1 და კარავი ჰქმნე ათ ეზოებად ბისონისა ძახილისა და ჳაკინთისა და პორფირისა და ძოწეულისა ძახილისა; ქერობინად ქმნულად ქსოილად ჰქმნნე იგინი.
2 სიგრძე ეზოჲსა ერთისა ოცდარვა წყრთა და სივრცე ოთხ წყრთა ეზოჲსა ერთისა იყოს საზომი, იგივე იყოს ყოველთა ეზოთაჲ.
3 ხუთნი ეზონი იყვნენ მახლობელნი ერთკერძო და ხუთნივე იგი იყვნენ შედგმულ მოყუასი მოყუასსა.
4 და უქმნე მათ კილოები ჳაკინთისა ძგიდესა ზედა ეზოჲსა ერთისასა ერთისა კერძოჲსაგან შესაკინძველად და ესრეთ ჰყო ძგიდისაგან გარეგანისა ეზოჲსა შესაკინძველად მეორისა.
5 ხოლო ერგასისნი კილონი უქმნნე ეზოსა ერთსა და ერგასისნი კილონი უქმნნე კერძოსა ეზოჲსასა შესაკინძველად მეორისა, წინაშე პირსა წინა ემთხჳოს თჳთოეული მათი ურთიერთას.
6 და ჰქმნნე კარშიკები ერგასისი ოქროჲსაჲ და შეაბრძჳლო ეზოები მოყუასი მოყუასსა კარშიკებითა და იყოს კარავი ერთი.
7 და ჰქმნე გარდასაბურველი თმისა საფარველად კარვისა მის, ათერთმეტი გარდასაბურველი უქმნე მათ.
8 სიბრძე გარდასაბურველისაჲ ერთისაჲ იყოს ოცდაათი წყრთა და ოთხი წყრთა სივრცე გარდასაბურველისა ერთისაჲ, საზომი იგივე იყოს გარდასაბურველთა ათერთმეტთაჲ.
9 და შეიყვნენ ხუთნი გარდასაბურველნი ერთბამად და ექუსნი გარდასაბურველნი ერთბამად; და შემოჰკეცო მეექუსე იგი გარდასაბურველი წინაშე პირსა კარვისასა.
10 და ჰქმნნე ღილნი ერგასისნი ძგიდესა ზედა გარდასაბურველისასა, რომელი შეეკინძებოდის მეორესა.
11 და ჰქმნნე კარშიკნი რვალისანი ერგასისნი და შეაკინძო კარშიკები იგი კილოებითა მით, შეაბრძჳლნე გარდასაბურველნი და იყვნენ ერთ.
12 და შეუკეცო დამატებული გარდასაბურველთა შორის კარვისათა, ნახევრითა გარდასაბურველითა დაშთომილისათა დაჰბურო დამეტებული გარდასაბურველთა კარვისათა, დაჰბურო უკუანა კერძო კარვისა.
13 წყრთაჲ ამიერ და წყრთაჲ იმიერ ნამეტავისაგან სიგრძისა საბურველთასა გარდასაბურველთაგან კარვისათა იყოს დამფარველ გუერდთა ზედა კარვისათა ამიერ და იმიერ, რათა დაჰფარვიდეს.
14 და ჰქმნე საფარველიცა კარვისა ტყავნი ვერძთანი მეწამულად ღებულნი და ზედა საბურველნი ტყავნი ჳაკინთის ფერნი ზედა კერძო.
15 და ჰქმნნე სუეტნი კარვისანი ძელთაგან ულპოლველთა.
16 ათ წყრთა სიგრძე ერთისა სუეტისა და წყრთა ერთ და ნახევარ
17 სივრცე ერთისა ორნი იდაყუნი სუეტსა მას ერთსა, წინააღმდგომნი ერთი ერთისაჲ. ესრეთ უყო ყოველთა სუეტთა კარვისათა.
18 და ჰქმნნე სუეტნი კარვისანი ოცნი სუეტნი ერთ კერძო ჩრდილოთ კერძო.
19 და ორმეოცი სუეტის თავები ვეცხლისა უქმნე ოცთა მათ სუეტთა, ორნი სუეტის თავნი ერთსა სუეტსა ორთავე კერძოთა მისთა.
20 და ნაწილსა მეორესა სამხრით კერძოსა - ოცნი სუეტნი.
21 და ორმეოცნი სუეტის თავნი მათნი ვეცხლისანი, ორნი სუეტის თავნი ერთსა სუეტსა ორთავე კერძოთა მისთა.
22 და უკუანა კერძო კარვისა ზღუად მიმართ ჰქმნნე ექუსნი სუეტნი.
23 და ორნი სუეტნი ჰქმნნე ყურეთა მის კარვისათა ზურგით კერძო.
24 და იყვნენ სწორ ქუენა კერძო და მისებრვე იყუნენ სწოტნი სუეტის თავთაგან შესანაწევრებელად ერთად. ესრეთ უყო ორკერძოთავე მათ ორთა ყურეთა, რათა სწორ იყვნენ.
25 და იყვნენ რვანი სუეტნი და ხარისხნი მათნი ვეცხლისანი ათექუსმეტნი. ორნი ხარისხნი - სუეტსა ერთსა და ორნი ხარისხნი - სუეტსა ერთსა და ორთავე კერძოთა მისთა.
26 და ჰქმნნე მოქლონნი ძელთაგან ულპოლველთა ხუთნი ერთსა სუეტსა ერთკერძო კარვისა.
27 და ხუთნი მოქლონნი ერთსა სუეტსა მეორესა კერძსა კარვისასა და ხუთნი მოქლონნი უკუანასა სუეტსა ზღუად მიმართსა კერძოსა კარვისასა.
28 და მოქლონი იგი შუა მოქმედებდენ საშუალ სუეტთასა ერთისა კერძოჲსგან მეორისა კერძისა მიმართ.
29 და სუეტნი იგი ოქრომოსილ ჰყვნე ოქროჲთა და ჰქმნნე ბეჭედნი ოქროჲსანი, რომელთა განაცუნე მოქლონნი იგი და ოქროვან-ჰყვნე მოქლონნი იგი ოქროჲთა.
30 და აღჰმართო კარავი იგი სახისაებრ ჩუენებულისა შენდა მთასა ზედა.
31 და ჰქმნე კრეტსაბმელი ჳაკინთისაგან და პორფირისა და ძოწეულისა ძახილისა და ბისონისა სთულისა, ნაქმარად ქსოილად ჰქმნე იგი ქერობინად.
32 და დასდვა ოთხთა სუეტთა ზედა ულპოველთა, შემოსილთა ოქროჲთა და სუეტისთავნი მათნი ოქროჲსანი და ხარისხნი მათნი ოთხნი - ვეცხლისანი.
33 და დასდვა კრეტსაბმელი სუეტთა მათ ზედა. და შეიღო მუნ უშინაგანეს კრეტსაბმელისა კიდობანი წამებისაჲ და განგიწვალებდეს თქუენ კრეტსაბმელი იგი შორის წმიდისა მის და შორის წმიდისა წმიდათასა.
34 და დაჰფარო კრეტსაბმელითა კიდობანი იგი წამებისაჲ წმიდათა შინა წმიდათასა.
35 და დასდვა ტაბლა გარეშე კრეტსაბმელისა და სასანთლე წინაშე ტაბლისა სამხრად მიმართსა კერძოსა კარვისასა და ტაბლაჲ დასდვა ჩრდილოდ მიმართსა კერძოსა კარვისასა.
36 და ჰქმნე განსამარტებელი ჳაკინთისგან და პორფირისა და ძოწეულისა ძახილისა და ბისონისა სთულისა ნაქმრად ჭრელებულად:
37 და უქმნე კრეტსაბმელსა მას ხუთნი სუეტნი ხისაგან ულპოლველისა და ოქრომოსილ-ჰყვნე იგინი ოქროჲთა და სუეტის თავნი მათნი ოქროჲსანი და გამოადნვნე მათგან ხუთნი ხარისხნი რვალისანი. |