ბიბლია, დაბადება, თავი 4. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10004&pid=3&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / დაბადება

ბიბლია - ძველი ქართულით

დაბადება გამოსვლა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50

1 ხოლო ადამ იცნა ევაჲ ცოლი თჳსი. და მიდგომილმან შვა კაინ. და თქუა: მოვიგეთ კაცი ღმრთისა მიერ.

2 და შესძინა შობად ძმაჲ მისი აბელ და იქმნა იგი მწყემს ცხოვართა; ხოლო კაინ - მშრომელ ქუეყანისა.

3 და იყო შემდგომად დღეთა მოართუა კაინ ნაყოფთაგან ქუეყანისათა მსხუერპლი უფალსა.

4 და აბელ მოართუა მან-ცა პირმშოთაგან ცხოვართა მისთასა და ცმელთაგან. და მოიხილა ღმერთმან აბელს ზედა და ძღუენთა მისთა ზედა.

5 ხოლო კაინს ზედა და მსხუერპლთა მისთა ზედა არა მიიხილა. და შეწუხნა კაინ ფრიად. და შეიჭუვნა პირი მისი.

6 და ჰრქუა უფალმან ღმერთმან კაინს: რათა რად შეიჭუვინ პირი შენი, არცა მართლიად შემოწირე.

7 ხოლო მართლიად არა განჰყავ, სცოდე დაყუდენ. შენდამი მიქცევაჲ მისი ღა შენ ჰმთავრობდი მას.

დაბადება 4:7 - God Prefers Abel’s Sacrifice
God Prefers Abel’s Sacrifice
8 და თქუა კაინ აბელის მიმართ, ძმისა თჳსისა: განვიდეთ ზოგად ველად. და იყო, ყოფასა მათსა ველს, აღდგა კაინ აბელის ზედა, ძმისა თჳსისა, და მოკლა იგი.

დაბადება 4:8 - Cain Kills Abel
Cain Kills Abel
9 და თქუა უფალმან ღმერთმან კაინის მიმართ: სადა არს აბელ, ძმაჲ შენი? და თქუა: არა უწყი, ნუ მცველი ძმისა ჩემისა ვარ მე?

10 და თქუა ღმერთმან: რაჲ ესე ჰყავ? ჴმაჲ სისხლისა ძმისა შენისა ღაღადებს ჩუენ-და-მო ქუეყანით.

11 და აწ წყეულ იყავ შენ ქუეყანისაგან, რომელმან განაღო პირი თჳსი შეწყნარებად სისხლისა ძმისა შენისასა ჴელისაგან შენისა.

12 რამეთუ ჰშურებოდი ქუეყანასა და არა შესძინოს ძალი თჳსი მოცემად შენდა, იწროებით და ძრწოლით იყო ქუეყანასა ზედა.

დაბადება 4:12 - Cain Builds The City of Enoch
Cain Builds The City of Enoch
13 და თქუა კაინ უფლისა მიმართ ღმრთისაჲ: უფროჲს არს ცოდვაჲ ჩემი მოტევებისა ჩემისა.

14 და უკუეთუ განმაძებ მე დღეს, პირისაგან ქუეყანისა და პირისაგან შენისა დავიმალო და იყოს, ყოველმან მპოვნელმან ჩემმან მომკლას მე.

15 და ჰრქუა მას უფალმან ღმერთმან: არა ეგრეთ ყოველმან მომკლველმან კაინისმან შჳდნი შურის-ძიებანი დაჴსნნეს. და დასდვა უფალმან ღმერთმან სასწაული კაინს არა მოკლვად მისა ყოვლისაგან მპოვნელისა მისისა.

16 და გამოვიდა კაინ პირისაგან ღმრთისა და დაემკჳდრა ქუეყანასა ნაიდს წინაშე ედემისა.

17 და იცნა კაინ ცოლი თჳსი. და მუცლად-მღებელმან შვა ენოს. და აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელად ძისა თჳსისა ენოს.

18 ხოლო შვა ენოს ღაიდად. და ღაიდად შვა მალელელ და მალელელ შვა მათუსალა. და მათუსალა შვა ლამექ.

19 და მოიყვანა ლამექ თავისა თჳსისა ორ ცოლ. სახელი ერთისა - ადა და სახელი მეორისა - სელა.

20 და შვა ადა იობელ. ესე იყო მამაჲ მკჳდრთა კარვებისათა, საცხოვართმზრდელთა.

21 და სახელი ძმისა მისისა იობალ. ესე იყო გამომაჩინებელ საფსალმონისა და ებნისა.

22 ხოლო სელა შვა. მან-ცა თობალ და იყო კუერით ხუროჲ, მჭედელი რვალისა და რკინისა, ხოლო დაჲ თობელისი - ნოემა.

23 და ჰრქუა ლამექ ცოლთა თჳსთა: ადა და სელა, ისმინეთ ჴმისა ჩემისა, ცოლთა ლამექისათა, ყურად-იხუენით სიტყუანი ჩემნი, რამეთუ მამაკაცი მოვკალ წყლულებად ჩემდა და ჭაბუკი საგუემელად ჩემდა.

24 რამეთუ შჳდგზის შური ძლებულ არს კაინისაგან, ხოლო ლამექისაგან სამეოცდაათ შვიდგზის.

25 ხოლო ადამ იცნა ცოლი თჳსი ევა. და მიდგომილმან შვა ძე და უწოდა სახელი მისი სით მეტყუელმან: რამეთუ აღმიდგინა მე ღმერთმან თესლი სხუაჲ ნაცულად აბელისსა, რომელი მოკლა კაინ.

26 და სით შვა ძე და უწოდა სახელი მისი ენოს. ესე ესვიდა ხადად სახელსა უფლისა ღმრთისასა.

<< ← Prev Top Next → >>