ბიბლია, გამოსვლა, თავი 4. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10054&pid=4&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / გამოსვლა

ბიბლია - ძველი ქართულით

დაბადება გამოსვლა ლევიანნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40

1 მიუგო მოსე და ჰრქუა: უკუეთუ არა ჰრწმენეს ჩემი, არცა ისმინონ ჴმისა ჩემისა, რამეთუ მრქუან, ვითარმედ: არა გეჩუენა შენ ღმერთი, რაჲ ვჰრქუა მათ?

2 ჰრქუა მას უფალმან: რაჲ არს ესე ჴელსა შენსა? ხოლო მან თქუა: კუერთხი.

3 და ჰრქუა უფალმან, მიაგდე ეგე ქუეყანასა! ხოლო მან მიაგდო იგი და იქმნა გუელ. და ივლტოდა მოსე გუელისა მისგან.

4 ჰრქუა უფალმან მოსეს: მიყავ ჴელი შენი და უპყარ ბოლოჲ. მიყო ჴელი მისი მოსე და უპყრა მას ბოლოჲ. და იქმნა იგი კუერთხი ჴელსა მისსა.

5 რათა ჰრწმენეს შენი, რამეთუ გეჩუენა შენ უფალი ღმერთი მამათა მათთა, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი.

6 მერმე ჰრქუა მას უფალმან ღმერთმან: შეყავ ჴელი შენი წიაღსა შენსა. ხოლო მან შეყო ჴელი მისი წიაღსა თჳსსა. და ჰრქუა: გამოიღე ჴელი შენი. და გამოიღო და იქმნა ჴელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი.

7 და მერმე კუალად ჰრქუა: შეყავ ჴელი შენი წიაღადვე შენდა. და შეყო ჴელი მისი წიაღადვე თჳსა და გამოყო ჴელი მისი წიაღისაგან და კუალად მოეგო ფერსავე ჴორცთა მისთასა.

8 უკუეთუ არა ჰრწმენეს შენი, არცა ისმინონ ჴმისა შენისა სასწაულისა ამის პირველისაჲ, ჰრწმენეს, უკუეთუ არა ჰრწმენეს პირველისა მის სასწაულისა, მეორისა მის ჰრწმენეს.

9 და იყოს უკუეთუ არა ჰრწმენეს შენი ორთა ამათ სასწაულთა, არცა ისმინონ ჴმისა შენისაჲ, მოიღო წყლისა მისგან მდინარისა და დასთხიო ჴმელსა ზედა. და იყოს წყალი, რომელიცა მოიღო მდინარისაგან, სისხლ ჴმელსა ზედა

10 ჰრქუა მოსე უფალსა: გევედრები, უფალო, ვერ შემძლებელ ვარ პირველ გუშინდლითგან და ძუღანდლის დღის წინათგანვე, არცა ვინათგან იწყე სიტყუად მსახურისა შენისა, რამეთუ ჴმაწულილ და ენამძიმე ვარ მე.

11 ჰრქუა უფალმან მოსეს: ვინ მოსცა პირი კაცსა, ანუ ვინ შექმნა მსმენელი და ყრუ მხედველი და ბრმაჲ, ანუ არამეა უფალმან ღმერთმან?

12 ხოლო აწ შენ ვიდოდე და მე აღვაღო პირი შენი და გასწაო შენ. რასა-იგი იტყოდი.

13 და ჰრქუა: გევედრები, უფალო, გამო-ვინ-ირჩიე შემძლებელი სხუაჲ, რომელი მიავლინო.

14 და განრისხნა უფალი გულისწყრომით მოსეს ზედა და თქუა: ანუ არა, ეგერა, აჰრონ ძმაჲ შენი ლევიტელი, ვიცი, რამეთუ სიტყჳთ გეტყოდის იგი შენ, აჰა ეგერა იგი მოგეგებვოდის შენ შემთხუევად შენდა ღა გიხილოს შენ და განიხაროს გულსა თჳსსა.

15 და უთხრნე მას სიტყუანი ესე და მისცნე მას სიტყუანი ჩემნი პირსა მისსა და მე აღვაღო პირი შენი და პირი მისი და გასწაო თქუენ, რაჲ ჰყოთ.

16 და იგი ეტყოდის შენ წილ ერსა მას და იგი იყოს პირ შენდა და შენ ეყო მას ღმრთისა მიმართ.

17 და კუერთხი ეგე, რომელ გარდაიქცა გუელად, მიიღო ჴელითა შენითა, რომლითა-იგი ჰყოფდე სასწაულებსა.

18 წარმოვიდა მოსე და მიიქცა იოთორისა, სიმამრისა თჳსისა, და ჰრქუა მას: წარვიდე მე და მივიქცე ძმათა ჩემთა, რომელნი არიან ეგჳპტეს, და ვიხილნე იგინი, ცოცხალ-ღა თუ არიან, და ჰრქუა იოთორ მოსეს: გუალე, ვიდოდე ცოცხლებით!

19 შემდგომად დღეთა მრავალთა მოკუდა მეფე იგი ეგჳპტისაჲ. ჰრქუა უფალმან მოსეს მადიამს შინა: გუალე და მივედ შენ ეგჳპტედ, რამეთუ მოსწყდეს ყოველნი, რომელნი ეძიებდეს სულსა შენსა

20 წარმოიყუანა მოსე ცოლი თჳსი და ძენი თჳსნი და აღსხნა იგინი კარაულებსა და მოიქცა ეგჳპტედ და მოიღო მოსე კუერთხი იგი ღმრთისამიერი ჴელითა თჳსითა.

21 ჰრქუა უფალმან მოსეს: მი-რა-ხჳდე შენ ეგჳპტედ და მიიქცე, იხილე ყოველი იგი ნიშები, რომელ მიგეც ჴელთა შენთა, ქმენ იგი წინაშე ფარაოჲსა. ხოლო მე განვაფიცხო გული მისი და არა გამოუტეოს ერი იგი.

22 ხოლო შენ არქუ ფარაოს: ამას იტყჳს უფალი: ძე ჩემი პირმშო არს ისრაჱლი.

23 გარქუ შენ: გამოუტევე ერი ჩემი, რათა მმსახურებდენ მე, უკუეთუ არა ინებო გამოვლინებად, იხილე: მე მოვკლა ძე შენი პირმშოჲ.

24 და იყო გზასა ზედა სავანესა მას შეემთხჳა მას ანგელოზი უფლისაჲ და ეგულვა მოკლვაჲ მისი.

25 და მოიღო სეფორა ბასრი და წინადასცჳთა წინადაცუეთილებაჲ ძისა თჳსისაჲ და შეუვრდა ფერჴთა მისთა და თქუა: დადეგინ სისხლი წინადაცუეთისა ძისა ჩემისა.

26 და წარვიდა მისგან ანგელოზი იგი, რამეთუ თქუა: დადგა სისხლი წინადაცუეთისაჲ ყრმისა ჩემისაჲ.

27 ჰრქუა უფალმან აჰრონს: განვედ შენ უდაბნოდ და მიეგებვოდე მოსეს, და განვიდა და შეემთხჳა მას მთასა მას ზედა ღმრთისასა და ამბორს-უყვეს ურთიერთას.

28 და უთხრა მოსე აჰრონს: ყოველნი ესე სიტყუანი უფლისანი, რომლისათჳს მოავლინა და ყოველნივე იგი სასწაულნი, რომელ ამცნო მას.

29 მოვიდეს მოსე და აჰრონ და შეკრიბნეს მოხუცებულნი ძეთა ისრაჱლისათანი.

30 და ეტყოდა აჰრონ ყოველთავე მათ სიტყუათა, რომელთა ეტყოდა ღმერთი მოსეს და ქმნნა სასწაულნი იგი წინაშე ერისა მის.

31 და ჰრწმენა ერსა მას და განიხარეს, რამეთუ მოხედა უფალმან ერსა თჳსსა ძეთა ისრაჱლისათა, და რამეთუ იხილა ჭირი იგი მათი. და მოდრკა ერი იგი და თაყუანი-სცეს ღმერთსა.

<< ← Prev Top Next → >>