ბიბლია, დაბადება, თავი 35. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10035&pid=3&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / დაბადება

ბიბლია - ძველი ქართულით

დაბადება გამოსვლა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50

1 ჰრქუა ღმერთმან იაკობს: აღდეგ და აღვედ შენ ბეთელდ და დაემკჳდრე მუნ და აღუშენე მუნ საკურთხეველი ღმერთსა, რომელი გეჩუენა შენ, ოდეს-იგი ივლტოდე შენ პირისაგან ესავისა, ძმისა შენისა

2 ჰრქუა იაკობ სახლსა თჳსსა და ყოველთა მისთანათა: აღიხილენით ღმერთნი ეგე უცხოთესლთანი, რომელ არიან თქუენ შორის, და განწმიდენით და შეიცვალეთ სამოსლები თქუენი.

3 და აღდეგით და აღვიდეთ ბეთელდ და უქმნეთ მუნ საკურთხეველი ღმერთსა, რომელმან შეისმინა ჩემი ყოველსა შინა ჭირსა ჩემსა, რომელი იყო ჩემ თანა და მიჴსნა მე გზასა ზედა, რომელსა ვიდოდე.

4 და მოსცნეს იაკობს კერპნი იგი უცხოთესლთანი, რომელნი იყვნეს ჴელთა შინა მათთა და საყურები იგი ყურთა მათთა. და დამალნა იგინი იაკობ ქუეშე ბელეკონსა მას, რომელი იყო სიკიმას, და წარწყმიდნა იგინი ვიდრე დღეინდელად დღედმდე.

5 და წარმოვიდა ისრაჱლ სიკიმათ და იყო შიში ღმრთისაჲ ქალაქებსა მას მათსა ზედა გარემოს და არა დევნა-უყვეს უკუანა ძეთა ისრაჱლისათა.

6 მოვიდა იაკობ ლუზად, რომელ არს ქუეყანასა ქანანისასა, ესე არს ბეთელი, და ყოველი ერი მის თანა.

7 და აღაშენა მუნ საკურთხეველი და უწოდა სახელი ადგილსა მას ბეთელ, რამეთუ მუნ ეჩუენა ღმერთი, რაჟამს ივლტოდა იგი პირისაგან ესავისა, ძმისა თჳსისა.

8 მოკუდა დებორა, მზარდული რებეკასი, და დაეფლა იგი ქუემოკერძო ბეთელსა ქუეშე მუხასა. და უწოდა სახელი მუხასა მას "მუხაჲ გლოისაჲ".

9 ეჩუენა ღმერთი იაკობს მერმეცა ლუზას, რაჟამს მოვიდა შუამდინარით ასურეთისათ, აკურთხა იგი

10 და ჰრქუა. არღარა გერქუას სახელი შენი იაკობ, არამედ ისრაჱლ იყოს სახელი შენი.

11 ჰრქუა მას ღმერთმან: მე ვარ ღმერთი შენი, აღორძნდი და განმრავლდინ ნათესავი შენი, შესაკრებელნი თესლთანი იყვნენ შენგან და მეფენი წელთა შენთაგან გამოვიდენ.

12 და ქუეყანა, რომელი მივეც აბრაჰამს და ისაკს, შენ მიგცე იგი, და შენდა იყოს და ნათესავისა შენისა შემდგომად შენსა.

13 აღვიდა ღმერთი მიერ ადგილით, სადა-იგი ეტყოდა მას.

14 და აღმართნა იაკობ ძეგლნი ადგილსა მას, სადა-იგი იტყოდა ღმერთი მის თანა, და შეწირა მას ზედა შესაწირავი და დაასხა მას ზედა ზეთი.

15 და უწოდა სახელი ადგილსა მას ბეთელ და გამოვიდა მუნით, ჟამსა ზამთრისასა.

16 და მიეახლა ქაბრათად მისლვად ქუეყანად ეფრათად, შვა რაქელ.

17 და შობასა მისსა ძნიად შობდა. და იყო ფიცხლად შობასა მისსა. ჰრქუა მას ყრმისა აღმქმელმან მან: ნუ გეშინინ, რამეთუ ესეცა ძე გესვა შენ.

18 და იყო აღმოსლვასა ოდენ სულისა მისისასა. რამეთუ მოკუდებოდა, უწოდა სახელი მისი "ძე სალმობისა ჩემისა". ხოლო მამამან უწოდა მას ბენიამენ.

19 მოკუდა რაქელ და დავფლა გზასა ზედა ცხენთ სარბიელსა ეფრათას, ესე იგი არს ბეთლემი.

20 და აღმართა იაკობ ძეგლი საფლავსა ზედა რაქელისსა, ესე არს ძეგლი საფლავისა რაქელისი ვიდრე დღეინდელად დღედმდე.

21 და წარვიდა ისრაჱლ და დასცა კარავი თჳსი დამართებით გოდლისა მის გადერისასა.

22 და იყო, რაჟამს დაემკჳდრა ისრაჱლ ქუეყანასა მას, მივიდა რუბენ და დაწვა ბალას თანა, ხარჭისა მამისა თჳსისა, იაკობისა. და ვითარცა ესმა ესე ისრაჱლს, ბოროტ-უჩნდა წინაშე მისსა. იყუნეს ძენი იაკობისნი ათორმეტ.

23 ძენი ლიასნი: პირმშოჲ რუბენ, სჳმეონ, ლევი, იუდა, იზაქარ, ზაბულონ.

24 და ძენი რაქელისნი: იოსებ და ბენიამენ.

25 და ძენი ბალასნი, მჴევლისა რაქელისნი: დაან და ნეფთალიმ.

26 და ძენი ზელფასნი, მჴევლისა ლიასნი: გაად და ასერ. ესე ძენი იაკობისნი, რომელნი ესხნეს მას შუამდინარეს ასურეთისასა.

27 მოვიდა იაკობ ისაკისა, მამისა თჳსისა, ჯერეთ სიცოცხლესა-ღა ქალაქად მამბრედ ეველისა, ესე იგი არს ქებრონი, ქუეყანასა ქანანისასა, სადა-იგი მსხემ იყო აბრაჰამ და ისაკ.

28 და იყუნეს დღენი ისაკისნი, რაოდენ ცხონდა ასოთხმეოცდაათ წელ.

29 და მოაკლდა ისაკ და მოკუდა და შეეძინა მამათა თჳსთა მოხუცებული და სავსე დღითა და დაჰფლეს იგი ესავ და იაკობ, ძეთა მისთა.

<< ← Prev Top Next → >>