1 და ჰრქუა უფალმან მოსეს: ერთიღა გუემაჲ მივავლინო მე. ფარაოს ზედა და ეგჳპტელთა მაგათ, და მაშინღა თუ გამოგავლინნეს თქუენ, არამედ რაჟამს გამოგავლინებდეს თქუენ, ყოვლითურთ გამოგასხნეს თქუენ მაგიერ.
2 ეტყოდე შენ ფარულად ყურთა ერისათა, რათა მივიდენ და სამკაული შესასხმელად მოითხოვონ ეგჳპტელთა მათგან მამაკაცმან მოძმისაგან თჳსისა და ეგრეთვე დედაკაცმან მახლობელისაგან თჳსისა ჭურჭელი ოქროჲსა და ვერცხლისა და სამოსელი პატიოსანი.
3 და უფალმან მისცა მადლი ერსა თჳსსა წინაშე ეგჳპტელია მათ და განუჴსნა გული მათი მოცემად მათდა სამკაული იგი შესხმად, ვითარცა-რას ითხოვდეს იგინი მათგან. და კაცი იგი მოსე განდიდნა და ამაღლდა დიდად ფრიად წინაშე მეგჳპტელთა მათ და წინაშე ფარაოჲსა და ყოვლისა ერისა მისისა.
4 სიტყუად იწყო მოსე და თქუა: ამას იტყჳს უფალი: შუაღამესა ოდენ მე მოვიდე და შევიდე შორის ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა.
5 ვგუემო და მოვსპო ყოველი პირმშოჲ ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა კაცითგან მიპირუტყუადმდე, პირმშოჲთგან ფარაოჲსით, რომელი ზის სასთაულთა საერკოლოტოთა მიპირმშოდმდე მჴევლისა, რომელი-იგი გამოჰკრავს ფქჳლთა მათ,
6 და იყოს ღაღადება დიდ ყოველსა ზედა ეგჳპტესა, რომელ ეგევითარი ღაღადებაჲ არა სადა ყოფილ იყოს შორის მათსა, არცაღა მერმე ყოფად არს მიაღსასრულადმდე ჟამთა.
7 გარნა შორის ძეთა მათ ისრაჱლისათა ლეკჳსაცა ერთისა ჭუმინვაჲ არცა იყოს კაცითგან მიპირუტყუადმდე, რამეთუ არა ვის ევნებოდის, რათა განცხადნეს, ვითარ იდიდოს უფალი ღმერთი შორის მეგჳპტელთა მაგათ და შორის ისრაჱლთა.
8 და მოვიდენ ყოველნი ეგე მონანი შენნი ჩემდა და თაყუანის-მცენ მე და თქუან: განვედ შენ და ყოველი ეგე ერი შენი, რომელსა შენ უძღჳ! და მაშინღა წარვიდე. ესე თქუა მოსე.
9 და გამოვიდა პირისაგან ფარაოსა სავსე გულისწყრომითა და ჰრქუა უფალმან მოსეს: არა ყოფად არს, არა ისმინოს შენი ფარაო, არა თუ აღვავსო და აღვასრულო ყოველივე იგი ნიშები ჩემი და სასწაულები ქუეყანასა მას ზედა ეგჳპტელთასა.
10 ყვეს მოსე და აჰრონ ყოველივე სასწაულები და ნიშები ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა წინაშე ფარაოსა; ხოლო უფალმან განაფიცხა გული ფარაოსი, და არავე გამოუტევებდა ძეთა ისრაჱლისათა ქუეყანისაგან ეგჳპტელთასა. |