჲ სამხრად მიმართსა, კრეტსაბმელი ეზოჲსაჲ ბისონისგან ძახილისა, სიგრძე - ასი წყრთაჲ ერთისა მის მომრგულებისაჲ.

10 და სუეტნი მათნი ოცნი და ხარისხნი მათნი - ოცნი რვალისანი და კარშიკნი მათნი და მარწუხნი მათნი - ვეცხლისანი.

11 ეგრეთვე კერძოსა აღმოსავლად მიმართსა - კრეტსაბმელი, ასი წყრთა სიგრძით და სუეტნი მისნი ოცნი - რვალისანი და ხარისხნი მისნი ოცნი - რვალისანი და კარშიკნი მისნი და მარწუხნი სუეტთანი და ხარსხნი - გარემოვეცხლულ ვეცხლითა.

12 ხოლო სივრცე ეზოჲსა ზღჳთ კერძოჲსა - კრეტსაბმელი წყრთაჲ ერგასისი, სუეტნი მისნი - ათ და ხარისხნი მათნი - ათ.

13 ხოლო სივრცე ეზოჲსა ჩრდილო კერძოჲსაჲ - კრეტსაბმელი წყრთაჲ ერგასისი, სუეტნი მათნი - ათ და ხარისხნი მათნი - ათ.

14 და ათხუთმეტი წყრთაჲ - სიმაღლე კრეტსაბმელთა ერთისა მის კერძოჲსათა, სუეტნი მათნი - სამ და ხარისხნი მათნი - სამ.

15 და მეორისა კერძოჲსა - ათხუთმეტი წყრთაჲ სიმაღლე კრეტსაბმელთა, სუეტნი მათნი - სამ და ხარისხნი მათნი - სამ.

16 და ბჭესა მას ეზოჲსასა საბურველი - ოცი წყრთაჲ სიმაღლით ჳაკინთისაგან და პორფირისა და ძოწეულისა ძახილისა და ბისონისა გრეხილისა ჭრელად ნემსულისა სუეტნი მისნი - ოთხ და ხარისხნი მისნი - ოთხ.

17 ყოველნი სუეტნი ეზოჲსანი გარემოჲს - რვალისანი და მოვეცხლილნი ვეცხლითა, სუეტის თავნი მათნი - ვეცხლისანი და ხარისხნი მაინი - რვალისანი.

18 ხოლო სიგრძე ეზოჲსა - ასი ასსა თანა და სივრცე - ერგასისი ერგასისსა თანა, და სიმაღლე - ხუთ წყრთა ბისონისაგან გრეხილისა და ხარისხნი მათნი რვალისანი.

19 და ყოველი სამზადისი კარვისა და ყოველნი ჭურჭელნი და მანანი მის ეზოჲსანი - რვალისანი.

20 და შენ ამცენ ძეთა ისრაჱლისათა და მოიღე ზეთი ზეთთაგან უთხლეო, წმიდა, წურვილი სანთებლად, რათა მარადის ენთებოდის სასანთლე.

21 კარავსა შინა წამებისასა გარეშე კრეტსაბმელსა ზედა კერძოსა აღთქუმისასა ანთებდენ მას აჰრონ და ძენი მისნი მწუხრითგან ვიდრე განთიადადმდე წინაშე უფლისა შჯულად საუკუნოდ ნათესავსა შინა თქუენსა ძეთა მიერ ისრაჱლისათა.

<< ← Prev Top Next → >>