ბიბლია, გამოსვლა, თავი 18. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10068&pid=4&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / გამოსვლა

ბიბლია - ძველი ქართულით

დაბადება გამოსვლა ლევიანნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40

1 ხოლო ესმა იოთორს, მღდელსა მადიამისასა, სიმამრსა მოსესსა, ყოველი, რაოდენი უყო უფალმან ერსა თჳსსა ისრაჱლსა, რამეთუ გამოიყვანა უფალმან ისრაჱლი ეგჳპტით.

2 და მოიყუანა იოთორ, სიმამრმან მოსესმან, სეპფორა, ცოლი მოსესი, განსავლინებელისა თანა შემდგომად განტევებისა მისისა

3 და ორნი ძენი მისნი: სახელი ერთისა მის - გერსამ, მეტყუელი: მსხემ ვარ ქუეყანასა უცხოსა;

4 და სახელი მეორისაჲ - ელიეზერ, რამეთუ ღმერთი მამისა ჩემისა შემწე ჩემდა და განმარინა მე ჴელისაგან ფარაოსსა.

5 და მოვიდა იოთორ, სიმამრი მოსესი, და ძენი და ცოლი მისი მოსეს მომართ უდაბნოსა, სადა დაბანაკებულ იყვნეს მთასა თანა ღმრთისასა.

6 ხოლო მიუთხრეს მოსეს მეტყუელთა: აჰა, იოთორ, სიმამრი შენი, მოვალს შენდა და ცოლი შენი და ორნი ძენი შენნი მის თანა.

7 და განვიდა მოსე მიგებებად სიმამრისა თჳსისა, და თაყუანი-სცა მას და ამბორს-უყო მას, ღა შეიტკბნეს ურთიერთას, და შეიყვანა იგი კარავსა შინა.

8 და მიუთხრა მოსე სიმამრსა ყოველნი, რაოდენნი უყვნა უფალმან ფარაოს და მეგჳპტელთა ისრაჱლისათჳს, და ყოველი ჭირი შემთხუეული გზასა ზედა, და ვითარმედ გამოიჴსნნა იგინი უფალმან ჴელისაგან ფარაოჲსსა და ჴელისაგან მეგჳპტელთასა.

9 ხოლო განკჳრდა იოთორ ყოველთა ზედა კეთილთა, რომელნი უყვნა მათ უფალმან, რამეთუ გამოიჴსნნა იგინი ჴელისაგან მეგჳპტელთასა და ჴელისაგან ფარაოჲსთა.

10 და თქუა იოთორ: კურთხეულ არს უფალი, რამეთუ იჴსნა ერი თჳსი ჴელისაგან მეგჳპტელთასა და ჴელისაგან ფარაოჲსსა!

11 აწ მიცნობიეს, რამეთუ დიდ არს უფალი უფროჲს ყოველთა ღმერთთასა ამისთჳს, რამეთუ მძლე ექმნა მათ!

12 და მოართუნა იოთორ, სიმამრმან მოსესმან, ყოვლად დასაწუველნი და მსხუერპლნი ღმერთსა. ხოლო მოვიდეს აჰრონ და ყოველნი მოხუცებულნი ისრაჱლისანი ჭამად პურისა სიმამრსა თანა მოსესსა წინაშე ღმრთისა.

13 და იყო, შემდგომად ხვალისა დაჯდა მოსე შჯად ერისა; და წინაშე უდგა ყოველი ერი მოსეს განთიადითგან ვიდრე მწუხრადმდე.

14 და იხილა რაჲ იოთორ ყოველი, რაოდენი უყო ერსა, ჰრქუა: რაჲ არს ესე, რომელსა შენ უყოფ ერსა? რაჲსათჳს შენ ჰზი მარტოჲ, ხოლო ყოველი ერი წინა-გითქს შენ განთიადითგან ვიდრე მიმწუხრადმდე?

15 და ჰრქუა მოსე სიმამრსა: რამეთუ მოვალს ჩემდა ერი გამოძიებად მშჯავრსა ღმრთისა მიერ.

16 რამეთუ რაჟამს იქმნეს მათდა ცილობაჲ, და მოვიდენ ჩემდა, განუბჭობ თითოეულსა და შევაზავებ მათ ბრძანებასა ღმრთისასა და შჯულსა მისსა.

17 და თქუა სიმამრმან მოსესმან მისსა მიმართ: არა მართლად ჰყოფ შენ სიტყუასა ამას!

18 ხრწნილებით განიხრწნა შენ და ყოველი ერი, რომელ არს შენ თანა; მძიმე არს შენდა სიტყუაჲ ესე. ვერ ძალ-გიც ამისი ქმნაჲ შენ მარტოსა.

19 აწ უკუე ისმინე ჩემი, და განგზრახო შენ, და იყოს ღმერთი შენ თანა, ექმენ შენ ერსა ღმრთისა მიმართ და შესწირენ სიტყუანი მათნი წინაშე ღმრთისა.

20 და უწამებდ მათ ბრძანებათა ღმრთისათა და შჯულსა მისსა, და უნიშნევდ მათ გზათა, რომელთა ზედა ვიდოდინ მათ ზედა და საქმეთა, რომელთა ჰყოფდენ.

21 და შენ თავსა შენსა ეკრძალე და გამოირჩიენ ყოვლისაგან ერისა კაცნი ძლიერნი, ღმრთის მსახურნი, კაცნი მართალნი, მოძულენი ამპარტავანებისანი; და დაადგინენ იგინი მათ ზედა ათასისთავად და ასისთავად და ერგასისთავად და ათისთავად

22 და წერილის შემომყვანებელად და შჯიდენ ერსა ყოველსა ჟამსა, ხოლო სიტყუასა უზეშთაესსა ძალისასა მოაწევდენ შენდა, ხოლო მცირეთა საშჯელთა შჯიდენ იგინი, და აღასუბუქებდენ შენგან და თანაშეგეწეოდინ შენ.

23 უკუეთუ სიტყუაჲ ესე ჰყო, განგაძლიეროს შენ ღმერთმან, და შემძლებელ იყო წინაშე დგომად; და ყოველი ესე ერი მივიდეს ადგილსა თჳსსა მშჳდობით.

24 და ისმინა მოსე ჴმაჲ სიმამრისა და ქმნა, რაოდენიცა მან თქუა.

25 და გამოირჩინა მოსე კაცნი ძლიერნი ყოვლისაგან ისრაჱლისა და ყვნა იგინი მათ ზედა ათასისთავ და ასისთავ და ერგასისთავ და ათისთავ

26 და წერილის შემომყუანებელ, და შჯიდეს ერსა ყოველსა ჟამსა, ხოლო სიტყუასა უზეშთაესსა ძალისსა მიაწევდეს მოსეს მიმართ და ყოველსა სიტყუასა სუბუქსა შჯიდენ იგინი.

27 ხოლო წარგზავნა მოსე სიმამრი თჳსი და წარვიდა ქუეყანად თჳსსა.

<< ← Prev Top Next → >>