ბიბლია, გამოსვლა, თავი 21. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10071&pid=4&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / გამოსვლა

ბიბლია - ძველი ქართულით

დაბადება გამოსვლა ლევიანნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40

1 და ესე აღრიცხვაჲ სამართალთა ჩემთა წინაშე მათსა.

2 უკუეთუ მოიგო მონაჲ ებრაელი, ექუს წელ გმონებდეს შენ, ხოლო მეშჳდესა წელსა განვიდეს თავისუფალი ნიჭითა.

3 ხოლო უკუეთუ თჳთ მხოლოჲ შემოვიდეს, მხოლოცა განვიდეს. ხოლო უკუეთუ ცოლი შემოვიდეს მის თანა, ცოლიცა განვიდეს მის თანა.

4 ხოლო უკუეთუ უფალმან მისმან უსუას მას ცოლი და უშვნეს მას ძენი, ანუ ასულნი, ცოლი და შჳლნი იყვნედ უფლისა მათისად და იგი მხოლოჲ განვიდეს.

5 ხოლო უკუეთუ მიუგოს და ჰრქუას მონამან: შევიყუარე უფალი ჩემი და ცოლი ჩემი და შვილნი ჩემნი და არა განვალ თავისუფალი.

6 მიიყუანოს იგი უფალმან მისმან სამშჯავროსა ღმრთისასა და მერმე მიიყუანოს იგი კარად ზღურბლსა თანა და განუჴურიტოს მას უფალმან მისმან ყური სადგისითა და ჰმონებდეს მას უკუნისამდე.

7 უკუეთუ ვინმე მისცეს ასული თჳსი მონასა, არა განვიდეს, ვითარცა განვლენ მჴევალნი.

8 ხოლო უკუეთუ არა სათნო-იყოს უფლისა თჳსისა, რომელი არა აღიარა მან წინაშე თუალთა, გამოიჴსნას იგი, ხოლო წარმართისა უცხოჲსა არა უფალ არს განსყიდისა მისისა, რამეთუ შეურაცხ-ყო იგი.

9 ხოლო უკუეთუ ძედ აღიაროს იგი, სამართალთაებრ ასულთასა უყოს მას.

10 და უკუეთუ სხუაჲ მიიყვანოს მან, სათანადოთაგან და შესამოსლისა და ზრახვისა მისისა არა დააკლოს იგი.

11 ხოლო უკუეთუ სამნი ესე არა ყვნეს მან, განვიდეს იგი ცუდად თჳნიერ ვეცხლისა.

12 ხოლო უკუეთუ სცეს ვინმე ვისმე და მოკუდეს, იგიცა მოკუედინ.

13 ხოლო რომელმან არა ნებსით, არამედ ღმერთმან მისცა იგი ჴელთა მისთა. მისცე ადგილი, რომელსა მიივლტოდის მუნ კაცისმკულელი იგი.

14 ხოლო უკუეთუ ვინმე ზედა დაესხას მოყუასსა მოკლვად მისა ზაკვითა და მოივლტოდის იგი საკურთხეველისა მიმართ ჩემისა, გამოიყვანო იგი მოკლვად.

15 რომელმან სცეს მამასა თჳსსა, ანუ დედასა, სიკუდილით მოკუდეს.

16 რომელმან მოჰპაროს ვისმე რაჲმე ძეთა ისრაჱლისათაგანსა და ჰმძლავროს მას მიხუეჭად და იპოოს მის თანა, სიკუდილით მოკუედინ.

17 ბოროტის მეტყუელი მამისა ანუ დედისა თჳსისაჲ სიკუდილით მოკუდეს.

18 უკუეთუ ილალებოდინ ორნი მამაკაცნი და სცეს ვინმე მოყუასსა ქვითა, ანუ მჯიღითა და არა მოკუდეს, გარნა დავარდესვე ცხედარსა ზედა.

19 უკუეთუ აღდგეს კაცი იგი და ვიდოდეს გარე კუერთხითა, უბრალო იყოს მცემელი იგი, გარნა უქმებისათჳს მისისა მიაგოს მისდა კურნებისაჲ.

20 ხოლო უკუეთუ ვინმე სცეს მონასა თჳსსა, ანუ მჴევალსა კუერთხითა და მოკუდეს ჴელთა მიერ მისთა, პატიჟი მიეჴადოს,

21 ხოლო უკუეთუ იცხორებოდისღა დღე ერთი, ანუ ორი, არა მიეჴადოს, რამეთუ ვეცხლი მისი არს.

22 უკუეთუ ვინმე იბრძოდინ ორნი კაცნი და დასცეს დედაკაცი მუცელქუმული და განვიდეს ყრმაჲ მისი დაუხატველი, ზღვევით იზღვიოს, ვითარცა ინებოს ქმარმან მის დედაკაცისამან და მისცეს პატივისა თანა.

23 ხოლო უკუეთუ დახატული იყოს, მისცეს სული ნაცულად სულისა,

24 თუალი - ნაცულად თუალისა, კბილი - ნაცულად კბილისა, ჴელი - ნაცულად ჴელისა, ფერჴი - ნაცულად ფერჴისა.

25 დამწუარი - ნაცულად დამწურისა, წყლული - ნაცულად წყლულისა, ნაგუემი - ნაცულად ნაგუემისა.

26 უკუეთუ ვინმე სცეს თუალსა მონისა ანუ მჴევლისა თჳსისასა და დააბრმოს, თავისუფლად განავლინნეს იგინი ნაცულად თუალთა მათთა.

27 უკუეთუ კბილი მონისა ანუ კბილი მჴევლისა თჳსისა აღმოჰფხურას, თავისუფლად განავლინნეს იგინი ნაცულად კბილისა მათისა.

28 უკუეთუ ურქინოს კურომან მამაკაცსა ანუ დედაკაცსა და მოკუდეს, ქვა-დაკრებულ იქმნეს კუროჲ და არა იჭამოს ჴორცი მისი, ხოლო უფალი კუროსა უბრალო იყოს.

29 ხოლო უკუეთუ კურო მრქენალი იყოს უწინარეს გუშინდლისა და უწინარეს ძოღანდლითგან, და უწამებდენ უფალსა მისსა და არა უჩინო-ყოს იგი, ხოლო მოკლას მამაკაცი, ანუ დედაკაცი, კუროჲ ქჳთა განიტჳნოს და უფალი მისი თანა მოკუდეს.

30 ხოლო უკეთუ საჴსარი იგი ზედა ესვას მას, მისცეს საჴსარი სულისა მისისა ყოველთაებრ, რაოდენნი ზედა დაჰსხნენ მას.

31 ხოლო უკუეთუ ძესა ურქინოს, ანუ ასულსა, სამართლისა ამისებრ უყონ მას.

32 ხოლო უკუეთუ მონაჲ დარქინოს კურომან, ანუ მჴევალი, ოცდაათისა ვეცხლისა დიდრაქმაჲ მისცეს უფალსა მათსა და კუროჲ ქჳთა განიტჳნოს.

33 უკუეთუ ვინმე განაღოს ჯურღმული, ანუ აღმოჰკუეთოს ჯურღმული და არა დაბუროს იგი და შთავარდეს მას შინა ზუარაკი, ანუ ვირი,

34 უფალმან ჯურღმულისამან გარდაიჴადოს: ვეცხლი მისცეს უფალსა მათსა, ხოლო მკუდარი მისი იყოს.

35 უკუეთუ ურქინოს კურომან ვისმანმე კუროსა მეზობლისასა და მოკუდეს, განსცეს კუროჲ იგი ცოცხალი და განიყონ ვეცხლი მისი და მომკუდარი იგიცა კუროჲ განიყონ.

36 ხოლო უკუეთუ ცნობილ იყოს, ვითარმედ მრქენალი არს პირველ გუშინდლისა და პირველ ძოღანდლისა და ეწამოს უფლისა მისისადა და არა უჩინო-ეყოს მას, მისცეს კუროჲ ნაცვლად კუროჲსა უფალსა მისსა, ანუ მისცეს ვეცხლი ნაცვლად კუროჲსა, ხოლო მომკუდარი იგი მისდა იყოს.

37

<< ← Prev Top Next → >>