ბიბლია, გამოსვლა, თავი 1. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10051&pid=4&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / გამოსვლა

ბიბლია - ძველი ქართულით

დაბადება გამოსვლა ლევიანნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40

1 ესე სახელები არს ძეთა ისრაჱლისათაჲ, რომელნი შესრულ იყვნეს ეგჳპტედ იაკობის თანა, მამისა მათისა, კაცად-კაცადი ყოვლითურთ სახლით მათით შევიდეს.

2 რუბენ, სჳმეონ, ლევი, იუდა,

3 იზაქარ, ზაბულონ და ბენიამენ.

4 დაან და ლეფთალემ, გაად და ასერ.

5 ხოლო იოსებ იყოვე ეგჳპტეს და იყო ყიველი სული იაკობისითაგანი სამეოცდაათხუთმეტ.

6 აღესრულა იოსებ და ყოველნი ძმანი მისნი და ყოველივე იგი ნათესავი.

7 ხოლო ძენი ისრაჱლისანი აღორძნდეს და განმრავლდეს და ამრღუე იქმნეს და განძლიერდებოდეს დიდად ფრიად, რამეთუ განამრავლებდა მათ ქუეყანა იგი.

8 აღდგა მეფე სხუაჲ ეგჳპტეს შინა, რომელმან იცოდავე არა იოსებ,

9 და ჰრქუა ნათესავსა თჳსსა: აჰა ესერა, ნათესავი ესე ძეთა ისრაჱლისათაჲ დიდი სიმრავლე არს და ძლიერ არს უფროჲს ჩუენსა.

10 მოდით და ვისიბრძნოთ დამჴობად მათდა, ნუუკუე განმრავლდენ და ოდეს, თუ სადმე შეგვემთხჳოს ჩუენ ბრძოლაჲ, შეერთნენ იგინიცა მტერთა მათ ჩუენთა და გუბრძოდიან ჩუენ და ეგრეთ განვიდენ ქუეყანით.

11 და დაადგინნა მათ ზედა ზედამდგომელნი საქმისანი, რათა ძჳრსა შეაჩუენებდენ მათ საქმითა და უშენნენ ქალაქნი ძლიერნი ფარაოს: პითოფი და რამესე და ონი, რომელ არს მზის ქალაქი.

12 და რაოდენ იგინი დაამდაბლებდენ, ეგოდენ ესენი განმრავლდებოდეს და განძლიერდებოდეს დიდად ფრიად.

13 და საძაგელ იყვნეს ეგჳპტელნი ძეთაგან ისრაჱლისათა და მსძლავრობდეს მეგჳპტელნი იგი ძეთა ისრაჱლისათა ძლით.

14 და აჭირვებდეს სალმობით ცხორებასა მათსა საქმითა მით ფიცხელითა თიჴისა და ალიზისათა და ყოვლითავე საქმითა, რომლითა დაიმონებდეს მათ სასტიკად.

გამოსვლა 1:14 - Jews Forced into Slavery
Jews Forced into Slavery
15 და ჰრქუა მეფემან მან მეგჳპტელთამან ყრმისა ამქუმელთა მათ ებრაელთასა, სახელი ერთისა მის სეფორა და ერთისა - ფოა

16 და ჰრქუა მათ: ოდეს შეხჳდეთ შჳნებად ებრაელთა მათ და შობასა იყუნენ, უკუეთუ წული იყოს, მოკალით იგი და, უკუეთუ ქალი იყოს, განარინეთ იგი.

17 შეეშინა ღმრთისა ყრმისა აღმქუმელთა მათ და არა ყვეს ეგრე, ვითარ-იგი უბრძანა მათ მეფემან ეგჳპტელთამან და აცხოვნებდეს წულსა.

18 მოუწოდა მეფემან ეგჳპტელთამან ყრმისა აღმქუმელთა მათ და ჰრქუა: რაჲსათჳს ჰყავთ საქმე ესე და აცხოვნებდით ყოველსა წულსა?

19 ჰრქუეს ყრმისა აღმქუმელთა მათ ფარაოს: არა ვითარცა დედანი ეგჳპტისანი არიან ებრაელთა დედანი, რამეთუ შვიან ვიდრე შესლვადმდე ყრმისა აღმქუმელთა და შობდეს იგინი.

20 კეთილსა უყოფდა ღმერთი ყრმისა აღმქუმელთა მათ და განმრავლდა ერი იგი და განძლიერდებოდა ფრიად.

21 რამეთუ ეშინოდა ღმრთისა ყრმისა აღმქუმელთა მათ და იშენეს მათ თავისა მათისა სახლებ.

22 უბრძანა ფარაო ყოველსა ერსა თჳსსა და ჰრქუა: ყოველი წული, რომელი შვიან ებრაელთა, მდინარესა შთასთხევდით და ყოველსა ქალსა აცხოვნებდით.

<< Prev Top Next → >>